სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
7-ქალა

13:40 | 5.06.2019 | ნანახია 1074 - ჯერ

7-ქალა "ალაფის" პირველ ეტაპზე
შემადგენლობა და მატჩების განრიგი

საქართველოს 7-ქალა ნაკრები დღეს უნგრეთში, ბუდაპეშტში გაემგზარა, სადაც ევროპის „ალაფის“ პირველ ეტაპზე ითამაშებს.

ჩვენმა გუნდმა ეს უფლება შარშან, „კონფერენც დივიზიონის“ მოგებით მოიპოვა და წელს მიზნად მეორე დონეზე ადგილის შენარჩუნებას ისახავს. „ალაფა“ ორ ეტაპად იმართება, მეორე ეტაპს 22-23 ივნისს პორტუგალია, ლისაბონი უმასპინძლებს და ჯამში საქართველოს 7-ქალა მინიმუმ ათეულში უნდა მოხვდეს.

„ალაფაზე“ წელს დავწინაურდით, ბევრად უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს თამაში, ვიდრე შარშან შევხვდით და ორი ეტაპის ჯამში, მიზნად ამ დონეზე ადგილის შენარჩუნებას ვისახავთ. მოსამზადებელ პერიოდში ორჯერ მოვუგეთ ისრაელის ნაკრებს, ერთხელ ნორვეგიას და ვეცდებით მოწინავე 8 გუნდს შორის მოვხვდეთ. მთავარია ფსიქოლოგიური წნეხი გადავლახოთ, ფიზიკურად, ტაქტიკურად და ტექნიკურად კი მზად ვართ და მიზანსაც მივაღწევთ“ - ამბობს მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე.

უნგრეთში ჩვენი გუნდი „ბ“ ჯგუფში პორტუგალიის, უნგრეთის და ფინეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. 8 ივნისს პირველი შეხვედრა პორტუგალიასთან გვაქვს და ის საქართველოს დროით 14:28 საათზე დაიწყება; 17:35 საათზე ვეთამაშებით მასპინძელ უნგრეთს; ჯგუფურ ეტაპს კი 19:58 საათზე ფინეთთან მატჩით ვასრულებთ.

9 ივნისს ფლეი ოფების დღეა და ჩვენი მეტოქე ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა. ბუდაპეშტში „ა“ ჯგუფში გერმანიის, ჩეხეთის, შვეიცარიისა და თურქეთის, ხოლო „გ“ ჯგუფში შვედეთის, რუმინეთის, ნორვეგიისა და ისრაელის ნაკრებები ითამაშებენ.

ბუდაპეშტში მალაღურაძე სამ მოთამაშეს მოისაკლისებს - ირმა გულიაშვილს, ანი სირაძეს და მარიამ გოგუაძეს:

„ვინც ჩვენთან ერთად მოდის, ყველა ოპტიმალურ ფორმაშია. სამწუხაროდ, გვყავს ტრავმირებულები. სირაძემ ფეხი მოიტეხა, გულიაშვილს ჯვარედინი მყესი აქვს გაწყვეტილი და წელს ისინი ვერ დაგვეხმარებიან. კუნთი აქვს დაჭიმული გოგუაძეს და ვიმედოვნებთ, რომ ის მეორე ეტაპზე დაგვეხმარება. ცუდი ისაა, მათგან ორი გოგონა ფრთის მოთამაშეა, სწრაფი, მორბენალი მორაგბეები ისედაც გვაკლდა და ამ მხრივ გარკვეული პრობლემები გვექნება“ - განაცხადა მალაღურაძემ.

ბუდაპეშტში ითამაშებენ: სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელი, თეონა ჩიტაიშვილი, თიკა სიხარულიძე, სალომე საღარაძე, ქეთი მოდებაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, თაკო მანაგაძე, ანი კაპანაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ლიკა პერტაია.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.083455
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X