ერთა თასი

19:38 | 17.02.2017 | ნანახია 6169 - ჯერ

ვინ დაუპირისპირდება გერმანიას

მსოფლიო რაგბის წესებით, თამაშამდე ორი დღით ადრე, "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გაასაჯაროვა სამატჩო, 23-კაციანი რაზმი, რომლითაც საქართველო კვირას, 19 თებერვალს, 15 საათზე, რუსთავის სარაგბო სტადიონზე გერმანიას ერკინება.

შეჯიბრი წინა უქმეებზე დაიწყო. სტარტზე საქართველომ ბელგიას სტუმრად, ბონუსით, 31:6 მოუგო და ტურნირს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო გერმანიამ შინ, სენსაციურად, 41:38 დაამარცხა ჩვენი ძველი მეტოქე რუმინეთი.

სამი ახალბედა

ჰეიგი თებერვალში ნაკრების ბირთვს ასვენებს და ახალბედებს ცდის. ბელგიასთან ოთხმა დებიუტანტმა მიიღო პირველი, ღვინისფერი კეპი, და საქმესაც ეგეთი პირი უჩანს, რომ რუსთავში კიდევ სამი ჭაბუკის ნათლობა შედგება - ჰავბექი გელა აფრასიძე, ბურჯი ლაშა ტაბიძე და მარბიელი გიორგი მჭედლიშვილი მარქაფაში სხედან.

ბელგიის აქეთ სამი სიახლეა დამწყებ 15-ეულშიც: შეიცვალა ორივე ბურჯი - მარქაფიდან დაწინაურდნენ საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერები - თორნიკე მატარაძე და სოსო ბეკოშვილი, გუნდს კი დაგეზავს "ბაგრატის" 10 ნომერი რევაზ ჯინჭველაშვილი.

მეკო - 100 კეპი!

კაპიტანი კვლავაც მერაბ შარიქაძეა. თადარიგში ორი გამოცდილი მგეზავი - ლაშა მალაღურაძე და ლაშა ხმალაძე გვიზის, სხვამხრივ რიგით მატჩს კი ეშხს ჰმატებს ის, რომ მეასე კეპს - "ბორჯღალოსანთა" 29-წლიან ისტორიაში პირველი - მიითვლის ვეტერანი და საქართველოს საუკეთესო მექულე, 15 ნომერი მერაბ კვირიკაშვილი, რითაც მსოფლიო მასშტაბით 44-ე "ცენტურიონი" შეიქნება.

სტატისტიკა

ტესტი ჩვენი ნაკრებისთვის რიგით 197-ეა:

119 მოგება - 70 წაგება * 7 ფრე; ქულა +943, ლელო +172
რაგბი ევროპაზე 70-12*4 (ქ +1593, ლ +263)

გერმანიასთან კი 5-ჯერ გვითამაშია და ყოველთვის მოგვიგია, ჯამში 252:26 (ლ 37/3)

საქართველოს ბორჯღალოსნები

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი 2017 * II რაუნდი - გერმანია

კვი 19/02 * რუსთავი, რაგბის სტადიონი * 15.00

რაგბი ევროპა 2017 * წლევანდელი რაზმი * მონაგარი 1989-2016

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

99

14ლ 135გ 142ჯ 3ა [775 ქ] 5სბ

14

გიორგი ფრუიძე

ქუთაისის ბაგრატი [საქ დ 10]

1994

12

13

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ Iლ]

1996

2

12

მერაბ შარიქაძე^კაპ

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

48

8ლ [2 კაპ]

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

60

7ლ 2სბ

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

ქუთაისის ბაგრატი [საქ დ 10]

1995

2

:

9

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

52

2სბ

შერკინება [ფორვარდები]

1

თორნიკე მატარაძე

ლიონ [სფრ ტოპ 14]

1996

1

:

2

ბადრი ალხაზაშვილი

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1995

3

:

3

სოსო ბეკოშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1993

1

:

4

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ პრემ]

1984

66

12ლ 4სბ

5

ნოდარ ჭეიშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1990

5

:

6

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

26

5ლ სბ

7

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

34

7ლ სბ

8

ბექა გორგაძე

მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2]

1996

8

3ლ სბ

მარქაფა [თადარიგი]

23

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

74

4ლ 39გ 25ჯ 3ა [182 ქ] 2სბ

22

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

49

7ლ 4გ [43 ქ]

21

გელა აფრასიძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1998

0

:

16

გიორგი ჭყოიძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1991

1

:

17

გიორგი თეთრაშვილი

აჟენ [სფრ პრო დ2]

1993

5

:

18

ლაშა ტაბიძე

ბორდო [სფრ ტოპ 14]

1997

0

:

19

გიორგი მჭედლიშვილი

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1993

0

:

20

საბა შუბითიძე

აკადემია [საქ დ 10]

1994

7

:

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:42 | 18.02.2017
meleksa (132)

დღეს ბობოლებს პაუზა აქვთ?

23:44 | 18.02.2017
dinamo222 (692)

ბობოლები 25 ში თამაშობენ

23:47 | 18.02.2017
dinamo222 (692)

25 ში ორი თამაშია და 26 ში ინგლისთან იტალიის გაფარჩაკებას ვნახავთ კიდევ ერთხელ DDD

19:09 | 18.02.2017
mindia (74)

stripslashes((strlen('http://rugger.info/news/12282')>0?'http://rugger.info/news/12282':'http://rugger.info/news/12282')) რუსეთი აგებს თქვენ წარმოიდგინეთ

20:59 | 18.02.2017
dinamo222 (692)

ბოლო წამებზე მაინც დაუდეს ლელო და მოიგეს

17:02 | 18.02.2017
arsenal 89 (11)

ხვალ ნემცები მიწაზე დაეშვებიან.. მტავარია თავიდანვე ჩვენი სტილი მოვახვიოთ....

15:06 | 18.02.2017
krasni (587)

არაფერი საპანიკო არ ხდება. აი, ნახავთ ეს შემადგენლობა იმდენს იზამს, მარტო ამ ტურნირში კი არა, ივნისის ტესტებზედაც გამოუძახებენ. ისე მელიქიძე და გიორგაძე გერმანიასთანაც რომ ყოფილიყვნენ, კარგი იქნებოდა

11:50 | 18.02.2017
DataN24 (215)

მილტონი ხედავს ვარჯიშზე რასაც აკეთებენი ბიჭები და დარწმუნებული რომ არ იყოს ბელიის მერე კიდევ უფრო არ გადაახალისებდა შემადგენლობას

11:46 | 18.02.2017
DataN24 (215)

ძირითადი ბირთვის შესათამაშებლად აგერ ივნისის ტესტები მოდის და იქ ვავარჯიშოთ ძირითადის ხალხი, ასეთ გუნდებთან ძირითადი გუნდის ნორმალური ვარჯიში არც გამოვიდოდა იმდენად დიდია კლასშის სხვაობა ხაზის თამაში შეილება გამოცადო ისეთ გუნდთან რომელსაც ნორმალური დაცვა ყავს, ვთქვათ გერმანიასთან დავაყენეთ ძირითადის ხალხი მორკინალებს იმხელა უპირატესობა ექნებოდათ რომ სანამ ხაზზე გავიდოდა ბურთი მანამდე გვგლეჯდით ხაზს მოდი და თქვენ არ შეუტიოთო რო უთხრა მორკინალებს ეგრ არაა, ამიტომ ამ შემადგენლობით მეტად უნდა გამოვიდეს ხელით თამაში და პლიუს მეტი სიღრმე და გამოცდილება გვინდა ახალგაზრდებში, ყველა ტოპ კლასის გუნს ყავს ა ნაკრები U23 ხშირად მეორე მესამე ნაკრები და ა.შ ჩვენ არ დაგვიშვეს რომ ოფიციალურად ა ნაკრებით გვეთამაშა ამ ტურნირზე მაგრამ არაოფიციალურად მასე ვთამაშობთ და კარგიც არის, ვფიქრომ ამ შემადგენლობას ყველა თამაშის მოგება შეუძლია ამ ტურნირზე თავის რუმინეთიანა რუსეთიანა

13:44 | 18.02.2017
maxo_65 (458)

+1

01:49 | 18.02.2017
dinamo222 (692)

მეც მაგას ვიძახი ერთი წაფორთხილება და ბოლო წლებში ოფლით და სისხლით მოპოვებული რეიტინგი წყალში ჩაგვეყრება ! მერე რა რომ პირდაპირ გავედით მომავალ მსოფლიოზეე ანუ ამის გამო საერთოდ მეორე და მესამე შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ ყველა თამაში ?? მგონი აჯობებდა ძირითად გუნდს ეთამაშა და ეს თამაშები ახალი სტილის დასახვეწად გამოგვეყენებინა (სისრაფე. ხელით თამაში. უკანა ხაზის უფრო დატვირთვა)

23:59 | 17.02.2017
buratino (480)

ცოტა არ იყოს, ნამეტნავად ბევრი ექსპერიმენტია ზეგინდელი თამაშისთვის. მით უმეტეს რომ გერმანიამ მუხები წამოაქცია და თანაც მათ შემადგენლობაში ბლომად არიან სამხრეთაფრიკელი თუ ფრანგული წარმოშობის მორაგბეები. მე მგონია რომ უფრო ჯობდა, თუკი სასტარტოში ხმალაძის მაგივრად მალაღურა დადგებოდა, ხოლო რეზი მას 2-ე ტაიმშI შეცვლიდა. ან კიდევ, კაჭარავა რისთვის არის გამოძახებული თუკი არც 2-ე თამაშში არ იქნება 23 კაცში? ან ეს პირველი ხაზის სრულად დაკომპლექტება 20-21 წლის ბიჭებით რა არის? ნუთუ ჰეიგს მაინცდამაინც ის უნდა რომ რეიტინგში ჩამოვვარდეთ? იმედია, ბიჭები ჩემს შიშნარევ განწყობას კვლავაც უსაფუძვლოს გახდიან

23:47 | 17.02.2017
პანტელეიმონი (1218)

გაათმაგებული ყურადღებით უნდა ვითამაშოთ ბიჭებო, წაფორხილების უფლება არ გვაქვს.

გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

21:33 | 17.02.2017
DataN24 (215)

ასევე სიჭინავას იმედი მქონდა მაგრამ განაცხადში ვერც ამჯერად მოხვდა მაინტერესებს რამე ტრამვა აქვს თუ ობიექტურად ვერ მოხვდა განაცხადში

21:39 | 17.02.2017
DataN24 (215)

ასევე ოთიაც არ ჩანს მელიქიზე უკვე სტად ფრანსეს განაცხადშია

22:12 | 17.02.2017
lukaferrari (24)

ფეხის ტრამვა აქვსო )

21:32 | 17.02.2017
DataN24 (215)

ძალიან მაინტერესებს რეზის თამაში ახლა უნდა დაგვიმტკიცოს რომ კარგი ათიანის პერსპექტივა გვაქვს

01:51 | 18.02.2017
dinamo222 (692)

რეზის თანმაშს მეც მაგრა ველოდები U20 ზე ნამდვილი ფურორი მოახდინა სასწაულად ითამაშა !

21:31 | 17.02.2017
ogafa (407)

წარმატებები

21:22 | 17.02.2017
alfadhirhaiti (110)

უკვე ტვინს **ნა ს ამ ბალღებით და ცხვირში მუშტი არ გაუხდეს სარტყმელი... პრინციპში მაგას რა ენაღვლება, ჩვენ ვიკითხოთ.

18:29 | 20.02.2017
GiorgiG83 (525)

უკვე ტვინს **ნა ს ამ ბალღებით

ამ ბალღებს შემო#$%ვნათ ბელგია-გერმანია

21:30 | 17.02.2017
DataN24 (215)

"ბალღებმა" ამათთან თუარ მიიღეს გამოცდილება აბა ვისთან უნდა მიიღონ, კაჭარავამ რო ტრავმა მიიღო ასეთ საპასუხისმგებლო თამაშში დებიუტანტი გვყავდა გამოსაძახებელი იმდენად არ ყავდა შმცვლელი, ამტომ ახლა შესანიშნავი მომენტია რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გამოვცადოთ მნიშვნელოვანი თამაშებისთვის რომ მეტი არჩევანი გვქონდეს

01:53 | 18.02.2017
dinamo222 (692)

ბალღებმა რომ გამოცდილება უნდა მიიღონ ამაზე არავინ არ დავობს მაგრამ ასე მთელი გუნდის გაახალგაზრდავება ? ა ჯობდა შერეული შემადგენლობა და ძირითადის 6-7 კაცის დაყენება მაინც ?

0.088932