სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ლეგიონერები

16:41 | 14.12.2020 | ნანახია 753 - ჯერ

ლეგიონერები | ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა

გასულ კვირაში ევროპის წამყვანი სარაგბო კლუბები ევროთასების 2020/2021 წლების გათამაშებაში ჩაერთვნენ. პირველ რაუნდში ჩემპიონთა თასზე ოთხმა, ხოლო ჩელენჯ ქაფზე 7-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.

კოვიდ-პანდემიის კრიზისის ფონზე, დროებითი ცვლილებები ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის წლევანდელ გათამაშებებსაც შეეხო. ჩემპიონთა თასზე 24 კლუბი ორ 12-გუნდა ჯგუფში განაწილდნენ. ისინი ოთხ-ოთხ მატჩს გამართავენ მიმოსვლით (ორი შინ და ორი გარეთ). თითო ჯგუფიდან მეოთხედფინალში ოთხ-ოთხი მოწინავე გუნდი გადის. ჯგუფებში მეხუთე-მერვე ადგილზე გასული გუნდები ჩელენჯ ქაფზე გადაერთვებიან.

„ა“ ჯგუფის პირველ მატჩში ფრანგული ‘ბორდო’ ‘ნორთჰემპტონს’ ინგლისში ეწვია და 16:12 დაამარცხა. ჟირონდელებმა გამარჯვების ლელო 73-ე წუთზე გაიტანეს. მათ რიგებში შეცვლაზე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა, რომელმაც 6 შეტევით ბურთი ჯამში 15 მეტრით წინ წაწია.

მიმდინარე სეზონში ‘ტულონის’ რიგებში პირველი თამაში ჩაატარა ახალგაზრდა ბურჯმა ლუკა ჭელიძემ. ფრანგებმა ინგლისის ‘სეილ შარქსი’ მიიღეს და 26:14 დაამარცხეს, ჭელიძე კი შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთით შევიდა და სამი ბოჭვის შესრულება მოასწრო.

უელსში ადგილობრივ ‘ნიუპორტ დრაგონსს’ 24:8 სძლია ‘უოსპსმა’ და ოთხი ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო. „ბზიკების“ შემადგენლობაში ერთწლიანი შესვენების შემდეგ ითამაშა ზურაბ ჟვანიამ. ის შეცვლაზე 70-ე წუთზე შევიდა, ერთხელ თერნოვერი გაახერხა, ბურთი ერთხელ წაიღო და 10 მეტრი მოიგო.

„ბ“ ჯგუფში ბონუს ქულით, 26:22 დაამარცხა ირლანდიური ‘კონახტი’ პარიზულმა ‘რასინგ 92’-მა. გურამ გოგიჩაშვილი შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა და დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა, ბურთით ხელში კი ორჯერ შეუტია.

ჩელენჯ ქაფზე 14 გუნდი ერთ ჯგუფშია გაერთიანებული და ისინიც პირველ ოთხ ეტაპზე ოთხ-ოთხ მატჩს გამართავენ სხვადასხვა გუნდებთან – ორს შინ და ორს გარეთ. მერვედფინალში რვა მოწინავე გადის და მათ რვა გუნდი ჩემპიონთა თასიდან დაემატება.

პირველ ტურში ‘სტად ფრანსემ’ იტალიურ ‘ბენეტონს’ უმასპინძლა და 20:44 დამარცხდა. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ვასილ კაკოვინი, რომელმაც 7 ბოჭვა შეასრულა და ბურთით 4-ჯერ მიეძალა. 54-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე გიორგი მელიქიძე და 4 ბოჭვასთან ერთად, ბურთით სამჯერ შეუტია.

‘ლესთერ თაიგერსისა’ და ‘ბრივის’ მატჩში მოედანზე ოთხი ქართველი გავიდა – რეფერი ნიკა ამაშუკელი იყო, სამმა მორაგბემ კი სტუმართა შორის ითამაშა. ბადრი ალხაზაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, თუმცა 66-ე წუთზე მოედანზე დაბრუნდა. მან ოთხი შეტევით 18 მეტრი მოიგო და 6 ბოჭვა შეასრულა. შესვენებისას შევიდა შეცვლაზე ლუკა ჯაფარიძე (5 ბოჭვა, ბურთით 3-ჯერ შეუტია), ხოლო 56-ე წუთიდან ითამაშა ირაკლი ცხადაძემ და 5 ბოჭვის გაკეთება მოასწრო. ‘ლესთერმა’ ბონუსით, 39:17 მოიგო.

‘ძებრეს’ იტალიაში ეწვია და ფრედ 25:25 ეთამაშა ‘ბეიონი’, რომლის შემადგენლობაში სრულად ითამაშა კოტე მიქაუტაძემ. მან ხუთი შეტევით 5 მეტრით წინ წაიწია და სამი ბოჭვა გააკეთა.

‘პომ’ ინგლისურ ‘ვუსთერს’ დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 24:20 მოუგო. მასპინძელთა შორის 61-ე წუთიდან ითამაშა ომარ ოდიშვილმა.

ევროთასების მეორე რაუნდის შეხვედრები 18-20 დეკემბერს გაიმართება.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.751312
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X