ბორჯღალოსნები

22:09 | 11.09.2019 | ნანახია 440 - ჯერ

ბორჯღალოსნები ტოკუშიმას ექვს სკოლაში

იაპონიაში მყოფი ბორჯღალოსნები, მსოფლიო თასისთვის მზადების პარალელურად სოციალურ აქტივობებში ჩაერთვნენ.

გუნდი 6 ჯგუფად გაიყო და ტოკუშიმას პრეფექტურის ექვს სხვადასხვა სკოლას ეწვია, რომელთაგან ერთი სპეციალიზირებული იყო.

ქართველ მორაგბეებს იაპონელი ბავშვები საქართველოს სახელმწიფო და ბორჯღალის გამოსახულებიანი დროშებით, ასევე ქართული ბანერებით დახვდნენ.

სკოლების პედაგოგებსა და აღსაზრდელებს სხვადასხვა სახის გასართობი, კულტურული და სპორტული აქტივობები ჰქონდათ დაგეგმილი. ბორჯღალოსნებმა მათ რაგბის მასტერკლასი ჩაუტარეს, საპასუხოდ კი ეზიარნენ იაპონურ კულტურას.

RUGBY.GE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088495