ბორჯღალოსნები

11:52 | 21.09.2019 | ნანახია 1270 - ჯერ

ავსტრალიამ ფიჯი მეორე ტაიმში გატეხა (+VIDEO)

იაპონიაში გუშინ დაწყებულ მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა D ჯგუფში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს. თუმცა, ჯგუფი საპოროში, ავსტრალიისა და ფიჯის ნაკრებთა შეხვედრით გაიხსნა, რომელიც ძალზე საინტერესოდ წარიმართა.

ფიჯელებმა შესანიშნავად დაიწყებს და მძლავრ მეტოქეს დიდი ხანი ამარცხებდნენ კიდეც. ტაიმი ფიჯის ნაკრებმა 14:12 მოიგო, რასაც მეორე ტაიმის სტარტზევე გარდასახული ელოც დაემატა და ანგარიშის 21:12 გახდა 45-ე წუთისთვის.

თუმცა, აქედან მოყოლებული ავსტრალიამ ხელთ იგდო თამაშის სადავეები და მეტოქისთვის შანსი აღარ მიუცია. კლასის ხარჯზე საბოლოოდ, „ვოლაბიმ“ ფიჯის ნაკრები გატეხა, 6 ლელოც გაუტანა, რისთვისაც პრემიალური ქულა მიიღო და საბოლოოდ, 39:21 იმარჯვა.

ავსტრალია - ფიჯი 39:21 (12:14)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.103226