ლეგიონერები

13:55 | 11.02.2021 | ნანახია 983 - ჯერ

ოფიციალურად: "ტულონმა" გიგაშვილს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

საქართველოს ნაკრების მორაგბემ ბექა გიგაშვილმა „ტულონთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

გიგაშვილი „ტულონს“, რომელიც TOP 14-ში თამაშობს, 2019 წელს შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად მაშინვე იქცა. მანამდე ქართველი მორაგბე „შამბერიასა“ და „გრენობლში“ ირჯებოდა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 28 წლის მორაგბეს დღემდე 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091567