სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

22:55 | 8.04.2019 | ნანახია 1922 - ჯერ

20 წლამდელები: შემადგენლობა სამხრეთ აფრიკასთან
აფრიკული ტურნეს პირველი მატჩი

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, სამხრეთ აფრიკაში გასამართი 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც წელს არგენტინა, 4-იდან 22 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს. გუნდი დასკვნითი შეკრების ფარგლებში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც სამ მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.

ისევე, როგორც არგენტინაში, სამხრეთ აფრიკაშიც თამაშები 4-დღიანი ციკლით გაიმართება. 9 აპრილს ჩვენი გუნდი მასპინძელთა, სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს ეთამაშება; 13 აპრილს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლის, არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს ერკინება; ხოლო ტურნეს 17 აპრილს, ნამიბიის კაცთა გუნდის, მეორე ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დაასრულებს.

რადგან ეს ტურნირი მოსამზადებელი ხასიათისაა და ყველა გუნდის მწვრთნელს სურს საქმეში რაც შეიძლება ბევრი მოთამაშე იხილოს, განაცხადში 28-28 მორაგბე იქნება. „უმცროს ბოკესთან“ თამაში საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ორი ლეგიონერია, ორი კი მარქაფაშია. დამწყებთა შორის ყველაზე მეტი, 5 მოთამაშე ‘ლელო-სარასენსიდანაა’, სამი მორაგბითაა წარმოდგენილი ქუთაისის ‘აია’, ორით გორის ‘ჯიქი’, ხოლო თითო-თითო მორაგბე რუსთავის ‘ხარებიდან’, მარნეულის ‘არმაზიდან’ და თბილისის ‘არმიიდანაა’.

20 წ. საერთაშორისო სერია. ვესთერნ ქეიფი (სამხრეთ აფრიკა)

9 აპრილი, 18:00

საქართველო vs უმცროსი ბოკე

საქართველო: 15. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ლაშხი (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო); 1. გიორგი ახალაძე (მასი), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 4. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი), 5. ლუკა გელაშვილი (არმია), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. გიგი ლეშკაშელი (აია).

მარქაფა: 16. საბა კურატაშვილი (არმაზი), 17. გეგი მურუსიძე (არმაზი), 18. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. მიხეილ ალანია (არმაზი), 22. ირაკლი სიმსივე (აია), 23. რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), 24. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 25. საბა ჯღარკავა (ლელო), 26. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 27. დავით გობეჯიშვილი (აია), 28. სანდრო მარგიანი (აკადემია).

ისვენებენ: ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი,), ოთარ ძაგნიძე (აია).

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:34 | 09.04.2019
krasni (587)

არაფერი საგანგაშო არაა, ვეთამაშეთ U20-ის ჩემპიონობის რეალურ კანდიდატს. კარგია ასეთ ძლიერ გუნდთან სპარინგი, დაგვანახა რაზე გვაქვს სამუშაო. პესიმიზმი არ გაიკაროთ, ბიჭები იტყვიან თავის სიტყვას.

21:11 | 09.04.2019
არჩილ სოხუმელი (484)

შარშანდელთან შედარებით ბევრად სუსტი ნაკრები გვყავს. შარშან უფრო აგრესიულ რაგბს ვთამაშობდით. შიში მაქვს, რომ ელიტაში ადგილის შენარჩუნება გაგვიჭირდება. მაინც მგონია, რომ პირველი თამაშია და ჯერ კიდევ არ არიან შეთამაშებულები.

20:34 | 09.04.2019
geogoli (367)

დაცვა იყო კატასტროფა, შეტევაში კრეატივი გვაკლდა და ხაზი ვერ გავჭერით მთელი თამაში. აუტებს არაუშავდა. ამდენი გაცუდებული ბოჭვა როდის ვნახე არ მახსოვს. ჩემთვის მთავარი იმედგაცრუება თედოს ძალიან სუსტი თამაში იყო. ბოლოს მაგრად გატყდნენ ფსიქოლოგიურად ჩვენი ბიჭები, მთლად ეგრე კატასტროფული სხვაობაც არ არის როგორც ანგარიშში ჩანს. ვნახოთ რა დასკვნას გამოიტანენ მწვრთნელები და შემდეგ თამაშში უკეთესობა თუ იქნება.
ისე პირველ ტაიმში რო შერკინებაში უპირატესობა გვქონდა ეგეთი უპირატესობა აფრიკასთან ნაღდად გამიკვირდა.

19:38 | 09.04.2019
ტაკმადა (10)

სირცხვილი... 10 - 60

19:33 | 09.04.2019
ტაკმადა (10)

ალბათ ელიტაში დარჩენისათვის ფიჯისთან მოგვიწევს თამაში. არა მგონია უფრო მაღალი შედეგების იმედი გვქონდეს.

19:28 | 09.04.2019
ტაკმადა (10)

სამხრეთ აფრიკის ეს ნაკრები მეორე თუ მესამე? ეს სამხრეთ აფრიკის უახლესი რეზერვია?

19:25 | 09.04.2019
ტაკმადა (10)

ამ ნაკრებს ესპანეთისა და პორტუგალიის დამარცხებაც გაუჭირდებოდათ.

19:14 | 09.04.2019
არჩილ სოხუმელი (484)

ძაან ბევრ შეცდომებს ვუშვებთ. წელს ბევრად უფრო სუსტი ნაკრები გვტავს ვიდრე შარშან. შარშან ლელოებხ ვდებდით. სამხრეთ აფრიკას 3, საფრანგეთს 2, შოტლანდიას 5, ირლზნდიას 3 ლელო დავუდეთ. აქ კი ლელოს დადებასთან ახლოსაც არ ვართ. შეიძლება პირველი თამაშია და იმის ბრალია.

18:57 | 09.04.2019
არჩილ სოხუმელი (484)

ვერ ვუყურე ნორმალურად. როგორც ვიცლი ისე შევდივარ საყურებლად. რამდენი ლელო დაგვიდეს? ჩვენი ლელი ვნახე, საჯარიმო ლელო.

18:49 | 09.04.2019
krasni (587)

შეცდომები ბევრია, განსაკუთრებით გაფუჭებული ბოჭვები.

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.100012
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X