საერთაშორისო

23:07 | 6.03.2021 | ნანახია 1201 - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "თამაშის წინ, რაც დავგეგმეთ, შევასრულეთ და 5 ქულა მოვიპოვეთ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან (29:16) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ბორჯღალოსნების“ დამრიგებლის განცხადებით, გუნდმა მთავარი მიზანი შეასრულა და ბონუსქულით მოიგო.

„თამაში მოვიგეთ და რაც დავგეგმეთ, 5 ქულა, ავიღეთ. მართალია იყო ნერვიულობები პერიოდულად, მაგრამ ეს შეცდომებით იყო გამოწვეული. თამაშამდეც ვთქვი, რომ რაგბი ევროპაზე ვცდილობთ ექსპერიმენტების ჩატარებას, რაც ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ არა. თუმცა მთლიანობაში შედგა ორი ახალგაზრდა მოთამაშის დებიუტი, ბევრი ცვლილება გაკეთდა და ის დასახული მიზანი, რაც იყო - ბონუსქულით მოგება, ამას მივაღწიეთ. მატჩის დებიუტში იყო შეტევის შესაძლებლობები და არ ვზღუდავთ გუნდს თუნდაც ჩვენი 22-დან შევუტიოთ, მაგრამ თუ არ სრულდება, მაშინ მნიშვნელოვანია თამაშის გადაწყობა. მოხდა ისე, რომ დისციპლინაში თავიდანვე ემოციური შეცდომები დავუშვით, გაგვიძევეს მოთამაშე, რამაც წნეხში მოგვაქცია. აქედან გამომდინარე შევცვალეთ ტაქტიკა და უფრო სტაბილურ და ისეთ პროცესზე გადავედით, რაშიც უპირატესობა გვქონდა. თავდაჯერებულობა მოდის, როდესაც ანგარიშში წინ ხარ და გავაკეთეთ აქცენტი, რაშიდაც აშკარა უპირატესობა გვქონდა“, - თქვა მაისაშვილმა.

მატჩის შემდეგ კომენტარი „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ თამაშშიც შესაძლებელია პოზიტივის დანახვა.

„საუკეთესო თამაში არ იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვების მოპოვება შევძელით. ბევრი ახალი მოთამაშე გვყავდა, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგისკენ წავა და ამ თამაშიდანაც, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო თამაში არ იყო, რაღაც პოზიტიური ნიშნების ამოღება შეიძლება. ჯარიმებს კარში იმიტომ არ ვურტყამდით, რომ მოლში ბევრად ვჯობდით და გვინდოდა ეს გამოგვეყენებინა და პლუს ამას გვინდოდა, ცოტა დამაჯერებელი ანგარიშით მოგვეგო“, - აღნიშნა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპას პირველი ტურის შემდეგ 5 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 14 მარტს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:26 | 07.03.2021
qomagi (247)

ასეთ საზიზღარ თამაშს და გამარჯვებას არანაირი გამართლება არ აქვს და მწვრთნელი ნაირ-ნაირ მიზეზებზე არ უნდა საუბრობდეს. როცა დიდი პრეტენზიები გვაქვს 6 ერზე და მაღალი დონის გუნდებთან რეგულარულად თამაშზე, პორტუგალიის დონის გუნდებს თუნდაც 2-3 შემადგენლობით ვარჯიშ-ვარჯიშით უნდა ვამარცხებდეთ და არა ასეთი ჭინთვა-კუთვით. და მაისაშვილს კიდევ თუ ნამუსი აქვს, უნდა გადადგეს, ნაკრების მწვრთნელობას აშკარად ვერ ქაჩავს და არც ასისტენტად დავტოვებდი კიდევ ჩემი ნება რომ იყოს. ქართულ რაგბსაც დედას უტ..ნავენ ფეხბურთის მსგავსად, გულისამრევია უკვე ყველაფერი რაც რაგბის ფედერაციაში ხდება.

02:17 | 07.03.2021
გუსანი (34)

პირდაპირ გამოვთქვამ აზრს, ამ თამაშით ესპანეთს ვერ მოვუგებთ და არ მინდა ამიხდეს, გვარებს არ ჩამოვთვლი ბევრი ცდებოდა და პოზიტივს ვერ დებდა, მეტოქე რომ დაიღალა იმიტომ მოვიგეთ და მწვრთნელი კი რაღაც ილუზიებშია თავაში გადავაწყეთო კი ბატონო ასეთი მენეჯერი თუ ხარ ალეო და ხვალეო ესპანეთთან გამოჩნდება.... დააფიქსირეთ ჩემი კომენტარი.... სადღაც შესაძრომ/დასამალი არ გაუხდეთ თავი, ეს შედეგია რაც ფედერაციაში ხდება, თუმცა ქვეყანაშიც იგივე ბარდაგია, მომიტევედ ემოცია, რაგბი დიდი ხანია ერთ ადგილზეა, თუ უარესი არა.

23:18 | 06.03.2021
alfadhirhaiti (110)

ამიტო იყვნენ დამწყები რაგბისტებივით?

მატჩის შემდეგ მატჩის სრული განხილვა არის საჭირო, რო იქვე აუხსნან რაგბისტებს სად რა უნდა გააკეთონ, ასეთი არა პროფესიონალური თამაში რო აღარ იყოს საქართველოს ნაკრებისგან!

0.11729