სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ტესტ-მატჩები

16:30 | 18.08.2019 | ნანახია 1106 - ჯერ

შოტლანდიელთა ფიასკო ნიცაში

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც მალე თბილისში სტუმრობა და “ბორჯღალოსნებთან” შერკინება ელის, 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ციკლში პირველი მატჩი ჩაატარა და საფრანგეთში უშანსოდ დამარცხდა – 3:32.
ნიცის “ალიანს რივიერამ” ასეთი დონის სარაგბო შეხვედრას პირველად უმასპინძლა და ადგილობრივი პუბლიკა უდავოდ კმაყოფილი დარჩებოდა. “სამფეროვნებმა” მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს, “ნარშავები” კი უჩვეულოდ უსიცოცხლოდ გამოიყურებოდნენ.
გრეგორ თაუნსენდის შეგირდებმა მასპინძელთა ოცდაორში საკმაო დრო გაატარეს, თუმცა, ფრანგების დაცვის ხაზის გაჭრა ვერაფრით მოახერხეს. ამ ფონზე, თავად სქოთების დაცვა ძალიან უწესრიგოდ მოქმედებდა და ფრანგებმაც სრულად გაილაღეს.
მასპინძლებმა საერთო ჯამში 5 ლელო მიითვალეს, რომელთაგან პირველი უკვე მე-2 წუთზე “ლე ბლეს” ნატურალიზებულმა ფიჯელმა მორაგბე ალივერეტი რაკამ დადო, დუბლი მაქსიმ მედარმა მიითვალა, თითოჯერ კი თავი გრეგორი ალდრიტმა და ანტუან დიუპონმა გამოიჩინეს.
კამილ ლოპესმა ჯარიმა-გარდასახვებით 7 ქულა მოაგროვა, სტუმართა ერთადერთი შედეგიანი დარტყმა კი ადამ ჰასტინგსმა შეასრულა.
24 აგვისტოს შოტლანდიელები ფრანგებს მშობლიურ “მარიფილდზე” დაუხვდებიან და რევანშის აღებას ეცდებიან, შემდეგ კი, უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მატჩებია: 31 აგვისტოს – თბილისში, ხოლო 6 სექტემბერს – ედინბურგში.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:45 | 20.08.2019
dominici99 (94)

Safrangeti modis azrze da imedia msoplioze minimum naxevarfinalistvis ibrzolebs

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.088413
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X