სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

23:05 | 9.04.2019 | ნანახია 1883 - ჯერ

20 წლამდელები: მოსამზადებელი ტურნირის პირველი მატჩი
უმცროსი ბოკე 58:10 უმცროსი ბორჯღალოსნები

სამხრეთ აფრიკული ტურნეს საერთაშორისო მოსამზადებელი სერიის პირველ მატჩში, მასპინძელთა 20-წლამდე ნაკრებმა უმცროს ბორჯღალოსნებს 58:10 სძლია.

ჩვენი გუნდი 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება და ამ მხრივ სამხრეთ აფრიკაში გასამართი სამმატჩიანი, მაღალი დონის შეხვედრა უმნიშვნელოვანესია. სწორედ აქ უნდა შეეჩვიონ უმცროსი ბორჯღალოსნები იმ მაღალ სათამაშო ტემპს, რომელიც მათ ოფიციალურ ტურნირზე ელით.

მასპინძლებმა კარგად გამოიყენეს ჩვენი შეცდომები, უპირატესობა სისწრაფეში და თითო ტაიმში ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს. უმცროსი ბორჯღალოსნები დიდ უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში და პირველ ტაიმში საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს. შესვენების შემდეგ მათ ბურთზე კონტროლის დამყარებაც შეძლეს და რამდენჯერმე მეორე ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ სამხრეთ აფრიკელებმა წითელ ზოლში თავის დაცვა მოახერხეს.

მატჩის დებიუტში ორჯერ დავჯარიმდით და აფრიკელთა მგეზავს ახლოდან დარტყმა გაუცუდდა, ხოლო 40 მეტრიდან ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკელთა შერკინების შემკვრელის, ფრენკ ჰორნის დრო დადგა, რომელმაც ზედიზედ სამი ლელო გაიტანა, ხოლო მეოთხე მეორე ტაიმში მიითვალა. მან ჯერ თედო აბჟანდაძეს ფეხით თამაშისას დაუფარა და ბურთს ლელომდე მიყვა, მერე 5-მეტრიანი შერკინებიდან სწრაფად შეუტია და მცველები ამას მოუმზადებელი დახვდნენ, ხოლო ტაიმის შუაში, ცენტრში არაზუსტი პასით დავკარგეთ ბურთი და კონტრშეტევაზე ჰორნი ფრთაზე ორ მბოჭავს გაექცა.

მანამდე, მე-14 წუთზე, შერკინების მიერ მოპოვებული ჯარიმა აბჟანდაძემ სამ ქულად აქცია. მერე თავისუფალის ნაცვლად შერკინება ვირჩიეთ, რომელმაც მეტოქე პირველივე ჯერზე ისე დაჯაბნა, რომ რეფერიმ საჯარიმო ლელო ჩასტვინა და ანგარიში 22:10 გახდა. პასუხად აფრიკელებმა მეორე ჯარიმაც გაიტანეს, ხოლო შესვენების წინ ჯერ მასპინძლებმა დაკარგეს ბურთი და ის გიორგი ახალაძემ აიტაცა, თუმცა ოფლოუდი არაზუსტი იყო, სამხრეთ აფრიკამ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, ბოჭვები კვლავ გაცუდდა და ტაიმი 32:10 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ჩვენი შეცდომით დაიწყო, რასაც მეტოქის 5-მეტრიანი შერკინება მოყვა და ფორვარდების რამდენიმე მიძალების შემდეგ ლელო გავიდა. ამის შემდეგ დაცვაში თამაში გამოსწორდა, ბურთზე კონტროლის დამყარება მოხერხდა და ლელოს გატანის არაერთი შანსი გაჩნდა. ირაკლი სიმსივემ ლელოშიც შეაღწია, თუმცა დამიწებამდე მას ბურთში მცველი ჩაუჯდა. 66-ე წუთზე მოლის შემდეგ ლელოში ორი ჩვენი მორაგბე ერთდროულად შევიდა, თუმცა მცველმა ამჯერადაც მოახერხა ბურთზე ჩაჯდომა. სამიოდე წუთში ჩვენი მოლი მეტოქემ ზედ ლელოსთან შეაჩერა, იქიდან ლუკა აზარიაშვილმა ბურთი ლელოში გადადო, მაგრამ რეფერიმ ჯარიმა დააფიქსირა.

ამის შემდეგ, დაახლოებით 5-წუთიან ინტერვალში, სამხრეთ აფრიკამ სწრაფი, ხელდახელ შეტევებით სამჯერ შეძლო ხაზის სუფთად გაჭრა და სამი ლელოს გატანა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გაწითლებულ დროზე დერეფნიდან შეუტიეს, ლელოს ხაზი კიდევ ერთხელ გადაკვეთეს, მაგრამ ბურთის დამიწება კვლავ ვერ მოხერხდა და მატჩი მასპინძლებმა 58:10 მოიგეს.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაახლოებით ორ თვეში, 8 ივნისს არგენტინაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეთამაშებით. მანამდე კი გრძელდება საერთაშორისო მოსამზადებელი სერია და ჩვენი გუნდი 13 აპრილს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს, ჩვენი დროით 17:15 საათზე შეხვდება. პირველ მატჩში არგენტინელებმა ნამიბია XV 64:8 დაამარცხეს.

20 წ. საერთაშორისო სერია. ვესთერნ ქეიფი (სამხრეთ აფრიკა), 9 აპრილი

საქართველო vs უმცროსი ბოკე 10:58

საქართველო: 15. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ლაშხი (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო); 1. გიორგი ახალაძე (მასი), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 4. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 5. ლუკა გელაშვილი (არმია), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. გიგი ლეშკაშელი (აია).

მარქაფა: 16. საბა კურატაშვილი (არმაზი), 17. გეგი მურუსიძე (არმაზი), 18. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. მიხეილ ალანია (არმაზი), 22. ირაკლი სიმსივე (აია), 23. რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), 24. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 25. საბა ჯღარკავა (ლელო), 26. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 27. დავით გობეჯიშვილი (აია), 28. სანდრო მარგიანი (აკადემია).

ისვენებდნენ: ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი,), ოთარ ძაგნიძე (აია).

13 აპრილი

საქართველო vs არგენტინა (17:15 საქ.დრო)

უმცროსი ბოკე vs ნამიბიაXV

17 აპრილი

საქართველო vs ნამიბიაXV (16:15 საქ.დრო)

უმცროსი ბოკე vs არგენტინა

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:45 | 10.04.2019
არჩილ სოხუმელი (484)

ძაან მაინტერესებს სამხრეთ აფრიკის ეს ნაკრები ძირითადი გუნდია?

12:55 | 10.04.2019
beeq.777 (63)

შარშანაც 54-19 წავაგეთ თუ არ ვცდები აფრიკასთან პირველი სპარინგ ტესტი, საგანგაშო ამეტაპზე არაფერია და ამას ემსახურება ესტურნირი რომ ვნახოთ სად რა გვიჭირს. აქ და ეხლა ჯობია გამოჩნდეს და წავაგოთ ვიდრე ჩემპიონატზე. წარმატებები ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს, რომლებსაც მუდამ კრიტიკა ხვდებათ წილად, არადა შექებასაც იმსახურებენ.

12:18 | 10.04.2019
krasni (587)

წავაგეთ ნაკრებთან, რომელიც შეიძლება ჩემპიონიც კი გახდეს. ასეთი ძალის გუნდთან უფრო კარგად ჩნდება ხარვეზები. ასე რომ სამუშაო საკმაოა და წინ კიდევ ორი შეხვედრაა. ყველაფერი კარგად იქნება. მჯერა ჩვენი ნაკრების.

07:19 | 10.04.2019
ზებე (86)

აი ეს მოუტანა 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატიდან ექვსი ერის გუნდების გასვლამ.დაბალ ასაკში არ გაქვს მსგავს გუნდებთან თამაშის გამოცდილება და პირდაპირ 19-20 წლუდან იწყებბ მათთან თამაშს რათქმაუნდა ძალიან რთულია.უნდა დაავალდებულონ და ათამაშონ ევროპის ჩემპიონატი ყველას

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.09633
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X