საერთაშორისო

13:02 | 24.02.2016 | ნანახია 1188 - ჯერ

როს ფორდს გამარჯვების სჯერა

შოტლანდიის ნაკრების კვაჭი როს ფორდი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ექვს ერის მესამე ტურში იტალიის ნაკრების დამარცხება შეუძლია.

„იტალიელები ფიზიკურად ძლიერები არიან, მაგრამ თუ ისევე ვითამაშეთ, როგორც უელსთან, მაშინ დადებითი შედეგი აუცილებლად დადგება. მნიშვნელოვანია, რომ მეტოქეს მაღალი ტემპი შევთავაზოთ. სწორედ ჩვენი ინტენსიური თამაში უნდა გახდეს წარმატების საწინდარი. ტურნირის სტარტზე განცდილმა ორმა მარცხმა გული დაგვწყვიტა, მაგრამ პროგრესი გრძელდება და ეს თვალსაჩინოა. სწორედ იტალიია ის გუნდი, რომელთანაც პირველი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. „აძურას“ მატჩის მიწურულს უჭირს და ამით აუცილებლად უნდა ვისარგებლოდ“ - ამბობს ფორდი.

შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებების შეხვედრა 27 თებერვალს რომში, თბილისის დროით 18:25 საათზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078458