| | |
10:20 | 25.02
ჯონათან დევისი: „საფრანგეთი უელსს დაამარცხებს“
უელსის მგეზავი ჯონათან დევისი საფრანგეთს 26 თებერვალს „დრაკონების“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს.
| |
01:14 | 25.02
არგენტინამ მეორედაც მოგვიგო
არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ ამერიკაში ტურნეზე მყოფი „უმცროსი ბორჯღალოსნები“ სერიის მეორე მატჩშიც დაამარცხა, ამჯერად 49:11.
|
00:19 | 25.02
„ნატახტართან“ ერთად - კიდევ 4 წლით
ქართული რაგბი და კომპანია „ნატახტარი“ მინიმუმ ოთხი წელიწადი კვლავ განუყოფელი ნაწილი იქნება და ეს მხარეებმა სოფელ ნატეხტარში ხელმოწერით დაადასტურეს.
| |
15:16 | 24.02
30 ნაცნობი და ორიც დებიუტანტი
რუმინეთის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში რუსეთის დასახვედრად 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით ემზადება.
|
14:04 | 24.02
მასობრივი ჩხუბი რასობრივ ნიადაგზე
მასობრივი ჩხუბი მოხდა სამხრეთაფრიკულ ბლუმფონტეინში გამართულ სარაგბო მატჩში, რომელშიც ერთმანეთს თავისუფალი შტატისა და ნელსონ მანდელას სახელობის უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ.
| |
13:02 | 24.02
როს ფორდს გამარჯვების სჯერა
შოტლანდიის ნაკრების კვაჭი როს ფორდი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ექვს ერის მესამე ტურში იტალიის ნაკრების დამარცხება შეუძლია.
|
12:07 | 24.02
20 წლამდელების რაზმი სერიის მე-2 თამაშისთვის
დღეს სამხრეთ ამერიკული ტურნეს მეორე მატჩია - 22:30 საათზე სერიის მეორე მატჩში უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინელ პუმიტასს (20-წლამდელები) ბუენოს აირესში ერკინებიან.
| |
11:32 | 24.02
არგენტინა ურუგვაის გადაურჩა
შეცვლაზე შესულმა პედრო მერსერატიმ ურუგვაის საკურორტო ქალაქ პუნტა-დელ-ესტეში მასპინძლებს მატჩის მიწურულს ჯარიმა გაუტანა და ამერიკის ექვსი ერის მესამე ტურში „მზარდ არგენტინას“ 24:21 მოაგებინა.
|
10:45 | 24.02
იბურთავეს და აბურთავეს
ამერიკის ექვსი ერის მესამე ტურში კანადის ნაკრებმა ბრაზილიისგან სამი ლელო გაუშვა, თუმცა თავად მეტოქეს 7 გაუტანა და თვალსასეირო შეხვედრაში მეტოქე 52:25 დაამარცხა.
| |
23:57 | 23.02
დიდ კაცთან პატარა კაცსა... (+ვიდეო)
„არწივები“ ზედმეტად ძლიერნი აღმოჩნდნენ ჩილეს ნაკრებისთვის. ამერიკელებმა ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მეტოქეს 10 ლელო გაუტანეს და 64:0 დაამარცხეს.
|