ჩემპიონატები

23:50 | 3.08.2017 | ნანახია 1251 - ჯერ

ოფიციალურად: ჰალფპენი “სკარლეტსში” გადავიდა

უელსის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ლი ჰალფპენი “სკარლეტსის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ პრო 12-ის გასული სეზონის გამარჯვებულის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

28 წლის ფულბექმა ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხსენებულ ტრანსფერზე რამდენიმე დღე იწერებოდა, თუმცა ოფიციალური სახე მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ჰალფპენი უელსის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და 71 მატჩში 619 ქულა აქვს გატანილი. გარდა ამისა, მას 2009, 2013 და 2017 წლებში ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგელობაში უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ლი 2014-2017 წლებში ფრანგული “ტულონის” ღირსებას იცავდა და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 40 თამაშში გუნდს 549 ქულა მოუპოვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079073