სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
საერთაშორისო

19:58 | 19.04.2019 | ნანახია 3778 - ჯერ

18-წლამდელების შემადგენლობა მიჯრით მეხუთე ფინალისთვის

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა გამოაქვეყნა.

ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალს ზედიზედ მეხუთედ თამაშობს. წინა ოთხ ჯერზე საქართველოს მეტოქე საფრანგეთი იყო, რომლის ბოლო ჯერზე 8:3 დამარცხებით, უმცროსი ბორჯღალოსნები ტიტულის მფლობელები გახდნენ და წელს მას კალინინგრადში იცავენ.

ფინალის ტრანსლიაციას უყურე აქ >>>

დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა მეოთხედფინალში გერმანიას 46:0 სძლიეს, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელი რუსეთი 64:10 დაამარცხეს. ფინალში ჩვენი მეტოქე ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრები იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ჰოლანდია 37:0, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალია 20:5 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთს აქამდე ფინალში არასდროს უთამაშია. ევროპის ჩემპიონატზე მათ საუკეთესო შედეგი შარშან აჩვენეს, როდესაც პორტუგალია 17:0 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ოთხი ცვლილება

დავით ჩავლეიშვილმა რუსეთთან მოგებულ სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა. გერმანიასთან მიღებული ტრავმა მოიშუშა და ძირითადში ბრუნდება მგეზავი გივი ცინცაძე, ოღონდ ის თამაშს შუამარბად იწყებს. შეიცვალა ორივე ფრთის მოთამაშე და სასტარტოში ლევან ქუშაშვილი და თემურ კოხოძე ბრუნდებიან.

ღერძი ისეთივე რჩება, როგორც რუსეთთან იყო - 9 ნომერზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ლუკა მატკავა, ხოლო 10 დაჩი პაპუნაშვილი იქნება. ზედიზედ მესამე მატჩს იწყებენ ფულბეკი დათო ნინიაშვილი და შუამარბი ზაურ ლუტიძე.

შერკინებაში ერთი ცვლილებაა. ლევან ბრაგვაძის ნაცვლად, მეორე ხაზში ბრუნდება და ტატო გვიმრაძეს შეუწყვილდება ლუკა ჩქარეული, რომელმაც რუსეთთან თამაში მესამე ხაზში დაიწყო. ფლანკერი მის ნაცვლად თორნიკე ზაქარიაძე იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ პირველხაზელები დათო აბდუშელიშვილი, ლუკა პეტრიაშვილი და ალექსანდრე ქუნთელია, ასევე ჩქარეული, ტატო გვიმრაძე, მესამეხაზელები ლუკა ივანიშვილი და გიორგი ქობალია. თორნიკე ზაქარიაძე გერმანიასთან ძირითადში, ხოლო რუსეთთან მარქაფაში იყო.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

კალინინგრადი (რუსეთი)

ფინალი. 20 აპრილი

საქართველო - ესპანეთი (19:55 საქ.დრ.)

საქართველო:15. დათო ნინიაშვილი (ხვამლი), 14. ლევან ქუშაშვილი (ლელო), 13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 12. გივი ცინცაძე (არმაზი), 11. თემურ კოხოძე (აია), 10. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 9. ლუკა მატკავა (არმაზი); 1. დათო აბდუშელიშვილი (ლელო), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ლუკა ჩქარეული (ლელო), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. ლუკა ივანიშვილი (წიქარა), 7. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო), 8. გიორგი ქობალია (ლელო).

მარქაფა:16. ნუგზარ სომხიშვილი (არმია), 17. საბა ხონელიძე (აია), 18. ირაკლი მჭედლიძე (ლელო), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. რობი ნერსეზაშვილი (ლელო); 21. ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), 22. გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), 23. ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), 24. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), 25. ლევან ბრაგვაძე (არმაზი), 26. ლაშა კაკაურიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ფიზ. მომზადების მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე, გივი ნადარეიშვილი

ექიმი: სერგო ბერიაშვილი

ფიზიო: გიორგი სვანიძე, დავით კობახიძე

ვიდეო ანალიტიკოსი: ლაშა მჭედლიშვილი

მენეჯერი: პაატა მაისურაძე

rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:08 | 20.04.2019
dinamo222 (692)

შარშანწინ ინგლისელმა ექიმმა შეიტანა ლორდთა პალატაში საჩივარი რომ რაგბში აეკრძალათ შერკინებაში მიწოლა(რომელიღაცა კოლეჯის ჰუკერმა კისერი მოიტეხა და ძლივს გადაარჩინეს) და იქედან მოსთხოვეს რაგბის კავშირს აეკრძალათ მიწოლაც და სხვა ძალისმიერი შეჯახებების მაგრამ ეს გააპროტესტა ბებრმა ყოფილმა და ეხლანდელმა მოთამაშემ და თქვენ თუ რაგბის მაგივრად ბალეტი გინდათ კი ბარონო აკრძალეთო D ხოდა ბოლო ბოლო ახალგაზრდებში აკრძალეს შერკინებაში მიწოლა ნაწილობრივ და ასე გააჩუმეს აკრძალვის მომნხრეები მაგრამ ეს დროებითია ლიბერალური და განაზებული ევროპა ისევ იტყვის თავის სიტყვას და მალე ალბათ მთელ ძალისმიერ თამაშს ააკრძალვინებს რაგშიც და სხვა სპორის სახეობებშიც

00:29 | 21.04.2019
NIKA..01 (335)

რაგბში შერკინებაში მიწოლა თუ არ იყო რაღა რაგბი იქნება...ისედაც ზედმეტად გაანაზეს რაგბი.მხარზე ბოჭვას მაღალ ბოჭვად აფასებენ,ფეხს თუ ოდნავ ააწევინებ მოწინააღმდეგეს,ჰაერში თუ აიყვან,თუნდაც ტრ...ზე დაეცეს შუბურ ბოჭვად გიფასებენ,ჰაერში თუ იბრძოლებ და ბოჭვის გარეშე შეჯახება მოხდება მაინც გაჯარიმებენ.რატო ადედლებენ რაგბს არ მესმის.არ შეგვჭამეს ამ ლიბერასტებმა და პი...სტებმა თავისი ნაზმაზელობით?)))კისერი მოიტეხაო და მასე შუმახერმა თხილამურებზე სრიალისას მიიღო ისეთი ტრამვა,რომ ამდენი წლის მერეც ვერ გამოჯანმრთელდა და რა?თხილამურები ავკრძალოთ?

00:22 | 21.04.2019
NIKA..01 (335)

ძალისმიერი შეჯახების გარეშე რაგბი აღარ იქნება და გადაარქვან მაშინ სახელიც))ისე გალიბერალებული კრივი იქნება მაგარი

22:53 | 20.04.2019
NIKA..01 (335)

კი მოვიგეთ და გილოცავთ,მაგრამ ასეთი თამაშით შორს ვერ გავფრინდებით.პრობლემების მთელი მთაა და უამრავი ოფლისმღვრელი შრომაა საჭირო ამ პრობლემების სრულად თუ ვერ დიდი ნაწილის გამოსასწორებლად მაინც.ელემენტალური რაგბის უნარჩვევები არ აქვთ ინდივიდუალურად და გუნდურად თამაშზე აღარც დავიწყებ,რადგან ერთი რვეული არ ეყოფა ადამიანს ყველა პრობლემის აღსანიშნავად.კიდემდე ჩათამაშებული შეტევის ისევ შიგნით შემოქცეული პასით განვითარება დარღვევა გონიათ თუ,რატო ეჯახებოდნენ ეგრევე მეტოქეს?მარცხენა ფრთაზე 5-2 რომ გვქონდა უპირატესობა რა საჭირო იყო შუბლით დაჯახება მეტოქეზე?ასეთი თამაშით რა 6 ერზე უნდა გამოვთქვათ პრეტენზია?გვიყურებენ 6 ერის ბოსები და ხედავენ,რომ ძირითადი ნაკრები არაა 6 ერის დონეზე,20 წლამდელებიც ვერ არიან ბობოლებთან მიახლოებულ სიმაღლეზე,18 წლამდელები საერთოდ ესპანეთთან ძლივს,წვალებით იგებენ სულ რაღაც 10 ქულის სხვაობით და 50 წუთი ლელოს ვერ დებენ.ანგარიშს,რომ თავი გავანებოთ უყურებენ თამაშის ხარისხს.ინდივიდუალურად სარაგბო აზროვნებაა დაბალ დონეზე,გუნდურად არანაირი ურთიერთგაგება და გუნდური მექანიზმი არ ჩანს.უმადურივით გამომდის,გაიმარჯვეს ბიჭებმა,თან ასაკიც გასათვალისწინებელია და შესაძლოა არცაა მიზანშეწონილი ზედმეტად კრიტიკულად მივუდგეთ ასეთ ახალგაზრდა ასაკში მყოფ მორაგბეებს,მაგრამ ეს კრიტიკა არ გამომდინარეობს უარყოფითი დამოკიდებულებიდან,პირიქით სწორედ რაგბის და ჩვენი რაგბის ნაკრების სიყვარულითაა გამოწვეული.დაუძლეველი პრობლემა არაფერია,თუ საჭირო და საჭიროზე მეტი დოზით დაიხარჯებიან პრობლემის გამოსასწორებლად.თავდაუზოგავი,მუხლჩაუხრელი შრომით და დისციპლინის ზედმიწევნით დაცვით ყველა პრობლემა მოგვარებადია.მჯერა,არ დააკლებენ ბიჭები შრომას და მიაღწევენ მაღალ დონეს,როგორც ინდივიდუალურად ისე მთლიანად ნაკრები.მადლობა ბიჭებს მათი გარჯისთვის და ვულოცავ ჩემპიონობას.

22:20 | 20.04.2019
dinamo222 (692)

ისევ ჯიგრით მოვიგეთ და არა კლასით ხელით თამაშში ისევ მოვიკოჭლებთ @ აი აქ გამოჩდა რომ
შერკინების უპირატესობის უფლება რომ არ გვქონდა თითქმის ვერაფრით ვჯობივართ ესპანეთს

21:34 | 20.04.2019
+++Dinamo Tbilisi+++ (44)

ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს.მაინც გავტეხეთ ესპანეთი.ცოტა ვინერვიულეთ მაგრამ აბა ისე როგორ იქნება,ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფიაო... მოკლედ ვულოცავ ბიჭებს და ყველას

20:56 | 20.04.2019
geogoli (367)

რატო გამოაქვს 8 ნომერს შერკინებიდან ასე სწრაფად ბურთი ვერაფრით ვერ ვხდები, ყველა შერკინებაში მივაწექით და რო მეგონა მსაჯი დააჯარიმებდა ესპანელებს გამოიტანეს შერკინებიდან...

22:24 | 20.04.2019
dinamo222 (692)

იმიტომ რომ 18 წლამდე ასეთი იდიოტური წესი არსებობს --შერკინებაში მიწოლა შეიძლება 1 მეტრით და მერე თუ მიაწვები დაგაჯარიმებენ @ და მანდაც მსაჯი წყვეტს 1 მეტრი დააცადოს მიწოლა თუ 2 მოკლედ ისეთი წესია რომ ვერ აკიდებ ჯარიმას შერკინებაში და როგორც გავიგე მალე ყველა ასაკში შემოიტანენ მასგ წესს და მერე რა გვეშველება არ ვიცი

22:55 | 20.04.2019
NIKA..01 (335)

კი,მაგიტო არ აწვებოდნენ,მაგრამ აღარ მახსოვს და იქნებ შემახსენოთ,მგონი ეს წესი წინა ჩემპებზე არ იყო ხო?

23:06 | 20.04.2019
dinamo222 (692)

შარშანწინ ინგლისელმა ექიმმა შეიტანა ლორდთა პალატაში საჩივარი რომ რაგბში აეკრძალათ შერკინებაში მიწოლა(რომელიღაცა კოლეჯის ჰუკერმა კისერი მოიტეხა და ძლივს გადაარჩინეს) და იქედან მოსთხოვეს რაგბის კავშირს აეკრძალათ მიწოლაც და სხვა ძალისმიერი შეჯახებების მაგრამ ეს გააპროტესტა ბებრმა ყოფილმა და ეხლანდელმა მოთამაშემ და თქვენ თუ რაგბის მაგივრად ბალეტი გინდათ კი ბარონო აკრძალეთო D ხოდა ბოლო ბოლო ახალგაზრდებში აკრძალეს შერკინებაში მიწოლა ნაწილობრივ და ასე გააჩუმეს აკრძალვის მომნხრეები მაგრამ ეს დროებითია ლიბერალური და განაზებული ევროპა ისევ იტყვის თავის სიტყვას და მალე ალბათ მთელ ძალისმიერ თამაშს ააკრძალვინებს რაგშიც და სხვა სპორის სახეობებშიც

13:48 | 20.04.2019
krasni (587)

აბა, პატივი ვცეთ ესპანეთსაც და კარგად გავაოთოოთ.

22:21 | 19.04.2019
NIKA..01 (335)

იმედია აქ მაინც არ გავუშვებთ ლელოს,ღორებთანაც არ უნდა გაგვეშვა და ეს მინუსად ჩაეწერება ნაკრებს,თუმცა მთავარია შეცდომებზე ვისწავლოთ და აღარ გავიმეოროთ.წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.084174
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X