საერთაშორისო

21:21 | 6.03.2021 | ნანახია 2220 - ჯერ

გამარჯვება პორტუგალიასთან ბონუს ქულით

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპას ახალი სეზონი წარმატებით დაიწყო. „ბორჯღალოსნები“ სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდნენ და 27:16 დაამარცხეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის გარკვეული მონაკვეთი ლუზიტანელთა უპირატესობით წარიმართა და საქართველოს ნაკრების თამაშში ბევრი ხარვეზი იყო.

48-ე წუთამდე საქართველო 6 ქულით აგებდა და ცხადია, გარანტირებული არაფერი ჰქონდა, მაგრამ მატჩის გარდამტეხ მომენტში უფრო მაღალმა სათამაშო კლასმა თავისი გაიტანა და ლევან მაისაშვილის გუნდმა გამარჯვება იზეიმა. მოდებაძემ, ბრეგვაძე, გიორგი მელიქიძემ, შალვა მამუკაშვილმა და თორნიკე ჯალაღონიამ მეტოქის ჩათვლის მოედანზე 5 ლელო დადეს და საბოლოოდ 27:16 იმარჯვა და ბონუსიც ქულაც მოიპოვა.

დღესვე რუსეთის ნაკრებმა რუმინეთი 18:13 დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველო კი ჯგუფს 5 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 14 მარტს, სტუმრად ესპანეთთან გამართავს. მოგეხსენებათ, რაგბი ევროპას მიმდინარე გათამაშება მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია და ამდენად, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს და შედეგი მთავარია.

პორტუგალია - საქართველო 16:29 (13:10)

ქულები: 3:0 პორტელა (12), 6:0 მარკესი (13), 6:5 მოდებაძე(19), 6:10 ბრეგვაძე (27), 11:10 როდრიგო (35), 13:10 მარგუეში (36), 16:10 მარგუეში (46), 16:15 მელიქიძე (48), 16:17 მათიაშვილი (49), 16:22 მამუკაშვილი (65), 16:27 ჯალაღონია (79)


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:23 | 07.03.2021
qomagi (248)

ასეთ საზიზღარ თამაშს და გამარჯვებას არანაირი გამართლება არ აქვს და მწვრთნელი ნაირ-ნაირ მიზეზებზე არ უნდა საუბრობდეს. როცა დიდი პრეტენზიები გვაქვს 6 ერზე და მაღალი დონის გუნდებთან რეგულარულად თამაშზე, პორტუგალიის დონის გუნდებს თუნდაც 2-3 შემადგენლობით ვარჯიშ-ვარჯიშით უნდა ვამარცხებდეთ და არა ასეთი ჭინთვა-კუთვით. და მაისაშვილს კიდევ თუ ნამუსი აქვს, უნდა გადადგეს, ნაკრების მწვრთნელობას აშკარად ვერ ქაჩავს და არც ასისტენტად დავტოვებდი კიდევ ჩემი ნება რომ იყოს. ქართულ რაგბსაც დედას უტ..ნავენ ფეხბურთის მსგავსად, გულისამრევია უკვე ყველაფერი რაც რაგბის ფედერაციაში ხდება.

17:29 | 07.03.2021
ოვალური კორბენი (276)

ერთი მხრივ, ამ ტურნირზე პერმანენტული გამარჯვებები იმას მაინც გვაძლევს რომ წელიწადში ერთი-ორი მაღალი დონის ტესტი გარანტირებულად გვაქვს.
მეორე მხრივ კი იმ ტესტებში ყოველთვის (გამონაკლისის გარეშე) გვახედებენ სარკეში და ძალუმად გვაგრძნობინებენ, თუ "სადა ვბანაობთ" )))
მთელი ისტორიის მანძილზე ალბათ 40-50 თამაში მაინც დაგვიგროვდა პირველი ეშელონის სარაგბო ქვეყნებთან და ყველა წაგებული გვაქვს. წამლად, ერთი გამარჯვება მაინც გვქონოდა...

11:35 | 07.03.2021
გუგა80 (177)

ეეეეხლა ესპანეთს მოვიგებთ, მეეეერე კიიიიდოოო რუსეთისგან არ დავტოვებთ ქვას ქვაზე და ეგაა, წლის გეგმაც შესრულდა, ფარა იქნება

11:34 | 07.03.2021
გუგა80 (177)

"ვაშააააა"

წინადადება შემომაქვს ამ ტურნირს დაერქვას "ორთქლის გამოშვების თასი"

მართალია საშინელი რეგრესია, ბიუჯეტის ფული კოვშებით უსარგებლოდ იჭმევა, ნორმალური გუნდები ბურთს თავზე ახევენ ამ 50 კაციან უფასო ტურისტების ჯგუფს მაგრამ სამაგიეროდ ერთა თასზე ხომ მაგრები ვართ ბოლის გამოშვებაში ...

ვაშააა ვაშაააა

22:22 | 06.03.2021
გუსანი (34)

4-5 წელია უფრო უკან მიდის ნაკრები ვიდრე წინ, არცერთ კომპონენტში სიახლე არ ჩანს, უფრო უკუსვლა- შერკინება ისეთი ვეღარ არის, ის რომ პორტუგალია დაიღალა და წინააღმდეგობა ვეღარ გაგვიწია თვითკმაყოფილების საბაბს არ იძლევა, ფეხბურთისგან გასხვავებით რაგბიში ჩვენი ბიჭები მეორე ტაიმში უფრო იხსნებიან, მართალია მეტოქის დაღლის ფონზე. ამდენი შეცდომა?! მაპატიონ ბიჭებმა და სტაფმა, მაგრამ სათამაშო აზროვნების-დისციპლინის დეფიციტზე მიუთითებს, საკლასო მეცადინეობები აკლიათ, ჯერ კლასში წესების ცოდნაში გამოცდა უნდა ჩააბაროს ნაკრების წევრმა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაუშვა მოედანზე..... ეს სხვა დისციპლინებსაც ეხება თუმცა ნაკლებად იმიტომ, რომ რაგბში ბევრი წესია...

21:32 | 06.03.2021
alfadhirhaiti (110)

საშინლად არა პროფესიონალური გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს, ისე ითამაშეს...... პორტუგალიის ადგილას მაგრად გამიკვირდებოდა, კატასტროფული თამაში იყო და უფრო კლასიანი მეტოქე ქვას ქვაზე არ დატოვებდა ამათგან, რა ჯანდაბაა ამდენი ჯარიმის გაცუდება!

27 რატო? 22 ქულა იყო და ბოლოში კიდე ააცილა ის გარდასახვა? არ გამომა****ოთ, მოკვეთეთ ნაკრებიდან, რეგრესი ღუზასავით ჩაშვებია!

0.088149