ლეგიონერები

0:22 | 27.04.2020 | ნანახია 1049 - ჯერ

ორი ქართველი მორაგბე "მონპელიეს" ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში

ფრანგული „მონპელიეს“ გულშემატკივრებმა ქართველი მორაგბეები, მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი დააფასეს.

კლუბის ვებგვერდზე ორი კვირის განმავლობაში გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომლის შედეგადაც ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. საუკეთესო XV მორაგბეში ორი ჩვენებური მოხვდა.

შეგახსენებთ, მამუკა გორგოძე „მონპელიეში“ 2005-2014 წლებში ირჯებოდა და 168 მატჩში 135 ქულა მიითვალა, ხოლო მიხეილ ნარიაშვილი ფრანგულ გუნდში 2010 წლიდან დღემდე თამაშობს და 135 შეხვედრაში 15 ქულა შესძინა საკუთარ კლუბს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:19 | 27.04.2020
qomagi (195)

ორი ქართველი ყველა დროის სიმბოლურში ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა და ძალიან დიდი დაფასება! დიდი მადლობა მამუკას იმ სიხარულისთვის, რაც მან ქართველ გულშემატკივარს მოგვანიჭა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე და მეგავარსკვლავია. წარმატებები მიშას, იმედია კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს წარმატებული თამაშით!!! მადლობა ლომებო!!!

0.105378