ქართული

14:27 | 2.05.2018 | ნანახია 8213 - ჯერ

ფედერალ 1-ის 4 ქართველი პრო დ2-სთვის იბრძვის (+PHOTO)

4 მაისს საფრანგეთში ფედერალ 1-ის პლეი-ოფი დაიწყება. ამ ლიგაში რეგულარული სეზონი მორჩა და გასარკვევი მხოლოდ ისაა, თუ რომელი კლუბი დაეუფლება პრო დ2-ის ჯერაც უპატრონო ერთ-ერთ საგზურს. შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა „პროვანსმა“ უკვე დაიბევა მეორე ელიტური დივიზიონის წევრობა, ხოლო მეორე ვაკანსიის დასაკავებლად „ბრესანი“, „ალბი“, „რუანი“ და „ტარბი“ იბრძოლებენ.

„პროვანსში“ გასულ სეზონში არცერთ ჩვენებურს არ უთამაშია, ისევე, როგორც „ბრესანსა“ და „რუანშიც“. „ალბისა“ და „ტარბის“ ქართველობაზე კი ქვემოთ გიამბობთ.

შარშან პრო დ2-დან ფედერალ 1-ში ჩამოქვეითებული „ალბი“, ცხადია, მიზნად ელიტაში დაბრუნებას ისახავდა, მაგრამ „პროვანსს“ 10 ქულით ჩამორჩა და მიზნის მიღწევას პლეი-ოფის გავლით ეცდება. ამ გუნდში ერთადერთი ქართველია - ზაზა ნავროზაშვილი.

ნავროზაშვილმა „ალბისთან“ კონტრაქტი ჯერ კიდევ 2016/17 წლების სეზონის მსვლელობისას გააფორმა, როცა გუნდს პრო დ2-ში გავარდნა არ ემუქრებოდა, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა. თორემ ზაზა ნამდვილადაა ფედერალ 1-ზე მაღალი დონის მორაგბე. უბრალოდ, 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ორგზის მონაწილე ბურჯი ბოლო წლებში ტრავმამ გააწამა და 25 წლის მორაგბემ კარიერაში პირველი სრულფასოვანი სეზონი სწორედ ახლა ჩაატარა. „ბორდოსთან“ ტოპ 14-ში გატარებულ 2 სეზონში ნავროზაშვილმა ჩემპიონატის მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა, პლუს ამას - 2 მატჩი ჩელენჯ კაპზეც. მერე იყო ერთი წელი პრო დ2-ში „ლიონთან“ ერთად, მორიგი ტრავმა და 2 მატჩი წლის განმავლობაში. 2016/17 წლების სეზონი „ლიონმა“ უკვე ტოპ 14-ში გაატარა, მაგრამ ნავროზაშვილი კვლავ ტრავმას იშუშებდა და მოედანზე გასვლა ერთხელაც ვერ მოახერხა...

...და, როგორც იქნა, ქართველმა ბურჯმა შესაძლებლობების თუნდაც ნაწილის გამოვლენა მოახერხა და თავისი ახალი გუნდის - „ალბის“ 20 საჩემპიონატო მატჩიდან 14-ში (10 - სასტარტოში) ითამაშა და 1 ლელოც მიითვალა.

„ტარბში“ კი, ტრადიციულად, რამდენიმე ქართველია. ესენი არიან დავით დადუნაშვილი, კახაბერ კობერიძე და ნიკოლოზ კაზალიკაშვილი. სამივე ბურჯია. დავით დადუნაშვილს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ამჟამად 36 წლის ვეტერანი, 2003 წელს დადუნაშვილმა ისტორიული მისია შეასრულა და მსოფლიო თასებზე პირველი ქართული ლელო გაიტანა. მთლიანობაში მას ერთობ ნაყოფიერი სანაკრებო კარიერა ჰქონდა - 9 ლელო 29 მატჩში. ამ სეზონში კი დავითმა 13 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 11 პირველივე წუთიდან დაიწყო.

ვეტერანია კახა კობერიძეც. 33 წლის ზორბა ბურჯმა გასულ რეგულარულში ერთადერთი თამაში გამოტოვა და 12-ჯერ სასტარტო იყო. მას, როგორც წესი, 25 წლის თანამემამულე თანაამპლუელი ნიკოლოზ კაზალიკაშვილი ცვლიდა ხოლმე - 15 მატჩი (7 - სასტარტოშო) და 1 ლელო.

რაც შეეხება ფედერალ 1-ის პლეი-ოფს, აქ ნახევარფინალისტები ასე დაწყვილდნენ:

5 და 11 მაისს ერთმანეთს „ტარბი“ და „ბრესანი“ დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი ტარბში გაიმართება;

4 და 12 მაისს „რუანისა“ და „ალბის“ შეხვედრები გაუმართება, რომელთაგან პირველს რუანი უმასპინძლებს.

წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაეჯახებიან და პრო დ2-ის დარჩენილ საგზურს გაითამაშებენ.

აქვე გაგაცნობთ ფედერალ 1-ის ყველა ჯგუფის ყველა ქართველის სეზონურ მონაგარს:

მორაგბე კლუბი ამპლუა თამაში ლელო სბ*წ
ელიტ ჯგუფი
ზაზა ნავროზაშვილი ალბი ბურჯი 14(10) 1 0
ნოდარ ჭეიშვილი შამბერი მხტომელი 13(8) 0 0
ვაჟა კაპანაძე შამბერი ბურჯი 15(10) 1 1
გიორგი სორდია შამბერი მღლეტლი 6(4) 1 0
გიორგი შარაშენიძე ვალანს-რომანი ბურჯი 15(5) 1 0
დავით დადუნაშვილი ტარბი ბურჯი 13(11) 0 1
ნიკოლოზ კაზალიკაშვილი ტარბი ბურჯი 15(7) 1 0
კახაბერ კობერიძე ტარბი ბურჯი 19(12) 0 1
გიორგი ზაქაშვილი ბურგუენი ბურჯი 16(13) 0 2
ლაშა თავბერიძე ლიმოჟი ბურჯი 14(6) 0 0
მე-2 ჯგუფი
საბა ქართველიშვილი ნანტი ბურჯი 6(3) 0 1
ლევან დათუნაშვილი ლანგონი მხტომელი 13(8) 0 1
მინდია ელგუჯაური ლანგონი მხტომელი 15(10) 1 0
ლევან შენგელია სენ-მედარი ბურჯი 20(14) 2 1
მე-3 ჯგუფი
დიმიტრი ცუხიშვილი ტრელისაკი მხტომელი 15(13) 0 1
გიორგი მარგველიანი ვალანს-დ'აჟენი ბურჯი 19(14) 0 0
ლევან ზარიძე ვალანს-დ'აჟენი ბურჯი 15(5) 0 0
გელა გაგნიძე კასტანე ბურჯი 17(11) 0 2
გიორგი გოგოლაძე კასტანე ფულბეკი 7(6) 1 0
არჩილ ბეჟიაშვილი როდეზი ბურჯი 15(8) 0 0
დავით ოქრიაშვილი როდეზი ბურჯი 16(11) 2 0
ნიკოლოზ გიორგაძე ლომბე-სამატანი ბურჯი 10(5) 0 0
მე-4 ჯგუფი
გურამ კავთიძე მაკონი ბურჯი 14(9) 0 1
სიმონ მაისურაძე მაკონი კვაჭი 17(8) 2 2*1
გიორგი მჭედლიშვილი კარკეირანი ბურჯი 11(6) 0 0
ბექა ბურდიაშვილი ლა სენი ბურჯი 11(7) 0 2
რევაზ ჟღენტი ვიენი ბურჯი 18(10) 0 1*1
გიორგი ჯაშიტაშვილი სერე ბურჯი 18(10) 2 2
თეგებიზაზა ნავროზაშვილიZaza Navrozashviliდავით დადუნაშვილიDavit Dadunashviliკახაბერ კობერიძეKakhaber Koberidzeნოდარ ჭეიშვილიNodar Tcheishviliვაჟა კაპანაძეVazha Kapanadzeსაბა მეუნარგიაSaba Meunargiaგიორგი სორდიაGiorgi Sordiaგიორგი შარაშიძეGiorgi Sharashidzeნიკოლოზ კაზალიკაშვილიNikoloz Kazalikashviliგიორგი ზაქაშვილიGiorgi Zakashviliლაშა თავბერიძეLasha Tavberidzeსაბა ქართველიშვილიSaba Kartvelishviliლევან დათუნაშვილიLevan Datunashviliმინდია ელგუჯაურიMindia Elgujauriლევან შენგელიაLevan Shengeliaდიმიტრი ცუხიშვილიDimitri Tsukhishviliგელა გაგნიძეGela Gagnidzeგიორგი გოგოლაძეGiorgi Gogoladzeარჩილ ბეჟიაშვილიArchil Bezhiashviliდავით ოქრიაშვილიDavit Okriashviliნიკოლოზ გიორგაძეNikoloz Giorgadzeგურამ კავთიძეGuram Kavtidzeსიმონ მაისურაძეSimon Maisuradzeგიორგი მჭედლიშვილიგიორგი მჭედლიშვილიGiorgi Mchedlishviliბექა ბურდიაშვილიBeka Burdiashviliრევაზ ჟღენტიRevaz Jghentiგიორგი ჯაშიტაშვილიGiorgi Jashitashvili

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084493