უელსის მგეზავი ჯონათან დევისი საფრანგეთს 26 თებერვალს „დრაკონების“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს.
ამის თქმის საბაბს მას „ლე ბლუს“-ის მიერ გასულ ორ ტურში ნაჩვენები თამაში აძლევს. გი ნოვესის შეგირდებმა ირლანდია 10:9, ხოლო იტალია 23:21 დაჯაბნეს და დევისის განცხადებით, მალე ჯერი უელსზე დადგება.
ჯონათან დევისი: „საფრანგეთმა 6 ერის ორივე ტურში გამარჯვება მოიპოვა, რაც მე ძალიან მაშინებს. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ყველაფერი „ლე ბლუსს“-ის გამარჯვებაზე მიუთითებს. უორენ გეთლანდი ამისთვის უნდა შეემზადოს“.
ექვსი ერის ორი ტურის შემდეგ საფრანგეთმა ინგლისის მსგავსად ქულათა მაქსიმუმი დააგროვა, თუმცა მას გატანილ-გაშვებული ქულებით ჩამორჩება და ამ დროისთვის მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება „დრაკონებს“, 6 ერის გასულ ორ მატჩში მათ შოტლანდია 27:23 დაამარცხეს, ხოლო ირლანდიასთან ფრედ ითამაშეს - 16:16. მომავალი შეხვედრა 26 თბერვალს კარდიფში გაიმართება და თბილისის დროით შუაღამისას დაიწყება.
ელენე ლომსაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უელსის ნაკრები მოუგებს ჩემი აზრით
შემოგვიერთდით ფეისბუქზე stripslashes((strlen('https://www.facebook.com/Worldrugby.ge/?notif_t=page_fan')>0?' https://www.facebook.com/Worldrugby.ge/?notif_t=page_fan':' https://www.facebook.com/Worldrugby.ge/?notif_t=page_fan'))
მეც ასე ვფიქრობ