სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ტესტ-მატჩები

16:55 | 18.08.2019 | ნანახია 1497 - ჯერ

“ოლ ბლექსის” სრული რევანში
“ქურციკები” “პუმებთან” მარცხს გადაურჩნენ

ახალი ზელანდიის ნაკრებმა თავისი ნამდვილი ძალა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. “ოლ ბლექსმა” რაგბი ჩემპიონშიპის დასკვნით ტურში ავსტრალიაში 26:47 წააგო და ტურნირი მხოლოდ მე-3 ადგილზე დაასრულა, გუშინ კი, “ვოლაბები” ოქლენდის “ედენ პარკზე” მიიღო, შინ უქულოდ გაუშვა (36:0) და “ბლედისლოუს თასის” მფლობელი გახდა.
პერთში განცდილი მარცხით გაღიზიანებული ზელანდიელები ავსტრალიელებს მთელი კვირა ემუქრებოდნენ და სიტყვა პირნათლად შეასრულეს. სტივე ჰანსენის შეგირდებმა მეტოქე 5-ჯერ დაალელოვეს, 4 გარდასახვა და ჯარიმა მიითვალეს, სტუმრები კი წვიმიან ამინდში “მშრალზე” დატოვეს.
ავსტრალიელები მასპინძლებს მოჩვენებით წინააღმდეგობას მხოლოდ პირველ ტაიმში უწევდნენ, შესვენების შემდეგ კი, შანსი აღარ ჰქონიათ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე რიჩი მოუნგა გახდა, რომელმაც 29-ე წუთზე პირველი ლელო დადო, ჯარიმა-გარდასახვებით კი მონაგარს კიდევ 9 ქულა შემატა.
საინტერესოა, რომ “ვოლაბებმა” “ოლ ბლექსთან” ქულის აღების გარეშე უკვე მეათედ წააგეს, ბოლოს კი, ამგვარი რამ იმავე “ედენ პარკზე” 2012 წელს მოხდა – 0:22.
ზელანდიელები მსოფლიო თასამდე დასკვნით ტესტ-მატჩს 7 სექტემბერს, შინ, ტონგასთან ჩაატარებენ, ავსტრალია კი, იმავე დღეს სამოას დაუხვდება.
გასული კვირის მსგავსად, სამხრეთ აფრიკა გამოვიდა გამარჯვებული არგენტინასთან ჯახში, თუმცა კი, თამაშის სცენარი სულ სხვაგვარი იყო. შეგახსენებთ, რომ რასი ესრასმუსის შეგირდებმა რაგბი ჩემპიონშიპის დასკვნით ტურში სალტაში 46:13 მოიგეს, მშობლიურ პრეტორიაში კი “პუმებს” მხოლოდ 6 ქულით სძლიეს – 24:18.
თამაშის ხარისხი შედარებით დაბალი გახლდათ, რაც შემადგენლობებში როტაციამ გამოიწვია. მწვრთნელებმა ერთბაშად 26 მორაგბე შეცვალეს, რაც სამხრეთამერიკელთა გარჯაზე უკეთ აისახა.
არგენტინელებმა მძიმედ დაიწყეს, ათ წუთში 5-ჯერ დაჯარიმდნენ და სტარტზე ლელოს რამდენჯერმე გადაურჩნენ, შემდეგ კი თამაშის გათანაბრება შესძლეს.
სტუმრებს მოგების რეალური შანსიც ჰქონდათ, როდესაც შეხვედრის ბოლოსკენ ლუკას მენსამ ლელო დადო, თუმცა, ინგლისელმა რეფერიმ დე ლა ფუენტეზე ბლოკირება დააფიქსირა და ჯარიმის წყალობით, ელტონ იანტისმა ტაბლოზე საბოლო ანგარიში ასახა.
ამ უკანასკნელმა, საბოლოო ჯამში, დარტყმებითჱ14 ქულა მიითვალა, წყვლილი ლელო კი ს’ბუსისო ნკოსიმ დადო.
“ქურციკები” მსოფლიო თასამდე დასკვნით მატჩს 6 სექტემბერს კუმაგაიაში იაპონიის წინააღმდეგ ჩაატარებენ, არგენტინა კი, 7 სექტემბერს სტუმრად ავსტრალიურ “რედვიკს” ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.08756
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X