ბორჯღალოსნები

15:47 | 13.03.2019 | ნანახია 2126 - ჯერ

რაგბი ევროპა: მზადება დასკვნითი მატჩისთვის
ბორჯღალოსანთა ღია ვარჯიში და კომენტარები

ბორჯღალოსნები 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩისთვის „შევარდენზე“ ემზადებიან და დღეს ჟურნალისტებისა და ქომაგებისთვის ღია ვარჯიში გამართეს.

შეგახსენებთ, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა გერმანიის 52:3 ძლევით ტიტული მე-11-ედ მოიპოვეს. ჩვენი გუნდი 17 მარტს სტუმრად კრასნოდარში, საქართველოს დროით 16 საათზე ტრადიციულ მეტოქეს, რუსეთის ნაკრებს ეთამაშება და მისი ძლევით მერვე სლემის (ყველა თამაშის მოგება) შესრულებას ეცდება.

წვრთნა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ხაზი და შერკინება ცალ-ცალკე გახურდა, მერე კი ბიჭები ორ გუნდად გაიყვნენ და სხვადასხვა სტატიკური ფაზებიდან შეტევასა და დაცვაში ივარჯიშეს.

მწვრთნელები და მოთამაშეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ტიტულის ნაადრევად დაუფლების მიუხედავად, კარგად ესმით მომავალი მატჩის მნიშვნელობა და კრასნოდარში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

მილთონ ჰეიგი: „დღეს ძალიან კარგი ვარჯიში გვქონდა. ხვალ ბიჭებს დავასვენებთ და ზეგ, კრასნოდარში გაფრენამდე კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება. რამდენიმე მცირე ტრავმა გვაქვს, სერიოზული არაფერია, თუმცა პარასკევს მათ მდგომარეობას კიდევ ერთხელ გადავხედავთ და შემადგენლობასაც ამის შემდეგ დავასახელებთ“.

„ქართველებისთვის რაგბი ევროპის ჩემპიონატში რუსეთთან თამაში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა და ვფიქრობთ, გულშემატკივარს კვირას კარგ წარმოდგენას ვაჩვენებთ. რუსეთის ნაკრები უწინდელთან შედარებით უფრო სწრაფი და ათლეტური გუნდია. მათ ყველა კომპონენტში ეტყობათ გაუმჯობესება და ბურთსაც სწრაფად ათამაშებენ. ახლა რუსეთის ნაკრებს უფრო ბევრი იარაღი აქვს, თუმცა ჩვენ მზად ვართ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.

ზურაბ ჟვანია: „მართალია რაგბი ევროპის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე ჩემპიონობა გავინაღდეთ, მაგრამ რუსეთთან თამაში, მათი სტუმრად დამარცხება, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. მე მჯერა ჩემი ნაკრების, ჩვენი ბიჭების და საქართველოში აუცილებლად გახარებულები დავბრუნდებით. ჩვენ ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს მივუძღვნით!“.

ლაშა ხმალაძე: „მეტოქე ნამდვილად გაზრდილია. რუსული კლუბები, მათი ნაკრების მოთამაშეები, რეგულარულად თამაშობენ ჩელენჯ ქაფზე და ეს მათ გაზრდაში დაეხმარა. ფიზიკურად და ტექნიკურად ახლა ისინი უკეთ გამოიყურებიან, თუმცა ჩვენც გავიზარდეთ, ახალგაზრდული ნაკრებებიდან ძალიან კარგი, ტექნიკური და სხარტი ბიჭები ამოდიან“.

„როგორც ყოველთვის, ეს თამაში ახლაც მნიშვნელოვანია. არა აქვს მნიშვნელობა ჩემპიონები გავხდით თუ არა, რუსეთთან მატჩი ყოველთვის პრინციპული იქნება და ასეა ახლაც. მეტოქეს რის საშუალებასაც მისცემ იმას მოიმოქმედებს. ვეცდებით, რომ რუსებს პირველივე წუთებიდან გავუქროთ მოგებაზე ფიქრის საშუალება“.

ბორჯღალოსანთა ღია ვარჯიშის ფოტოგალერეა

www.rugby.ge


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:56 | 13.03.2019
dinamo222 (533)

აი ასეა ნახეთ რუსებმა რა ვაიუშველებელი ატეხეს მსაჯები გვჩაგრავენ ბევრ ჯარიმებს გვინიშნავენო ! და ეხლა მსოფლიოს ფედერაციამდევ მივლენ ჩივილებით და მომავალ თამაშებში ვნახავთ რომ ბევრ რამეებს აპატიებენ ! ჩვენ კი ისევ ისე ვართ ჩუმად და მაგიტომაც გვაკუკებს ყველა თავზე @@

08:09 | 14.03.2019
despeler (85)

რუმინეთთან დაუდგნენ უკვე მსაჯები

ყოჩაღ რუსებს.. ფედერაციები არცერთ სპორტულ სახეობაში არ გვივარგა, ქვეყნის წესად ჩამოყალიბებულ საგარეო პოლიტიკას მაგონებს ესეც.

12:25 | 14.03.2019
jora84 (168)

რუმინეთთან როგორ დაუდგნენ? 17 ჯარიმა აიღეს რუმინეთის 9 წილ. ზოგადად უნდა შევეგუოთ, რომ ამ დონეზე მაგარი ცუდი მსაჯობაა ისედაც, წინასწარი განზრახვის გარეშე.

02:58 | 15.03.2019
despeler (85)

ბოლო ლელო არ იყო ჩასათვლელი და ჩაუთვალეს, მერე გარდასახვა ვერ გამოიყენეს, თორე ფრეზე ამთავრებინებდნენ მატჩს. შარშან წინ კიდე რუსებმა ამოჩხრიკეს დარღვევები რუმინეთის ნაკრებში ნატურალიზაციის შესახებ, თორე საქართველოდან არავის მოუვიდოდა თავში აზრად, სათანადო კონკურენციას გვიწევენ მეტოქეები თუ წესებს არღვევენო. არც თასის გადმოცემა მოუთხოვიათ, არადა, რა ძალით წაგებული თამაში იყო რუმინეთთან კი ვიცით, არანაირად არ ეკუთვნოდათ ის ტიტული რუმინელებს და მაგ შედეგმა კიდე უკან დაგვხია.. მსაჯები რო საქართველოს წარმომადგენელ გუნდებსა და სპორტსმენებს ასკლინტავენ თავზე, ეგ უკვე შემთხვევითობა აღარ მგონია და არც მახსენდება ამაზე ვინმეს ხმა აემაღლებინოს.

21:35 | 13.03.2019
არჩილ სოხუმელი (454)

ალეკსანდრი დავიდოვი
С каждым годом мы все ниже, в этом скорее всего четвертыми будем, грузин пока не одолеть, а дубы вряд ли уступят, но вспоминая матч с немцами ... Как бы в следующем году пятыми не стать
ილდარი ისმაგილოვი
Грузия резерв наверно привезет на этот матч
ალეკსეი ორეშინი
Ильдар, да там и резерв в порядке

21:54 | 13.03.2019
jora84 (168)

თუ გაქვს წვდომა მაგ კომენტარებთან გადაეცი, რომ ეს რეზერვი კი არა დიდი10 ვინც დარჩა ნორმალური ისინი არიანთქო. ამ ა ნაკრებიდან ნაკრებთან ახლოს არცერთი მოთამაშე არ არის.

21:38 | 13.03.2019
არჩილ სოხუმელი (454)

ბორისი შაბალინი
Так 16 или 17 марта матч?
ნიკიტა არტამონოვი
Борис, 16ти 17
ოლეგი გოცკიი
Верю, что в этот раз сможем наконец то обыграть лелос.

21:39 | 13.03.2019
არჩილ სოხუმელი (454)

Федерация регби России
Сергей, оба матча будут транслироваться в интернете. Вторая игра также по каналу "Матч! Игра" в прямом эфире. Подробная информация будет ближе к матчам.

21:37 | 13.03.2019
არჩილ სოხუმელი (454)

ილდარი ისმაგილოვი უპასუა ალეკსეი-ს
Алексей, они не вызвали на сборы ни одного легионера, все из внутреннего чемпионата. Будет очень любопытно сравнить уровень. Надо бороться
მიშანია ფილატოვი
Грузия резерв будет играть за день до матча с нашей резерв, там же в Краснодаре))) так что они уже третий состав наигрывают с нашим вторым

21:31 | 13.03.2019
არჩილ სოხუმელი (454)

მინდოდა თქვენთვის მომეწოდებინა რუსი გულშემატკივრების კომენტარები:
ალეკსანდრი დავიდოვი
С каждым годом мы все ниже, в этом скорее всего четвертыми будем, грузин пока не одолеть, а дубы вряд ли уступят, но вспоминая матч с немцами ... Как бы в следующем году пятыми не стать
1
მომწონსმოწონებების ჩვენება11 მარ 11:49პასუხის გაცემა
ილდარი ისმაგილოვი
ილდარი ისმაგილოვი
Грузия резерв наверно привезет на этот матч
მომწონსმოწონებების ჩვენება11 მარ 15:26პასუხის გაცემა
ალეკსეი ორეშინი
ალეკსეი ორეშინი
Ильдар, да там и резерв в порядке

21:15 | 13.03.2019
არჩილ სოხუმელი (454)

Лин Джонс: «Я тренирую 25 лет, но раньше никогда с таким не сталкивался»
Наставник сборной России назвал причины досадного поражения в матче с «Дубами».
Мистер Джонс, как вы оцениваете игру? У болельщиков остались очень противоречивые впечатления – с одной стороны занесли четыре попытки против одной у соперников, с другой стороны потерпели поражение.
– Это было какое-то безумие. Мы так славно обставили противника и в итоге уступили! Лично я не могу припомнить ни одного международного матча, когда команду обошли на три попытки, а она в итоге победила.
Конечно, наша сборная предпочла бы плохо играть и выиграть, но ребята показали себя удивительно хорошо и при этом проиграли. Мне очень обидно за них.
Есть еще один вопрос, на который я никак не могу найти ответа: почему судьи давали нам столько штрафов? Да, российские игроки нарушают правила и получают за это, но другие команды тоже нарушают, но им не следует никакого наказания – почему?

Наша сборная проиграла два матча с разницей в пару очков, но Испании и Румынии присуждали по 18 пенальти каждый раз, а нам – меньше 8! Я тренирую 25 лет, но раньше никогда с таким не сталкивался. Мы, конечно, должны обратить внимание на дисциплину, на разговоры с судьями... Зато я сделал выводы после чемпионата Европы. На Кубке мира таких ситуаций не будет, потому что обсуживать матчи будут лучшие арбитры на Земле, которые принимают на поле исключительно правильные решения.
С вашей точки зрения можно ли сказать, что команда, несмотря на поражение, продемонстрировала рост?
– Я очень верю в нашу сборную. В воскресенье нас ждет невероятный вызов – встреча с командой, которую Россия не может обыграть вот уже 26 лет. Но правила созданы, чтобы их нарушать. В отличие от прошлых лет мы находимся в достаточно хорошей форме и есть шанс победить.
На текущий момент россияне завершают матчи лучше, чем соперники – это говорит об улучшении их физических кондиций. Наконец-то мы начинаем приближаться к стандартам Грузии. Конечно, «Лелос» все еще впереди, но если посмотреть на другие сборные, то они уже отстают от нас.
Наши ребята все еще учатся тому, как понимать рефери и как говорить с ними. Им нужно подтянуть регбийный английский, ведь на мировом первенстве точно не будет русскоговорящих арбитров.
Мы с нетерпением ждем встречи с нашими друзьями и соседями – «Лелос». Думаю, что в воскресенье получится отличный матч.
А в субботу Россия А впервые проведет с Грузией XV тест в Краснодаре – и это тоже отличная новость.
https://rugger.info/news/24556

19:12 | 13.03.2019
არჩილ სოხუმელი (454)

http://rugby.worldsport.ge/ge/page/8139_saqartvelo-xv-ma-mzadeba-daiwyo

19:08 | 13.03.2019
არჩილ სოხუმელი (454)

რუსები ეტყობა განხსაკუთრებულად ემზადებიან და როგორ ეტყობათ რაღაცის იმედიც აქვთ, ყველა თავიანთ უძლიერეს მორაგბეს მოუყარეს თავი:
Морозов вернулся в состав «медведей» на матч с Грузией
Морозов вернулся в состав «медведей» на матч с ГрузиейФото: Валерий Морозов сыграет с Грузией (с) Анастасия Осипова/ФРР
Лин Джонс объявил заявку сборной России на заключительную игру чемпионата Европы.

По сравнению с битвой против румын тренерский штаб валлийца сделал ряд изменений. Пропустят игру с «Лелос» травмированные Андрей Поливалов и Никита Вавилин, со скамейки запасных встречу начнёт Дмитрий Перов, вернулся в стартовые 15 Иннокентий Зыков.

Поливалова заменит столб «Сейл Шаркс» Валерий Морозов, а форварда «Славы» его коллега по амплуа Виталий Живатов.

Состав сборной России: 1. Валерий Морозов, 2. Станислав Сельский, 3. Иннокентий Зыков, 4. Андрей Остриков, 5. Андрей Гарбузов, 6. Антон Сычев, 7. Тагир Гаджиев, 8. Виталий Живатов, 9. Алексей Щербань, 10. Юрий Кушнарев, 11. Михаил Бабаев, 12. Дмитрий Герасимов, 13. Владимир Остроушко, 14. Герман Давыдов, 15. Василий Артемьев (к).

Запас: 16. Евгений Матвеев, 17. Сергей Секисов, 18. Азамат Битиев, 19. Богдан Федотко, 20. Роман Ходин, 21. Дмитрий Перов, 22. Рамиль Гайсин, 23. Виктор Кононов.

Чтобы войти в тройку призёров турнира России нужна только победа.

Матч состоится 16 марта в Краснодаре, начало в 14:00 по Киеву, 15:00 по Москве, 16:00 по Тбилиси.
https://rugger.info/news/24551

19:01 | 13.03.2019
NIKA..01 (257)

მხოლოდ გამარჯვება!!! წარმატებები!

0.120409