ბორჯღალოსნები

18:50 | 8.12.2020 | ნანახია 2678 - ჯერ

შემოდგომის ერთა თასზე გიორგი კვესელაძის ლელო საუკეთესოდ დასახელდა (+VIDEO)

შემოდგომის ერთა თასის საუკეთესო ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძეა. ქართველი მორაგბის ირლანდიასთან მითვლილი რვა ერის ვებგვერდის ოფიციალურ გამოკითხვაში პირველ ადგილზე გავიდა.

კვესელაძეს ხმა გამოკითხულთა 61%-მა მისცა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგის ლელო საუკეთესოდ მესამე ტურშიც დასახელდა და იმავე ტურის საუკეთესო მორაგბედაც აღიარეს.

„მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერას მთელი ტურნირის განმავლობაში ვგრძნობდი. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც სხვადასხვა ნომინაციებში მხარდაჭერა გამომიცხადა. ვეცდები კიდევ უფრო განვვითარდე და მათი იმედები გავამართლო“, – ციტირებს კვესელაძის სიტყვებს რაგბის კავშირის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე ოთხივე თამაში წააგეს და ტურნირზე ბოლო, მერვე ადგილი დაიკავეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:22 | 09.12.2020
სულ2 (3)

ეს მხოლოდ ერთი რამის ნიშანია და არაფერი სხვის - ინტერნეტში წკაპუნში, ნაღდად მოწინავე ერი ვართ, ყველა ონლაინ გამოკითხვაში მოვაგებინეთ ქართველ სპორტსმენებს. ეს ცუდი პრინციპში სულაც არაა, აქამდე მხოლოდ ქურდულში და კრიმინალში ვიყავით ანგარიშგასაწევი ძალა, ახლა უკვე ინტერნეტში წკაპუნშიც მოწინავეები ვართ.

21:43 | 09.12.2020
გუგა80 (177)

100000000%
)))))

12:56 | 09.12.2020
პანტელეიმონი (1218)

+1

0.101091