სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
სიახლეები

22:22 | 17.02.2017 | ნანახია 2499 - ჯერ

წლის პირველი ღია ვარჯიში

დღეს ბორჯღალოსნებმა ‘შევარდენზე’ 2017 წლის პირველი ღია ვარჯიში გამართეს. გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში 19 თებერვალს, რუსთავში გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.

გახურების შემდეგ მწვრთნელებმა გუნდი ორად გაყვეს და თითქმის ერთსაათიანი, თამაშთან მაქსიმალურად მიახლოვებული ვარჯიში გახურდა, ბოლოს კი, ბიჭები რამდენიმე ნაწილად დაიყვნენ და 10-15 წუთი სხვადასხვა სარაგბო ელემენტების დახვეწაზე იმუშავეს (დერეფანი, ფეხით თამაში და ა.შ.).

შეგახსენებთ, რომ დღეს ჰეიგმა, მატჩმადე ტრადიციულად 48 საათით ადრე სამატჩო რაზმი დაასახელა

ვარჯიშის შემდეგ ბორჯღალოსნებმა გიორგი ნემსაძემ, გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და ახალგაზრდა კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

გიორგი ნემსაძე: „მეორე კვირაა კარგად ვემზადებით და გაწეული სამუშაოთი კმაყოფილები ვართ. მართალია გასულ კვირაში თამაშის ხარისხი კარგი არ იყო, მაგრამ ეს სათამაშო პირობების ბრალია. ძალიან ცუდ ამინდში და მოედანზე მოგვიწია თამაში.

“ჩვენს გუნდში ახალი მორაგბეები მრავლად არიან. მათ კომბინაციები ადვილად შეითვისეს და მათ დახვეწაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, მომავალი თამაშისთვის ყველანი მზად ვართ.

“გერმანიის ნაკრებზე მოკლედ ვიტყვი - რუმინეთის ძლევით ის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების ფავორიტად იქცა! ჩვენ მათთან თამაშისთვის ისე ვემზადებით, როგორც ვემზადებოდით და მოვემზადებოდით რუმინეთისთვის, რადგან აქამდე ჩვენი კონკურენტი სწორედ რუმინეთი იყო, ახლა მას გერმანიამ მოუგო და ამან ის თასის მოგების პრეტენდენტად აქცია.

წელს პირველ საშინაო შეხვედრას ვატარებთ და მზად ვართ გულშემატკივრებისთვის მაქსიმუმი დავდოთ.“

ბადრი ალხაზაშვილი: „ბელგიასთან მატჩის შემდეგ შედეგით კმაყოფილები დავრჩით, თუმცა სანახაობრივი მხარე არ გამოვიდა. ლამაზი თამაშის ჩვენებაში ხელი მოედანმა და ამინდმა შეგვიშალა. ჩვენი მომავალი მეტოქე გერმანიაა, რომელმაც რუმინეთი დაამარცხა და ახლა ახალგაზრდა მოთამაშეებს გვეძლევა შანსი, რომ მათთან საკუთარი შესაძლებლობები წარმოვაჩინოთ“.

მერაბ შარიქაძე: „გერმანიამ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი ყველასგან მოულოდნელად ძალიან კარგად დაიწყო. ჩვენ ეს თამაში განვიხილეთ და აღმოჩნდა, რომ იმ შემადგენლობიდან, რომელსაც ბოლოს მოვუგეთ, გუნდში მხოლოდ ექვსი მოთამაშე ყავდათ. გერმანელებს ახალი, გადახალისებული და გაძლიერებული გუნდი ყავთ. მათ დაიმატეს სამხრეთ აფრიკელები, ფრანგები და ძალიან სერიოზული დაპირისპირება გველოდება. მიუხედავად ამისა, მაქვს იმედი, რომ თამაშის ხარისხით და შედეგით მოთამაშეებიც, მწვრთნელებიც და გულშემატკივრებიც კმაყოფილი დავრჩებით.

“რაც შეეხება ჩვენს გადახალისებულ გუნდს, მიუხედავად გარემო-პირობებისა მიმაჩნია, რომ ბელგიასთან ნორმალური თამაში ვაჩვენეთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ მატჩამდე მოსამზადებლად მხოლოდ ერთი კვირა გვქონდა, ახლა მეორე კვირაა ერთად ვართ და ეს სანახაობრივი და ხარისხიანი თამაშის ჩვენებაში დაგვეხმარება.“

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:13 | 18.02.2017
krasni (587)

ბორჯღალოსნებს გაუმარჯოს.

11:37 | 18.02.2017
buratino (480)

ღმერთი თქვენსკენ, ჩვენო ლომკაცებო!

23:40 | 17.02.2017
პანტელეიმონი (1218)

გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.084014
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X