სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ამბები

14:45 | 22.07.2019 | ნანახია 2986 - ჯერ

2019 - სარაგბო წესთა სიახლეები

ახალი, 2019-20 სეზონიდან, მიზეზთა გამო, იცვლება თამაშის რამდენიმე წესი.

დაიხარეთ | ბოლო ნაწილზე | 50:22 | დაბალი ბოჭვა

1. "მსოფლიო რაგბის" 2019 წლის 15 ივლისის რელიზის თანახმად, შერკინების უსაფრთხოებისთვის ასე ჩასწორდა 19.10.ბ მუხლი [გვ.72]:

მსაჯის დაძახილზე "დაიხარეთ!" [ინგლისურად "ქრაუჩ"] ... პირველი ხაზები ერთმანეთს ისე უნდა დაუდგნენ, რომ თითოეული მოთამაშის თავი უშუალო | მოპირდაპირე მეტოქის თავის მარცხნივ ხვდებოდეს და არ ეხებოდეს მეტოქის კისერსა და მხრებს.

2. 2018 წლის ნოემბერში, ინგლისი – ზელანდიის ტესტში მომხდარი გაუგებრობის გამოსარიცხად, ბოჭვაზე14.10 მუხლი [გვ.49] და რაქში15.4 მუხლი [გვ.50] "თამაშგარეს ხაზი" ერთნაირად გაივლება:

მოედნის მთელ სიგანეზე -- "კარის ხაზის" პარალელურად, ამ გუნდიდან ბოჭვის მონაწილეთა | რაქში ჩაბმულთა "სხეულის ბოლო ნაწილზე" [და არა -- მხოლოდ ფეხზე].

2.1 სათანადოდ ჩასწორდა ნახატის წარწერაც [გვ.52]

3. "მსოფლიო რაგბის" თაოსნობით, საქართველოს, ფიჯის, საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირებს დაეკისრათ რამდენიმე ნოვატორული იდეის გამოცდა ზოგიერთ შინაურ შეჯიბრში და ექსპერიმენტის შემკვეთისთვის სათანადო სტატისტიკის წარდგენა.

ცდა ეხება ფეხით თამაშს [დარტყმას] და ბოჭვას.

3.1 ჭაბუკთა "ა" და "ბ" ლიგებში გაისინჯება 50:22 [ორმოცდაათიდან ოცდაორში] და 22:50 [ოცდაორიდან ორმოცდაათში]

50:22 თუ შენი ნახევრიდან დარტყმული მიწას პირველად მეტოქის 22-ში დაეცა და კიდეზე გადავიდა – დერეფანი შენია.

22:50 თუ შენი 22-დან დარტყმული მიწას პირველად მეტოქის ნახევარზე დაეცა და კიდეზე გადავიდა – დერეფანი შენია.

3.1.1 "პირველად დაეცა" გამორიცხავს "გაგორებას" – ფეხით ისე დარტყმას, რომ ბურთი მიწაზე მიგორავდეს.

3.1.2 "დერეფანი" გამორიცხავს "უცებ შემოგდებას" [გვ.58]

3.1.3 სიახლეები მოქმედებს მხოლოდ "ღია თამაშში" – ძალაში არაა ცენტრიდან | 22-დან დარტყმის დროს.

3.1.4 22:50 არ მოქმედებს არც "22-ში შეტანილზე" – 18.8.დ მუხლი, მოედნის ვერ მოგება [გვ.61]

3.1.5 "22-მეტრა ხაზი" ეკუთვნის 22-ს.

3.1.6 "შუა ხაზი" ეკუთვნის "შენს ნახევარს" [50:22] და "მეტოქის ნახევარს" [22:50]

3.1.7 სიახლის მიზანია მეტოქეს აიძულოს, გადაკიდების შიშით უკან დახიოს გარე’მარბები. ამით შემტევს მეტი სივრცე მიეცემა.

3.2 ჭაბუკთა "ბ" ლიგაში და ფესტივალებზე გაისინჯება "დაბალი ბოჭვა" კლიპი

ამიერიდან მოთამაშეს მეტოქის შებოჭვა [დაჭერაც] შეუძლია "მხოლოდ ორი ხელით" და "წელსა და კოჭებს შორის".

* სასჯელი: ჯარიმა.

3.2.1 "მსოფლიო რაგბის" ჩანაფიქრით, ამან თამაში უფრო უხიფათო და თვალ-სასეირო უნდა გახადოს, ჭაბუკებს კი ოფლოუდი და მიყოლა დაამუღამებინოს.

3.2.2 მიღებულ რეკომენდაციათა მიუხედავად, კვლავაც ნებადართულია:

3.2.2.1 ორმაგი ბოჭვა – როცა ბურთიანს ერთბაშად ორი | რამდენიმე მეტოქე ბოჭავს.

3.2.2.2 გამოკვრა – როცა მეტოქეს მისდევ და კოჭში | წვივში ცალი ხელით მისწვდები.

3.2.3 იკრძალება:

3.2.3.1 განგებ გაწოლა მეტოქის ფეხებთან მის მოსაცელად

3.2.3.2 მეტოქის დაგდება სამოსში ცალი ხელის ჩავლებით

3.2.3.3 მეტოქისთვის გაშლილი | მოქნეული მკლავის დარტყმა

3.2.3.4 მეტოქის ლელოსთან გამართული "აიღე და მიეძალე"ს დროს დაყვინთვა – ნებადართულია გამართულად წინსვლა მოლის შესაქმნელად

http://files.rugby.ge/VARIA/ragbis_tesebi_2018.pdf

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:36 | 23.07.2019
NIKA..01 (335)

პლიუს ეს 22-50 და 50-22 წესი,ახლა რაგბი გახდება პინგ-პონგი...დაუსრულებელი ფეხით დარტყმები წავა...მოკლედ რავა ყველაფერს ანაზებენ და აპიდარასტებენ რა....

03:34 | 23.07.2019
NIKA..01 (335)

მხარზე ბოჭვა-ჯარიმა
კოჭებში ბოჭვა-ჯარიმა
ცალი ხელით მაისურით დაჭერა-ჯარიმა
გაშლილი მკლავით დაჭერა- ჯარიმა
და კიდე ათას სისულელეზე ჯარიმა,თუნდაც ჰაერში თამაში
ახალი წესიბით აფუჭებენ რაგბს...რაგბია თუ ბალეტი ამის დედა ვატირე....

15:30 | 22.07.2019
valeri8848 (31)

ისეთი სპორტი რომელიც უამრავი წესების გამო მარტივი სათამაშო არ არის და ამდენი წესი აქვს ვერსდროს გახდება პოპულარული

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.076332
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X