დღეს სამხრეთ ამერიკული ტურნეს მეორე მატჩია - 22:30 საათზე სერიის მეორე მატჩში უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინელ პუმიტასს (20-წლამდელები) ბუენოს აირესში ერკინებიან. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 20 თებერვალს გაიმართა, რომელშიც მასპინძლებმა 36:17 გაიმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ მატჩიდან არ იწარმოებს TV ტრანსლიაცია ან ინტერნეტ სთრიმი. შესაბამისად მატჩის ინფორმაციულ განახლებებს ტექსტური ლაივის სახით მოგაწვდით. სერიის პირველი მატჩის მსგავსად ტექსტურ ლაივს თვითერის გვერდზე გავმართავთ.
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური თვითერი >>> @GeorgianRugby
მატჩების განრიგი
არგენტინა - საქართველო
24 თებერვალი, ბუენოს აირესი - 15:30 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 22:30 სთ)
ურუგვაი - საქართველო
28 თებერვალი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ)
4 მარტი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ)
20 წლამდელების სამატჩო რაზმი პუმიტასის წინააღმდეგ
24/02/2016, 22:30, ბუენოს აირესი, არგენტინა
უკანა ხაზი (ბექები) - 15 ირაკლი სვანიძე, 14 ლადო მიმინოშვილი, 13 გიორგი კოშაძე, 12 სანდრო ილურიძე, 11 დავით მესხი, 10 დავით მოძღვრიშვილი, 9 გელა აფრასიძე,
შერკინება (ფორვარდები) - 1 უშანგი ჭეიშვილი, 2 ლაშა საჯაია, 3 ნიკა ნეფარიძე (კაპ), 4 დემურ ეფრემიძე, 5 მიშა ბაბუნაშვილი, 6 გიორგი ცუცქირიძე, 7 ირაკლი ცხადაძე, 8 მიხეილ გორგასლიძე
მარქაფა - 16 თორნიკე მატარაძე, 17 ლუკა გოგინავა, 18 გურამ პაპიძე, 19 გაგა არაბული, 20 ილია სპანდერაშვილი, 21 ლაშა მამუჩარაშვილი, 22 გურამ ქანდაურაშვილი, 23 რატი შანიძე, 24 ვანო ფუტკარაძე, 25 ცისკარა ბერიაშვილი, 26 სანდრო მერკვილიშვილი
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
gana ramoxdeba maseti pirdapiri ro gvachvenon ra ubedurebaa.
საკმაოდ პერსპექტიული შემადგენლობაა ბექებში
ზოგადად ტენდენციაა რომ წლიდან წლამდე ასაკობრივ ნაკრებებში უფრო დაბალანსებული და საერთო დონით უფრო მაგარი ბიჭები მოდიან 98-99 იანები ჯერ დიდ ასპარეზზე არ გვინახავს
რეალურად ეს შემადგენლობა მე-2ც არაა ოპტიმალურამდე დიდი შევსება ექნება და დიდი შანსია უკვე წელსვე შევძლოთ მსოფლიოზე 1 თამაშის მოგება
რადგან მომავალწელსაც როგორც მასპინძელი ვითამაშებთ U 20-ზე ეს ბირთვი უფრო 2017 ისთვის მოსამზადებელი ეტაპის შთაბეჭდილებასაც ტოვებს