ჩემპიონატები

12:49 | 9.08.2017 | ნანახია 2063 - ჯერ

კვაგა სმიტი ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (+VIDEO)

“ლაიონსის” მესამეხაზელი კვაგა სმიტი ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. “სანზარის” სადისციპლინო კომიტეტმა 24 წლის მორაგბეს სუპერ რაგბის ფინალში უხეში თამაში არ აპატია.

აფრიკელმა მოთამაშემ “კრუსეიდერსთან” წაგებული (17:25) შეხვედრის 38-ე წუთზე დევიდ ჰავილი ჰაერში შებოჭა და კინაღამ მძიმე ტრავმა მიაყენა. მატჩის მთავარმა მსაჯმა იაკო პეიპერმა კვაგა უმალ წითელი ბარათით დასაჯა, ხოლო “სანზარმა” მას თამაში 2 სექტემბრამდე აუკრძალა.

ამრიგად, სმიტი “ქარის თასის” პირველ ოთხ შეხვედრას გამოტოვებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.120285