სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
7-კაცა

19:23 | 17.07.2020 | ნანახია 288 - ჯერ

ლევან ობოლაძე: „7-კაცას განვითარებისთვის მეტი ტურნირებია საჭირო“

საქართველოს 18-წლამდე 7-კაცას მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე ამბობს, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა, თუმცა უკეთესი შედეგისთვის, ჭაბუკებს მეტი ტურნირები და საერთაშორისო გამოცდილება, ხოლო მწვრთნელებს სპეციფიურად 7-კაცასთვის კვალიფიკაციის ამაღლება ჭირდებათ.

გრანდებთან ერთად

ჭაბუკთა 7-კაცას ევროპის ჩემპიონატი დაახლოებით 10 წელია ტარდება, თუმცა თავდაპირველად მასში ევროპული გრანდებიდან მხოლოდ საფრანგეთი მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც 7-კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა, ექვსი ერის ქვეყნებიც ჩაერთვნენ გათამაშებაში, რადგან ის არის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპი.

სწორედ მაშინ, 2017 წელს, საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცას ნაკრები შეიქმნა, რომლის მთავარ მწვრთნელად ლევან ობოლაძე დაინიშნა:

„სამი წლის წინ გუნდი ჩამოყალიბდა და რეიტინგიდან გამომდინარე, პირდაპირ 16-გუნდა ელიტარულ დივიზიონში მოვხვდით. ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოგვიყო გრანტი, რისი მეშვეობითაც სამხრეთ აფრიკაში ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და მაღალი დონის ადგილობრივ ტურნირშიც ვითამაშეთ“.

„რადგან მანამდე ჭაბუკთა ლიგებში 7-კაცას ჩემპიონატები არ ტარდებოდა, სელექცია 18-წლამდელთა 15-კაცა ნაკრებიდან, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ აკადემიებიდან მოხდა. გვქონდა შეკრება ასპინძაში და მცირე ტურნირი, სადაც ბიჭების უმრავლესობამ პირველად ითამაშა 7-კაცა რაგბი. ამას მოყვა შეკრება სამხრეთ აფრიკაში, რომელიც, როგორც მოთამაშეების, ასევე მწვრთნელების განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესი იყო. მასპინძლებმა მოგვაწოდეს უამრავი ინფორმაცია კონკრეტულად 7-კაცა რაგბზე, გვქონდა შეხვედრა სამხრეთ აფრიკის 7-კაცა ნაკრების მწვრთნელთან და გაგვიზიარა საკუთარი ხედვები“.

18-წლამდელთა 7-კაცას ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი 2017 წელს, გერმანიაში შედგა. ჭაბუკები თასის მეოთხედფინალში ინგლისთან დამატებით დროში დამარცხდნენ და საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავეს. იმ გუნდიდან რამდენიმე მორაგბე დღეს უკვე ეროვნული ნაკრების წევრია.

2018 წელი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესარჩევი წელი იყო. ამჯერად ჩვენს გუნდს მეოთხედფინალში გზა საფრანგეთმა გადაუღობა:

„ტურნირი მაისში ჩატარდა და ამან გარკვეულწილად ხელი შეგვიშალა. ჩვენი კანდიდატების ნაწილი 20-წლამდელთა ნაკრებში მოხვდა, ნაწილს მისაღბი გამოცდების წინა პერიოდი ჰქონდა და ვარჯიშები სრულყოფილად ვერ ტარდებოდა. ჯამში 8 ბიჭი დაგვაკლდა. მათგან რამდენიმეს უკვე ნათამაშები ჰქონდა წინა წლის 7-კაცა ჩემპიონატი და გამოცდილება ჰქონდათ. ჯამში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ გვაჯობა საფრანგეთმა, რომელსაც ძალიან კარგი გუნდი ყავდა. მის შემადგენლობაში არაერთი მომავალი ვარსკვლავი თამაშობდა, რომლებმაც შემდგომში ორჯერ მოიგეს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი“.

მომრავლებული ტურნირებით საუკეთესო შედეგისკენ

რადგან 7-კაცა 15-კაცასგან განსხვავებული, სპეციფიური სპორტია, 7-კაცას ტურნირები დაიგეგმა და მორაგბეების სელექციაც უშუალოდ 7-კაცას მიხედვით მოხდა:

„აუცილებელი იყო, რომ მოთამაშეებს უშუალოდ 7-კაცას პრაქტიკა ჰქონოდათ და დავიწყეთ ტურნირების ორგანიზება. მოწესრიგდა ჭაბუკთა ჩემპიონატები, ასევე კაცთა საქართველოს 7-კაცა ჩემპიონატი, რომელიც შარშან სამ ეტაპად გაიმართა და ყველა მათგანში მონაწილეობდა 18-წლამდე 7-კაცა ნაკრები. მანამდე, შემოდგომაზე, თბილისის მერიის დახმარებით დავიწყეთ თბილისის ღია პირველობის ჩატარება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის სისტემით ტარდებოდა და ის იყო სასელექციო ტურნირი. გვეწვია სამხრეთ აფრიკის სამი გუნდი და მოვაწყეთ ორდღიანი საერთაშორისო ტურნირი მარტყოფში. ასევე გავემგზავრეთ პეტერბურგში, 7-კაცას კაცთა საკლუბო ჩემპიონატში, სადაც უძლიერესი გუნდები თამაშობდნენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჯამში საქართველოში 7-კაცას 14 ტურნირი ჩატარდა, ბიჭებს დიდი გამოცდილება დაუგროვდათ და შარშან საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ – მე-4 ადგილი დავიკავეთ. რაც მთავარია, თანაბარ დონეზე ვეთამაშეთ ისეთ გუნდებს, როგორებიც ირლანდია და საფრანგეთი არიან“.

გაუქმებული ტურნირები

COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის გამო, წელს 18-წლამდელთა 7-კაცას ევროპის ჩემპიონატი აღარ ჩატარდება. გაუქმდა საქართველოს ჩემპიონატები და საერთაშორისო ტურნირები.

„ძალიან კარგი თაობა გვყავდა. შარშანდელი გუნდიდან წელს ბევრს უწევდა თამაში, მაგრამ პანდემიის გამო მათ საერთაშორისო გამოცდილება დააკლდებათ. დაგეგმილი გვქონდა მონაწილეობა პეტერბურგის საკლუბო ტურნირზე, ასევე დუბაის საერთაშორისო ტურნირზე. ვიმედოვნებთ, რომ დეკემბრამდე სიტუაცია გამოსწორდება და დუბაიში მაინც შევძლებთ გამგზავრებას“ – ამბობს ობოლაძე და განაგრძობს:

„მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 7-კაცა ტურნირები მრავლად იმართება და კარგი იქნება თუ წლის განმავლობაში ოთხ მათგანს მაინც ვითამაშებთ, რადგან საერთაშორისო თამაშების დეფიციტი გვაქვს. ეს უფრო სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს. ასევე შესაძლებელია, რომ საქართველოს რომელიმე რეგიონში 18-წლამდელთა 7-კაცას ევროპის ჩემპიონატი ჩატარდეს, რაც ამ მიმდინარეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“.

მისი აზრით, 7-კაცას განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მწვრთნელთა გადამზადება უშუალოდ 7-კაცას მიმართულებით და მაქსიმალურად ბევრ ტურნირში მონაწილეობა:

„ჩვენ გვყავს 7-კაცა რაგბში „მსოფლიო რაგბის“ ედუკატორი პალიკო ჯიმშელაძე, რომელიც ახდენს მწვრთნელების გადამზადებას. თუ გვსურს, რომ 7-კაცა განვითარდეს, აუცილებელია მრავლად ჩავატაროთ შიდა ტურნირები და გუნდებს ყავდეთ 7-კაცას სპეციფიკის მცოდნე მწვრთნელები. სწორედ მწვრთნელების გადამზადებასა და შიდა ჩემპიონატების მოწესრიგებაში ვხედავ მეტი განვითარების პერსპექტივას, რა თქმა უნდა საერთაშორისო ტურნირებთან ერთად“.

„ტურნირების ორგანიზებისა დიდ ყურადღება უნდა დაეთმოს ლოჯისტიკას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტურნირები არ დაემთხვეს 15-კაცას თამაშებს. როგორც კი შიდა ტურნირების ორგანიზება დავიწყეთ, სულ სხვა სურათი მივიღეთ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელიც ვერ ხვდებოდა 15-კაცა ნაკრებში, თუმცა წარმატებით ართმევდა თავს 7-კაცას და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. 15-კაცასგან განსხვავებით, 7-კაცა დემოკრატიული სპორტის სახეობაა. აქ არაა ჩაკეტილი ტურნირები, ნებისმიერ გუნდს შეუძლია მივიდეს უმაღლესი დონის ტურნირებამდე და ეს აუცილებლად გამოსაყენებელია“.

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:43 | 04.08.2020
()

[url=http://www.replicaomega.cn/it/]1000 orolog1000 orologi omega
omega 2013

14:36 | 04.08.2020
()

[url=http://www.rolexwatchesforsale.top/es/]relojesrelojes Rolex damas
Los relojes Rolex baratos

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112252
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X