სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
სიახლეები

23:45 | 10.04.2019 | ნანახია 737 - ჯერ

ჭაბუკთა "ა" ლიგა: რეგულარული სეზონი "ლელოს" გამარჯვებით დასრულდა

მოწინავე რვეულის დასკვნითი ტური, ქუთაისში, ‘არესისა’ და ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ შეხვედრით დაიწყო. ლიგის დებიუტანტი ‘არესი’ მეხუთე ადგილს ეშურებოდა, რკინიგზელებს კი სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულება ეწადდათ. მრავალი, ორმხრივი უნებლიე შეცდომების მიუხედავად, მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა.

ორივე გუნდი თავს არ ზოგავდა, თუმცა პრიორიტეტს დაცვას ანიჭებდა, რის გამოც მეტოქეებმა ჯამში მხოლოდ 17 ქულის აღება მოახერხეს. პირველ ტაიმში რკინიგზელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს და ოდენ ფრთა გიორგი ჩოგოვაძის ‘ლელოს’ დასჯერდნენ 5:0. შეხვედრის მეორე ნახევარი უკვე ‘ომის მრისხანე ღმერთის’ უპირატესობით წარიმართა. ‘არესის’ ფრთა გიორგი გელაზონიას დადებული ლელო, მგეზავმა ბაკურ კუხალაშვილმა გარდასახა და გიორგი მინაძის გუნდი ნანატრ გამარჯვებას მიუახლოვა. მატჩის ბოლოს სტუმრებმა ჩვეული იარაღის, მძლავრი შერკინების ხარჯზე შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს. რკინიგზელთა კაპიტან რამაზ ბენდელიანის ბოლო წუთზე გატანილმა ლელომ ‘ლოკომოტივს’ მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე გამარჯვება არგუნა 10:7, თუმცა დისციპლინარული სასჯელის-ცხრილში ჩამოკლებული ქულების გამო, რკინიგზელებმა ჩემპიონატი ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილზე ჩაამთავრეს.

‘სამთამ’ კიკეთის ნაცვლად, რუსთავის ‘ხარებს’ ნუცუბიძის პლატოზე უმასპინძლა. ‘არესის’ მარცხის შემდეგ, კიკეთელებს მეხუთე ადგილი უკვე დაბევებული ჰქონდათ (‘სენატორას’ ბიჭები სატურნირო ცხრილში რიონისპირელებს პირისპირ ბალანსით უსწრებდნენ) და ფსიქოლოგიურ წნეხს მოცილებული გიორგი ენუქიძის შეგირდებიც მოედანზე ლაღად და თავისუფლად მოქმედებდნენ. თავის მხრივ, 1/2-ური მატჩისთვის სამზადისში მყოფი ‘ხარების’ დამრიგებელი თემურ ლობჟანიძე ტაქტიკური მონახაზის დამუშავებასთან ერთად, საკუთარი გუნდის თამაშში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე ამახვილებდა ყურადღებას, თუმცა ქვემოქართლელთა მხრიდან მარქაფას გამწესებამ კიკეთელებს საქმე გაუიოლათ. ‘სამთამ’ 5 უპასუხო ლელოს გატანა მოახერხა და მეტოქე 34:3 დაამარცხა. კიკეთელთა რიგებში გატანილი ლელოებით, პირველ ტაიმში მარბიელი გიორგი ნოდია და ფულბეკი სერგი ჩხაიძე გამოირჩნენ. მატჩის მეორე ნახევარში კი თანაგუნდელთა მონაგარს, გარემარბ ლუკა ბექაურის ‘დუბლი’, და ჰუქერ გიორგი ტყეშელაშვილის ლელოებიც დაერთო.

ვაზისუბანში, ‘არმაზისა’ და ხვამლის’ შეხვედრა სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. მართალია, მუხიანელებს ძირითადის 10 მოთამაშე აკლდათ, თუმცა ეს ფაქტორი თამაშის მსვლელობას არ დატყობია. რატი ურუშაძის შეგირდებმა ხელდახელ, ლაღი თამაში გააჩაღეს. ტექნიკური წუნის მიუხედავად, სტატიკასა და დერეფანში მოპოვებული უპირატესობის წყალობით მასპინძლებს 4 ლელო დაუდეს, საპირისპიროდ კი ‘არმაზის’ მეორეხაზელმა ლაშა მახაურმა მოახერხა ერთადერთი ლელოს გატანა. ‘ხვამლის რიგებში ‘დუბლი’ ფრთა საბა ინალიშვილმა შეასრულა, თითო ლელო კი აქტივში ფულბეკმა ზურა ქობელაშვილმა და მარბიელმა ალეკო ცერცვაძემ მიითვალეს 26:7.

მესამე მასივში, ‘ლელოსა’ და ‘აიას’ დაპირისპირება სეზონის კულმინაციად იქცა. აღნიშნული შეხვედრა რეგულარული სეზონის გამარჯვებულს არკვევდა, რომელიც პირველადგილოსანს პრესტიჟთან ერთად, ფინალის ჩათვლით მოედნის უპირატესობით ასარგებლებდა. რიონისპირელებს ძირითადის 5 მოთამაშე აკლდათ, ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ოთარ ბარკალაიამ კი ლიგის ისტორიაში სარეკორდო, ერთბაშად 19 მორაგბე მოისაკლისა! ასაკობრივ ნაკრებებში დელეგირებულ 12 მოთამაშეს 7 ტრავმირებული მორაგბეც დაერთო, რის გამოც გამოჩენილმა ბორჯღალოსანმა განაცხადში იძულებით 2 კარგა ხნის უთამაშებელი მორაგბეც კი შეიყვანა.

სანამ ფორს მაჟორში მყოფი ჩემპიონის ხელდახელ შეკოწიწებული გუნდი მოედანზე ვითარებას ალღოს აუღებდა, გაგა გურეშიძის შეგირდებმა, უპირატესად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე 3 ლელოს გატანა მოახერხეს (ფრთა იაგო ხაბულიანი, შუამარბები: დათო კვირიკაშვილი და გიორგი კვაბზირიძე) და შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. ბარკალაიას ტაქტიკურმა გადაადგილებებმა მეორე ტაიმში მოედანზე თამაშის სურათი კარდინალურად შეცვალა. ჩემპიონმა თამაშიც დაალაგა, ჩვეული კოზირი-მძლავრი შერკინება მაქსიმალურად გამოიყენა და აკინძული ფაზების კასკადს ჰუქერ გიორგი ჭანიასა და მარბიელ გუგა ტაბატაძის ლელოები მოჰყვა 17:19. ‘აიამ’ გაიბრძოლა და მგეზავ გიორგი თევდორაძის ჯარიმით ანგარიშში სასურველი სხვაობა დაიბრუნა. ‘ცოფიანმა’ მორიგ ტაქტიკურ ხერხს მიმართა. შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე სარისკო გამარჯვებაზე ზრუნვაზე ხელი შეგნებულად აიღო და მგეზავ საბა ჯოხაძის გატანილი ჯარიმით შეხვედრა სასურველი სხვაობით 20:22 დათმო. სეზონში პირველი მარცხის მიუხედავად, ჩემპიონმა საცხრილო ქულებით გათანაბრებულ ‘აიას’ უკეთესი პირისპირ ბალანსით აჯობა და პირველობაც პირველ ადგილზე ჩაამთავრა.

ნახევარფინალში, სეზონის გამარჯვებული ‘ლელო’ მეოთხე ადგილზე გასულ რუსთავის ‘ხარებს’ უმასპინძლებს, ‘აია’ კი ქუთაისში მესამეადგილოსან ‘ხვამლს’ დაუხვდება.

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის გადამწყვეტ შეხვედრებამდე, საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები ევროპირველობაზე ტიტულს კალინინგრადში დაიცავს. ჩვენი გუნდის დამრიგებელმა დავით ჩავლეიშვილმა ბალტიის ზღვის სანაპიროზე 26 მორაგბე იახლა, რომელთა შორის ყველაზე მეტი წარმომადგენლობით თავს ‘ლელოსა’ (9 მოთამაშე) და ‘ხვამლის’ (7 მოთამაშე) გუნდები იწონებენ. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემპიონისა და მუხიანელთა კვალ, პირველობის მოუგებლად, ბოლო ადგილზე ჩამთავრებულ ‘არმაზს’ ნაკრებში ყველაზე მეტი, 4 მორაგბე ჰყავს დელეგირებული.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.076879
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X