“გლოსტერმა” სამხრეთ აფრიკული “ლაიონსის” მესამეხაზელი რუან აკერმანი დაიმატა – წერს ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
21 წლის მორაგბე “ლაიონსის” ძირითად გუნდში 2015/2016 წლების სეზონში გამოჩნდა. მას შემდეგ რუანმა სუპერ რაგბიში 33-ჯერ ითამაშა და საკუთარ გუნდს 30 ქულა მოუპოვა, ხოლო “ქარის თასზე” 9 შეხვედრა ჩაატარა და 5 ქულა მოიხვეჭა. ტრანსფერის დეტალების შესახებ “გლოსტერის” ოფიციალურ განაცხადებაში არაფერია ნახსენები.
აკერმანს სანაკრებო დონეზე სამხრეთ აფრიკის “ა” ნაკრებში 2-ჯერ აქვს ნათამაშები, ხოლო 2016 წელს “ბარბაროსების” რიგებშიც გაისარჯა.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფერში დიდი წვლილი მიუძღვის რუანის მამას – იოჰან აკერმანს. ის 2013 წლიდან “ლაიონსის” მთავარი მწვრთნელი იყო, თუმცა ახალი სეზონიდან “გლოსტერში” იმუშავებს და შვილიც ახალ კლუბში იახლა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია