სიახლეები

20:44 | 03.11

0
ირაკლი ჭყონია: "ნოემბრის ტესტებს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში ვხვდებით"

რაგბის კავშირის ფიზმომზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყონია ამბობს, რომ ‘შავი ლომის’ შექმნამ მწვრთნელებს ნაკრების კანდიდატებთან ხანგრძლივად მუშაობის საშუალება მისცა, რაც გუნდის ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებაზე დადებითად აისახა.

21:16 | 13.10

0
18 წლამდელები | "ჩემპიონობის მიუხედავად, შეცდომებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ" - ზურაბ ამონაშვილი

უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი მიიჩნევს, რომ 18-წლამდელთა ნაკრებმა მუშაობა უნდა გააგრძელოს, რათა შეცდომები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

8881,8877

23:23 | 29.09

0 დიდი 10: "ჯიქს" ისევ ცოტა დააკლდა

გორის ‘ჯიქმა’ 21-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად ფარ-ხმალი არ დაყარა და ‘ბათუმს’ ბოლომდე ებრძოლა, მაგრამ გამარჯვების ლელოს გატანა ვეღარ მოახერხა და მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა.

01:10 | 29.09

0 დიდი 10 | მეხუთე ტური: "ბათუმი" - "ჯიქი"

დიდი 10-ის მეხუთე ტურის კიდევ ერთი ცენტრალური შეხვედრა ბათუმში, „რაგბი არენაზე“ გაიმართება. ‘ბათუმი’ გორის ‘ჯიქს’ დაუხვდება და ორი წლის წყენისთვის რევანშის აღებას ეცდება.

22:55 | 23.09

0 დიდი 10 | ჯიქი 14:16 ლელო-სარასენსი

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ გორში ადგილობრივ ‘ჯიქს’ დაძაბულ ბრძოლაში 16:14 აჯობა და მიმდინარე სეზონში მცირე სხვაობით მესამე თამაში მოიგო.

17:17 | 21.09

0 დიდი 10 | მეოთხე ტური: "ჯიქი" - "ლელო-სარასენსი"

დიდი 10-ის მეოთხე ტურის მეორე დღე რეგიონებში გაგრძელდება. ბათუმის შემდეგ ესტაფეტას გორი გადაიბარებს და „ჭალის სტადიონზე“ ადგილობრივი ‘ჯიქი’ ‘ლელო-სარასენსს’ დაუხვდება.

19:06 | 15.09

0 დიდი 10 | ხარები 30:6 ჯიქი

რუსთავის ‘ხარებმა’ დიდი 10-ის მესამე ტურში გორის ‘ჯიქი’ 30:6 დაამარცხა, 4 უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუსიც ჩაიწერა და მინიმუმ ხვალამდე სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

14:50 | 15.09

0 დიდი 10 | მესამე ტური: ხარები - ჯიქი

15 სექტემბრის პირველი მატჩი 15 საათზე რუსთავში დაიწყება და ქვემო ქართლელები შიდა ქართლელებს შეხვდებიან.

23:04 | 09.09

0 დიდი 10 | ჯიქი 21:6 აკადემია

გორის ‘ჯიქმა’ თბილისის ‘აკადემიას’ პირველ ტაიმში 3 ლელო გაუტანა და 21:6 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ქულის აღება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და ‘ჯიქმა’ დიდი 10-ის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ...

12
0.151344