სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

22:10 | 2.09.2019 | ნანახია 4361 - ჯერ

ოფიციალურად: მამუკა გორგოძე დაბრუნდა - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო თასისთვის

ბორჯღალოსნების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, ის 31 ბორჯღალოსანი დაასახელა, რომლებიც იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ.

საქართველოსთვის მიჯრით მეხუთე მსოფლიო თასი, მეოთხე იქნება ორი ჩვენი მორაგბისთვის – ბორჯღალოსნების ყველა დროის მელელოვისთის და გამორჩეული კაპიტანის მამუკა გორგოძისთვის, რომელსაც სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, თუმცა რადგან გუნდს დასჭირდა იგი დაბრუნდა. მეოთხე მსოფლიო თასზე იასპარეზებს ასევე ცენტურიონი დავით კაჭარავა, რომელმაც შოტლანდიასთან თბილისში გამართულ ტესტში 115-ე კეპი მოიხვეჭა.

იაპონია 2019 მე-5 მსოფლიო თასი იქნებოდა პირველი ქართველი ცენტურიონისთვის, მერაბ კვირიკაშვილისთვის, რომელმაც შეკრებაზე საზარდული დაიზიანა და ამის გამო გამოაკლდა გუნდს.

რაგბის უდიდეს ფორუმზე მესამედ ითამაშებენ ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ნემსაძე, სანდრო თოდუა და შალვა სუთიაშვილი. იგივეს შანსი ჰქონდა ლაშა ხმალაძეს, მაგრამ მას 2015 წლის მსოფლიო თასი ტრავმის გამო გაუცდა.

გორგოძე ნაკრებს ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაემშვიდობა, მაგრამ ბოლოდროინდელი ტრავმების ფონზე, გუნდში არსებული სიტუაცია გაითვალისწინა და გულშემატკივართა გასახარად, ბორჯღალოსნებს თხოვნას – ნაკრებში დაბრუნებულიყო, დათანახმდა. მისი საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია და კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში რეალობად უნდა იქცეს. ის ერთადერთი მორაგბეა, რომელსაც წელს გუნდთან ერთად მზადების პროცესი არ გაუვლია და გუნდს 8 სექტემბრის შემდეგ, ფორს მაჯორში შეუერთდება (თუ ტულონის ინტერესები არ გადაიკვეთება).

31 მორაგბიდან 13 მსოფლიო თასზე ‘ნათლობას’ მიიღებს, მათგან ყველაზე ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძეა, რომელსაც 19 წელი ახლახანს შეუსრულდა. სულ გუნდში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

იაპონიაში წამსვლელთაგან 22 ლეგიონერია, 9 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. შერკინების ხაზში შიდა ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთი მორკინალი გვყავს, ლეგიონერთა უმეტესობა კი საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენელია.

იაპონიაში გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნები ედინბურგში ჩავლენ და შოტლანდიის ნაკრებთან “მარიფილდზე” დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას გამართავენ.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:08 | 06.09.2019
qomagi (248)

კი მაგრამ, ასიეშვილი რომ დატოვა 2 პირველი ნომრით აპირებს ყველა თამაშის ჩატარებას? თუ გიგაშვილი დადგება 1 ნომერზეც საჭიროებისას? არ ჯობდა ბეგაძე დაეტოვებინა და ასიეშვილი წაეყვანა? მე მგონი ორი ცხრა ნომერი საკმარისი იქნებოდა, ბეგაძის საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს.

11:58 | 03.09.2019
ოვალური კორბენი (276)

ოფიციალურად - ძალიან, ძალიან, ძალიან მაგრად მიხარია ეს ამბავი.
განა იმიტომ რომ ლეგენდაა, უბრალოდ მართლაც წარმოუდგენლად ჭირდება გუნდს დღეს.
ჰო მართლა, "ბინგოს" ეს რა ს**ობა გამოუქვეყნებია ?
0?'>https://sportall.ge/ragbi/erovnuli-nakrebi/133118-giorgi-chkhaidze-qborjghalosanthaq-mtsvrthnels-akritikebs-qar-khar-shen-kai-kaci-miltonq.html':'>https://sportall.ge/ragbi/erovnuli-nakrebi/133118-giorgi-chkhaidze-qborjghalosanthaq-mtsvrthnels-akritikebs-qar-khar-shen-kai-kaci-miltonq.html'))

21:45 | 03.09.2019
პანტელეიმონი (1218)

შეირცხვინა თავი ბინგომ

11:25 | 03.09.2019
krasni (587)

ასეიშვილი?

08:34 | 03.09.2019
GENESIS (49)

ასიეშვილი?

04:43 | 03.09.2019
dinamo222 (692)

ანუ ჟვანია მაინც არ მიყავთ ? @@

13:52 | 03.09.2019
ოვალური კორბენი (276)

არა, რჩება. შენს ოჯახში უნდა იცეკვოს ტიტველმა

23:51 | 02.09.2019
პანტელეიმონი (1218)

მხარდაჭერას ვუცხადებ ბიჭებს, მათ ჩვენზე კარგად იციან რა აქვთ გამოსასწორებელი. წინ შოტლანდიასთან თამაშია, მწვრთნელებს, ექიმებს, ფიზიოთერაპეტებს მთელ სტაფს უამრავი საქმე აქვს. ახლა ყველამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოდ და ვაცალოდ გუნდს ფსიგოლოგიური სტრესიდან გამოსვლა და სრულყოფილი აღდგენა - მომზადება შოდლანდიაში მატჩისთვის. მე, გუშინდელი წაგება მირჩევნია რუსეთთან და გერმანიასთან მოგეგებს. გუშინ მე, არაპროფესიონალმა დავინახე უამრავი რამე ტექნიკური, კომბინაციური და ტაქტიკური თვალსაზრისით და წარმოგგენა მაქვს რამდენს შეიძენდენ და გაივალიწინებენ ჩვენი ნაკრების მწვრთნელები და მოთამაშები. უაღრესად სასარგებლო ტესტებია, მე მჯერა ჩვენი ბიჭების და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატზე სულ სხვა გუნდს ვიხილავთ.
თუ, ვინმეს მიმართ პრეტენზია შეიძლება გვქონდეს ეს სრკ -ია, რომელმაც წლებია ვერ უზრუნველყო "დიდი 10" -ის ტურნირის დონის ამაღლება და კლუბების საერთაშორისო ტურნირებში გეგმიური ჩაბმა, აღარაფერს ვამბობ ქართული ფრანჩიზის PRO 14 -ში მონაწილეობის პროექტის თაროზე შემოდების შესახებ, რომელიც კომპეტენტური ექსპერტული აზრით ქართული რაგბის ელიტაში შეყვანის ერთად-ერთი გზაა. გია ნიჟარაძის შემდეგ მოშლილია სრკ -ს საერთაშორისო დონეზე კონტაქტები და ინიციატივებისა და პროექტების წარდგენა. რა ვქნათ, რომ გვახსოვს გია ნიჟარაძე როგორ ახერხებდა პოზიტიურ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, ბიზნესთან, გულშემატკივართან და მთლიანად საზოგადოებასთან. აშკარად იგრძნობა, რომ დღევანდელი სრკ -ის ხელმძღვანელობა იგნორირებას უკეთებს გია ნიჟარაძეს და არ იყენებს მის შესაძლებლობებს თუნდაც საერთაშორისო რაგბის სამყაროში. უდიდესი ნაწილი რაც ხდება ქართულ რაგბში, საფუძველი წინა ხელმძღვანელობის დროს აქვს ჩაყრილი და ახლა ინერციით მიგორავს. ერთი რითაც სრკ -ს დღევანდელმა ხელმძღვანელმა გოჩა სვანიძემ თავი დაგვამახსოვრა, ეს რუსულ "რეგბი" -სთან ინტეგრაციის მცდელობები და ჩვენი რესურსით მათი ჩემპიონატის გაძლიერებაა.
კიდევ ერთხელ მხარდაჭერას ვუცხადებ ბორჯღალოსნებს და ვუსურვებ გამარჯვებას ! ! !

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.120898
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X