“ლაიონსის” მესამეხაზელი კვაგა სმიტი ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. “სანზარის” სადისციპლინო კომიტეტმა 24 წლის მორაგბეს სუპერ რაგბის ფინალში უხეში თამაში არ აპატია.
ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა იმ მორაგბეების ვინაობა დაასახელა, რომლებიც 2017 წლის რაგბი ჩემპიონშიპის (4 ერის) გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.
უელსის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ლი ჰალფპენი “სკარლეტსის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ პრო 12-ის გასული სეზონის გამარჯვებულის ოფიციალური ვებგვერდი წერს.
სუპერ რაგბის 2017 წლის გათამაშების ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია. 1/2 ფინალური მატჩებში “ლაიონსმა” იოჰანესბურგში მოქმედი ჩემპიონი “ჰარიკეინსი” დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში, ხოლო “კრუსეიდერსმა” ...
“ტულონმა” ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბი მალაკაი ფეკიტოა გაიფორმა. ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 25 წლის მორაგბემ ტოპ 14-ის ბინადართან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
“ტულონმა” ავსტრალიური “რებელსის” ფულბექი ჯონა პლესიდი დაიმატა. ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის მორაგბემ თავის ახალ კლუბთან 2-წლიანი, ჯერჯერობით ესპუარის კონტრაქტი გააფორმა.