საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 18 ივლისს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ეწვევა და ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ „ბოკეს“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკაში ისტორიაში პირველად ითამაშებენ. გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ივლისში სამ სპარინგს გამართავენ, საქართველომდე ორი ტესტმატჩი შოტლანდიასთან 4 და 11 ივლისს ექნებათ.
საქართველოს ნაკრებს სამხრეთ აფრიკასთან აქამდე ერთხელ უთამაშია. 2003 წლის მსოფლიო თასზე, სიდნეიში „ბორჯღალოსნების“ 19:46 დამარცხდნენ. 18 ივლისს ჩანიშნული მატჩის დაწყების ზუსტი დრო კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზუსტადაც დიაგნოზია!!!
და ვატყობ ის ტოტალური ნიჰილიზმი რასაც ქართულ რაგბის მიმართ განვიცდი განსაკუთრებით ბოლო მსოფლიო თასის შემდეგ, მხოლოდ მე არ მტანჯავს.
ამ ინფოს რაც შეეხება. კაი წავედით დაგვახიეს ბურთი თავზე, "ვიამაყეთ" "ღირსეული" წაგებით, მოგყევით ზღაპრები როგორ გამოვცადეთ ახალგაზრდები და დავამუშავეთ კომბინაციები დააა... "დალშე"?
ეს ყველაფერი ხოლმე უკვე ხომ ნანახი გვაქვს?
ხომ ვხედავთ რომ არანაირი სარგებელი და შინაარსი ამას აღარ მოაქვს?
დავიღალეთ უკვე ამ იდიოტობით!
ეჰ...
მესამე დღეა ეს ინფორმაცია დევს აქ და კომენტარის ნასახიც არაა...
ესეც ერთგვარი "ეგზიტპოლია", თუ რამდენად აგვიცრუვდა გული რაგბიზე.
100%!!!