ამბები

23:05 | 13.05.2020 | ნანახია 2603 - ჯერ

ოფიციალურად: ლელოს დადების წესში ცვლილება შეიტანეს

მსოფლიო რაგბიმ ლელოს დადების წესში ცვლილება შეიტანა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ამიერიდან ლელო არ დაფიქსირდება თუ დადების მომენტში ბურთი კარის ძელს შეეხება.

აღნიშნულ განცხადებას მსოფლიო რაგბის ვებგვერდზე 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგასთან მამუკა გორგოძის დადებული ლელოს ფოტო ახლავს, როდესაც „გორგოძილამ“ ბურთი სწორედ ძელთან შეხებით დაამიწა.

„ჩვენი მიზანია, რომ თამაში გახდეს რაც შეიძლება მარტივი, უსაფრთხო და სასიამოვნო. დებულების ცვლილებაც სწორედ ამას ემსახურება“, - თქვა მსოფლიო რაგბის თავმჯდომარემ ბილ ბომონტმა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:19 | 16.07.2020
krasni (587)

აღნიშნულ შემთხვევაში ბურთი საერთოდ არ შეხებია ძელს.

0.076881