სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
საერთაშორისო

0:28 | 7.09.2019 | ნანახია 4119 - ჯერ

საქართველო შოტლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ტესტ-მატჩი ჩაატარა შოტლანდიასთან და 9:36 დამარცხდა. ედინბურგში "მარიფილდზე" გამართულ მატჩში მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი ლელო დადეს და გარდასახვა ვერ გამოიყენეს, ხოლო "ბორჯღალოსნების" მხრიდან სამი ჯარიმა თედო აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა - 9:10.

მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ და სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. 49-ე წუთზე შოტლანდიამ ლელო დადო და რვა ქულით დაწინაურდა. 68-ე წუთიდან 77-ე წუთამდე კი სქოთებმა სამი ლელო დადეს და საბოლოოდ შოტლანდიამ 27-ქულიანი უპირატესობით მოიგო შეხვედრა.

საბოლოოდ, მოსამზადებელი ეტაპი ქართველებმა ერთი მოგებით და ორი მარცხით დაასრულეს. "ბოჯღალოსნები" შოტლანდიიდან იაპონიაში გაემგზავრებიან, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას უელსის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:43 | 09.09.2019
miriani (151)

ესეც ასეეე გამოჟონააააstripslashes((strlen('https://popsport.com/article/15425-kartuli-ragbi-amas-veghar-gaudzlebs-dapirispireba-ragbis-kavshirshi?fbclid=IwAR3sHp2jClgMJNcis-ttXWTUMPwc61tAntWdi4BgNXsbtFKWuU2MlNTOk1c')>0?' https://popsport.com/article/15425-kartuli-ragbi-amas-veghar-gaudzlebs-dapirispireba-ragbis-kavshirshi?fbclid=IwAR3sHp2jClgMJNcis-ttXWTUMPwc61tAntWdi4BgNXsbtFKWuU2MlNTOk1c':' https://popsport.com/article/15425-kartuli-ragbi-amas-veghar-gaudzlebs-dapirispireba-ragbis-kavshirshi?fbclid=IwAR3sHp2jClgMJNcis-ttXWTUMPwc61tAntWdi4BgNXsbtFKWuU2MlNTOk1c'))

14:26 | 09.09.2019
გორდა (250)

რაც არის ეს არის, მაგრამ შოტლანდიასთან, რომ არ ყოფილიყო ეს თამაშები ისე ვერაფერს ვერ დავინახავდით ვერც ჩვენ და ვერც სამწვრთნელო გუნდი.
ცნობილია, რომ რაც უფრო ძლიერ მეტოქეს შეეჭიდები მეტად გაიზდრებიდა განვითარდები, ასე, რომ ეს ტესტები შოტლანდიასთან მხოლოდ და მხოლოდ დადებითად უნდა შევაფასოთ.
ჩემი მოკრძალებული მოსაზრებაა, რომ მსოფლიოს შემდეგი 4 წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ფრანჩიზის გაკეთება პრო 14-ში ან ქერკაპზე მაინც.
წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ უნდა ვეთამაშოთ ტიერი 1 ნაკრებს (1 საქართვლეოში და 1 გასვლაზე) და ზაფხულში, ან შემოდგომაზე მაინც სტაბილური ტურნირი ჩამოვაყალიბოთ: ჩვენი ნაკრების, ფიჯის, ტონგას, სამოას, იაპონიის და აშშ-ს მონაწილეობით.
რაც შეეხება მცირე 6 ერს, იქ ცალსახად ახალგაზრდული ნაკრებით უნდა ვითამაშოთ + 1-2 გამოცდილი ვისაც იმ დროს ფორმაში შესვლა სჭირდება.
აუცილებელია შიდა ჩემპიონატის განვითარება და რაიმე ახლის მოფიქრება. იქნებ ღირდეს და ვთქვათ რუმინეთთან საერთო ჩემპიონატი შევქმნათ იქიდან 6 გუნდი და აქედან 6 გუნდი, წესით ორივე მხარეს უნდა აწყობდეს.
---
ჰეიგს და მის გუნდს რაც შეეხება, პირადად მე დადებითად ვაფასებ მათ მუშაობას, ისევ და ისევ შედეგებიდან გამომდინარე. იმედი მაქვს წელსაც მსოფლიოზე შეძლებენ და მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო ემოციებით დამუხტულებს დაგვემშვიდობებიან.
---
წარმატებები ქართულ რაგბს!!!

19:05 | 07.09.2019
ოვალური კორბენი (276)

ჯერ ძველი ჰიმნი დაგვიკრეს და მერე ძველი ნაბადივით გაგვთელეს
თვალმოუშორებლად ვუცქირე ორივე თამაშს და რამდენჯერაც გავიფიქრე სალელოე საშიშროება იქმნება მეთქი, თითქმის ყველა დაგვიდეს.
თან სამხედრო ნაწილში გაიარეს მზადების ერთი მონაკვეთი არა, რთველში ჯობდა...

10:33 | 07.09.2019
krasni (587)

პირველ ტაიმს კიდევ არა უშავდა, მეორეში მაგარი აჭრილები ვიყავით. გუშინ არ იყო ხმალაძე, გიორგაძე, შარიქაძე, დაგვემატება მამუკა და მეტი ძლიერი იქნება ნაკრები. მაგრად დაგვაკლდება კოლელიშვილის და ცუცქირიძის ბოჭვები. მარტო ისღა დაგვრჩა სანუგეშოდ, რომ წინა მსოფლიოს მოსამზადებელზე ყველა შეხვედრა წავაგეთ. წარმატებები ვუსურვოთ ბიჭებს. პ.ს. ისე ეს შოტლანდია, დაიმახსოვრეთ და კარგად გაიქაჩება მსოფლიოზე.

10:31 | 07.09.2019
გუგა80 (177)

აისმენ, გმადლობ გამოხმაურებისათვის!
ქართული ფრანშიზის დამატება რომელიმე ზლიერ ჩემპიონატში ძალიან კარგი იდეაა და განვითარების შანსი.
თუმცა აზრზე არ ვარ ეს საიდან მოდის? ვისი იდეაა? რამდენად რეალურია? რა ვადებში? რა გაკეთდა აქამდე ამისთვის? კიდევ რა ნაბიჯებია? რა ბიუჯეტია? საიდან მოგვაქვს ეს ბიუჯეტი და აშ.
და ამ კითხვებზე აქ კი არ უნდა ვმარჩიელობდეთ, არამედ რაგბის კავშირი უნდა გვამყოფებდეს საქმის კურსში და ანგარიშს გვაბარებდეს გულშემატკივარს,
ყოველთვიურად თუ არა კვარტალურად მაინც!!!
და რამე ახალი კი არ არის, არამედ წინა ხელმძღვანელობის მიერ დანერგილი პრაქტიკაა! როცა მუდმივად იყო კომუნიკაცია, პირდაპირი და გახსნილი! და
რაც ყველაზე მთავარია შედეგები იყო!!!
ეხლა შედეგების გაუარესებასთან ერთად მხოლოდ "მხრების აჩეჩვას" ვხედავთ და რაღაც გაურკვევლობის მოლოდინში ვართ პათოლოგიურად.

14:10 | 07.09.2019
ICEMAN (162)

კი მეც მრჩება შთაბეჭდილება რომ რაგბის ფედერაცია ინერციით მიდის და სვანაძე ძალიან სუსტი მმართველია, თუმცა მთლიანად რაგბის ფედერაცია ადრეც და ახლაც ხალხთან კომუნიკაციაში ნამდვილად იყო და ერთადერთი სპორტია რაგბი სადაც ხალხი და რაგბის ოჯახი ერთიანია. კი არის რაღაცეები სადაც ხალხი არ ეთანხმება მაგალითად მე არ მესმის ჟვანია როგორ უნდა დატოვო ჩემპიონატს მიღმა თუმცა სხვა სპორტთან შედარებით ამ საკითხშიც უკეთესობაა რადგან იგივე კალათბურთში გვახსოვს ბოისები ლონდარიძეები და ისეთი ხალხი ვინც ნაკრების დონე ნამდვილად არ იყო, ფეხბურთში ბაჩანა ცხადაძეები დვალიშვილები და ა.შ ძიუდოში და ჭიდაობაში რა სკანდალებიცაა კი მოგეხსენება, ხოდა ამის ფონზე რაგბი კიდევ კარგადაა რომ ინარჩუნებს ხალხთან ერთობლიობას, რაც შეეხება კლუბის დამატებას სხვა ჩემპიონატში ვერ გვეტყვიან იმიტომ რომ ჯერ თვითონაც არ იციან რა იქნება დღეს ფული წყვეტს ყველაფერს და სამწუხაროდ ძნელია უფულო ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს

14:14 | 07.09.2019
ICEMAN (162)

სვანაძეს მე პირადად არ ვიცნობ მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ კარგი ქართველი მოქეიფე კაცია, მაგრამ სუსტი მმართველია, ცდილობს დიპლომატიური იყოს მაგრამ სწორად გათვლასაც ვერ ახერხებს აგერ ბახტაძეს ასხავდა დითირამბებს მაგრამ არაა მისი პადხალიმობა და როცა ცდილობს ცუდად გამოსდის ბახტაძე და მეორე დღეს მოხსნეს ტიპი

09:57 | 07.09.2019
ICEMAN (162)

მოკლედ წინა მსოფლიოს რომ შევადაროთ მაშინ დაახლოებით 7-8 პოზიციაზე გვიჭირდა ახლა მხოლოდ 3-4 პოზიციაა ისეთი სადაც არ გვყავს იგროკები, პლუს მაშინდელთად შედარებით მარქაფა გაცილებით ძლიერია. კვლავ პრობლემად რჩება დაკიდებულ ბურთებზე ბრძოლა და ძალიან ნელები ვართ ბურთის ჩათამაშებისას ხოლო მეტოქე ფლანგზე ადვილად ქმნის მეტობას ზოგადად ფლანგებზე მაგრად გვიჭირს, წინა თამაშებში ასევე ხშირი იყო ბურთის წინ გადავარდნა რაც შოტლანდიასთან გამოსწორდა. ასევე გამოსწორდა დერეფანი, შერკინება ისევ კარგია თუმცა არა ისეთი დომინანტური როგორსაც ველით.
იტოგში მთლიანობაში მამუკაც რომ დაგვემატება შემადგენლობა უკეთესია წინა მსოფლიოსთან შედარებით მაგრამ მთავარი შემადგენლობა კი არა გამართული თამაშის პოვნაა, ასევე გასათვალისწინებელია რომ ფიჯი ტონგაზე ძლიერია და წელს ფიჯი დამაცხება უფრო გაჭირდება ვიდრე მაშინ ტონგას დამარცხება იყო. ცნოლილია რომ ფიჯიმ თავის თამაში თუ ითამაშა შეუჩერებელია მაგრამ თუ აიჭრა მოვუგებთ ამიტომ ვინც თავის თამაშს მოახვევს თავს ის მოიგებს ამ თამაშს

09:06 | 07.09.2019
გუგა80 (177)

როგორც რამდენიმე წლის წინ კალათბურთის დასამარება განვიცადე და მეტკინა საქართველოში, ასევე მტკივა ახლა, როცა ქართული რაგბის პანაშვიდს ვუყურებ.
ასეთი გაცოფებული როგორც გუშინდელი თამაშის შემდეგ დიდი ხანია არ ვფოყილვარ.
ის რომ უკან წავედით ბოლო მსოფლიოს ციკლში, ეს უკვე მოსაზრება აღარ არის არამედ ფაქტია, შედეგებიდან და როგორც სვანიძეს უყვარს თქმა "ბუღალტერიიდან" გამომდინარე.
იაპონიაში 1 თამაშს მოვიგებთ თუ 0-ს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც "ბუღალტერიას" მანდაც გავიუარესებთ. ფიჯისთან წაგებისგან კი მხოლოდ სასწაული თუ გვიხსნის.
ძალიან მტკივა, მით უფრო ის რომ განვითარების არანაირი რესურსი, არც სუბიექტური და არც ობიექტური არ ჩანს.

09:42 | 07.09.2019
ICEMAN (162)

ვერ დაგეთანხმები ჯერ იმაში რომ კალათბურთი დასამარდა ნეტა ყველა სპორტში მასეთი მაგარი ნაკრები გვყავდეს როგორიც კალათბურთში, რაგბის რაც შეეხება წინა მსოფლიოსთან შედარებით ნაკრები გაზრდილია ფაქტია რომ რამდენიმე პოზიციაზე ძალიან გვიჭირს მაგრამ ადრე რამდენიმე კი არა ნახევარზე მეტ პოზიციებზე გვიჭირდა. ამ გუნდს რომ მამუკა და კოლელიშვილი დაუმატო ორჯერ ძლიერი გახდება. უბრალოდ პრობლემა ისაა რომ ფიჯი ტონგაზე ბევრად ძლიერია და თუ მოგვიგო იმას არ ნიშნავს რომ არ მოგვიმატებია.

10:08 | 07.09.2019
ICEMAN (162)

თუმცა იმაში დაგეთანხმები რომ განვიტარების რესურსი არ ჩანს თუ 6 ერში არ მიგვიღეს, ამიტომ აუცილებელია მინმუმ 1 ჩვენი კლუბი დავამატოთ რომელიმე ძლიერ ჩემპიონატში, ასევე ჩვენ სადაც ყოველთვის გვიჭირს იქ ფიჯელები დაფრინავენ ამიტომ მე ვემხრობი იგივე შორლანდიელებს ბევრი ნატურალიზებული ყავთ

08:19 | 07.09.2019
გუსანი (34)

კატასტროფა წაგება არ არის, თამაშის ხარისხია, ჰეიგი მაამებელი აფერისტობას ხომ არ იჩენს წასვლის წინ? 2 წელია ნაკრებს მომატებას ვერაფერს ვატკობ, იქნებ ვცდები ნეტამც

06:17 | 07.09.2019
valeri8848 (31)

ამათ ათი მამუკაც ვერ უშველით

04:40 | 07.09.2019
dinamo222 (692)

არ ვიცი ასეთი თამაშით რას ვიზავთ მსოფლიოზე @ იქნება გორგოძის დამატებამ ცოტა თავდაჯერება შემატოს გუნდს ადრე კოლელიშვილს ვაკრიტიკებდით იმის გამო რომ მეტისმეტად აგრესიული იყო და ეხლა ჩანს რამხელა ძალა იყო დაცვაში ! უმაგისოდ დაცვაში ძალიან სუსტები ვართ

02:47 | 07.09.2019
NIKA..01 (335)

ბოლო ლელო საერთოდ სახელმძღვანელოში შესატანია სათაურით:როგორ არ უნდა ითამაშო დაცვიდან ბურთის ამოტანისას!!!აბჟანდაძემ საოცრება მოიფიქრა....

02:46 | 07.09.2019
NIKA..01 (335)

შიშნარევი მოლოდინი მსოფლიო თასის )) დაცვაში ძალიან მოკლებული გვაქვს წინა მსოფლიოზე ნაჩვენებ თამაშებს თუ შევადარებთ.საპირისპიროდ ხელით თამაშში მიზერულზე მიზერული წინსვლაა,თუ ამას წინსვლა შეიძლება ეწოდოს,რადგან საბოლოო ჯამში მაინც არასაკმარისად კარგად ვთამაშობთ ხელით საიმისოდ,რომ საშუალოზე მაღალი კლასის მეტოქის დაცვის გარღვევა შევძლოთ.იმედია მსოფლიოზე ისე ითამაშებენ,რომ ჩემი ამჟამინდელი "შიშების" უსაფუძვლობაში დავრწმუნდები....

01:21 | 07.09.2019
alfadhirhaiti (110)

მწვრთნელი არ გვყავს.. დისციპლინა ისევ აქილევსის ქუსლია.. ვინმე მაღალი დონის ახალგაზრდა სპეციალისტი დანიშნონ.

00:46 | 07.09.2019
არჩილ სოხუმელი (484)

უელსთან და ავსტრალიასთან უშანსოდ ვართ, სვანიძე კი ამბობდა შარშანდელზე უკეთესად გამოვალთო, შეიძლება ავსტრალიაზე ან უელსზეც გავიწიოთო. მეშინია ფიჯისთანაც ვერაფერს გავხდებით. ნეტა ურუგვაის მაინც მოვუგოთ. რაც მადარდებს ისაა, რომ შერკინებაშიც ვერ ვიყოჩაღეთ. ღმერთმა ქნას მსოფლიო თასზე სხვა გუნდი ვიხილოთ, რაც მეეჭვება.

00:44 | 07.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

ასეთი დანგრეული ნაკრები მე არ მახსოვს. იმ ვიღაც საუზერნ კინგს რომცძლივს მოუგეს, მაგას ნამიბიამ იოლად მოუგო. ანუ ჩვენ ძან გაჩანაგებული ვართ

00:38 | 07.09.2019
erovnuli-nakrebi (224)

დაღუპეს ნაკრები

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.094967
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X