ბორჯღალოსნები

15:47 | 11.03.2019 | ნანახია 1365 - ჯერ

საქართველო XV-მა მზადება დაიწყო
შეკრებაზე 24 მორაგბეს უხმეს

საქართველო XV მარტყოფის ბაზაზე შეკრებაზე შევიდა და 16 მარტს კრასნოდარში, „ტრუდის“ სტადიონზე რუსეთის „ა“ ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგა.

მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ შეკრებაზე 24 მორაგბეს უხმო (14 მორკინალი, 10 ხაზი), რომელთა ნახევარი ორ კლუბს წარმოადგენს. დიდი 10-ის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშებაში მეორე ადგილზე მყოფი "ლოკომოტივი", ასევე ამ სეზონის ლიდერი "ბათუმი", საქართველო XV-ში 6-6 მოთამაშითაა წარმოდგენილი, 4 მოთამაშეა "ლელო-სარასენსიდან", სამი ქუთაისის "აიადან", ორი დიდი 10-ის დებიუტანტ პატარძეულის "ვეფხვებიდან" და თითო-თითო "ჯიქიდან", "აკადემიადან" და "არმიადან".

რადგან ეს პერიოდი სხვადასხვა ნაკრებების თამაშებით დახუნძლულია, მწვრთნელს შემჭიდროვებული სიიდან მოუწია არჩევანის გაკეთება.

„იცით, რომ ეროვნული ნაკრების გარდა, 20-წლამდელთა და 7-კაცა ნაკრებები შეკრებებზე არიან და ყველა სასურველ მოთამაშეს ვერ დავუძახეთ, რასაც ტრავმებიც დაემატა და გარკვეული ჩანაცვლებების გაკეთება მოგვიწია. ამის გათვალისწინებით, არჩევანით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ“ - ამბობს ხამაშურიძე და ფიქრობს, რომ საქართველო XV მეტოქეს გამოცდილებით და ტექნიკური არსენალით დაჯაბნის:

„ეს გუნდი ბარბაროსების ქართული ანალოგია და მისი მიზანი მოთამაშეებისთვის გამოცდილების მიღებაა, რაც შემდგომში ჩვენი ჩემპიონატის დონის ზრდას განაპირობებს. შარშან, „ზაფხულის თასზე“ მოთამაშეთა ერთი ბირთვი გვყავდა, ახლა სხვა მორაგბეებს დავუძახეთ და შესაძლოა, ინგლისის საგრაფოებთან თამაშისთვის სხვა ბირთვი გვყავდეს“.

„მცირე დროის მოუხედავად, ვეცდებით სათანადოდ მოვემზადოთ და რუსეთის „ა“ ნაკრები დავამარცხოთ. მეტოქის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ვფიქრობ დიდი 10-ის მორაგბეები ტექნიკურად უკეთ იქნებიან მომზადებული და მეტოქის დამარცხებას სწრაფი, ხელდახელ თამაშით შევეცდებით. მე ბიჭებს საკუთარ გამოცდილებას გადავცემ, რაც რუსეთთან თამაშებით დამიგროვდა. ვფიქრობ, მათაც კარგად აქვთ გათვითცნობიერებული ამ თამაშის მნიშვნელობა და გამარჯვებით გულშემატკივრის გახარებას ვეცდებით“.

საქართველო XV კრასნოდარში ეროვნულ ნაკრებთან ერთად, 15 მარტს გაემგზავრება. ქომაგს მათი თამაშის ხილვა სთრიმის საშუალებით შეეძლება.

საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი, 1), ზურაბ ერისთავი (ბათუმი, 1), ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები, 2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი, 2), გიორგი ქართველიშვილი (ლოკომოტივი, 3), მიხეილ რატიაშვილი (აია, 3), გელა შალამბერიძე (აია, 4-5), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია, 4-5), დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი, 4-5), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი, 4-5-6), ალექსანდრე კალმახელიძე (არმია, 6-7), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი, 6-7), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტივი, 6-7-8), ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი, 8);

ხაზი: დავით კლდიაშვილი (ჯიქი, 9), რევაზ ბროძელი (ვეფხვები, 9), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, 10), მამუკა ნინიძე (ბათუმი, 10-15), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, 10-15), გიორგი ტალახაძე (ლოკომოტივი, 12-13), რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი, 13), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), ანზორ სიჭინავა (ბათუმი, 11-14), ბექა მამუკაშვილი (ლელო-სარასენსი, 15).

www.rugby.ge


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:01 | 15.03.2019
გორდა (247)

- ვიზიარებ იმ მოსაზრებას რომ ა ნაკრებიც გვყავდეს. ძირითადად იმ მოთამაშეების ხარჯზე ვინც საზღვარგარეთ თამაშობს და ეროვნულში ვერ ხვდება. ეს მათთვის დიდი მოტივაცია იქნება.
- ასევე სტაბილურად ვკრებდეთ და ვათამაშებდეთ საქართველო xv-ს შიდა ჩემპიონატიდან.
- ამ საქმეს დღესდღეობით ალბათ ორი გარემოება აფერხებს: პირველი ფინანსების სიმცირე და მეორე რეგულაციები, მგონი ა ნაკრებში უცხოური გუნდები მოთამაშეებს მარტივად არ გამოუშვებენ. ისე ა ნაკრები რომ გვყავდეს და სტაბილურად ვათამაშოთ იგივე კლასის კუნძულებთან ნაკრებებთან ძალიან მაგარი იქნებოდა. მთლად გადასარევი თუ ეს ტურნირი ჩვენთან გაიმართებოდა.

18:56 | 13.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

რუსეთის А ნაკრები:
Виктор Гресев в роли капитана – Лин Джонс назвал состав России А
Виктор Гресев в роли капитана – Лин Джонс назвал состав России АФото: Виктор Гресев выведет Россию А на поле в роли капитана (с) ФРР
Тренеры «медведей» определились со списком из 23-х человек, которые сыграют с Грузией А в Краснодаре.

Капитанскую повязку второй команды получил Виктор Гресев, вернётся после длительного перерыва Владислав Созонов, впервые с Кубка Наций в сборную привлечён Никита Беков.

Россия А: 1. Алексей Скобиола, 2. Сергей Чернышев, 3. Кирилл Готовцев, 4. Александр Ильин, 5. Евгений Елгин, 6. Михаил Сидоров, 7. Патрис Пеки, 8. Виктор Гресев (к), 9. Тимур Исмаилов, 10. Сергей Янюшкин, 11. Даниил Потиханов, 12. Кирилл Голосницкий, 13. Игорь Галиновский, 14. Владислав Созонов, 15. Никита Чурашов.

Запас: 16. Евгений Мишечкин, 17. Леонид Калинин, 18. Андрей Игрецов, 19. Алексей Панасенко, 20. Никита Беков, 21. Сергей Тришин, 22. Константин Узунов.

Россия А и Грузия А сыграют в Краснодаре в субботу 15 марта, начало в 15:00 по местному времени. Прямую трансляцию смотрите на rugger.info
https://rugger.info/news/24552

18:45 | 13.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

აი ენისეის მწვრთნელის კომენტარი
Александр Первухин: « Как минимум еще пару матчей не мешало бы сыграть»
Александр Первухин: « Как минимум еще пару матчей не мешало бы сыграть»Фото: Александр Первухин (с) Федерация регби России
Главный тренер и игроки «Тяжелой машины» прокомментировали сегодняшнюю победу (52:14) в тестовой игре с «Локомотивом» (Тбилиси).



Александр Первухин, главный тренер «Енисея – СТМ»:

Даже с учетом сегодняшнего матча, нам все равно не будет хватать игровой практики перед матчем с «Тимишоарой». Как минимум еще пару матчей не мешало бы сыграть. Главное, что мы этот матч имеем и имеем возможность оценить все свои ошибки.

Я благодарен «Локомотиву». Несмотря на отсутствие нескольких игроков, они согласились сыграть. Матч получился очень хорошим и таким образом программу сбора мы полностью выполнили»



Юрий Баранов, центр «Енисея – СТМ»:

«Полезная была игра. Полезна в плане того, чтобы посмотреть молодежь и легионеров. Мне кажется, они показали себя достаточно хорошо. Первый тайм получился довольно жестким, во втором грузинская команда чуть просела и нам было легче играть. В общем, позитивные впечатления остались. Это полезная практика»



Никита Чурашов, флай-хав «Енисея – СТМ»:

«Мы знали, что тяжело будет в «статике». В динамичной игре сразу поняли, что нужно играть в широкую сторону. Нам хватало глубины, и в этом, наверное, много позитивных моментов у нас получилось. В общем хорошая игра с хорошей командой. Начали сезон с победы, и я думаю, побед будет еще больше. Много работы нужной работы проделали на сборе. Подтянули защиту, что очень поможет в сезоне»
https://rugger.info/news/24538

18:39 | 13.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

მეც უკრაინულ თუ რუსულ საიტზე ვნახე. იხ თვითონ ენისეის მწვრთნელი ამბობს, რომ ლოკომოტივს ბევრი ძირითადის მოთამაშე აკლდა. პირველი ტაიმი რუსებმა 5 ქულით მოიგეს, ლოკომოტივმა პირველი ტაიმი 14 - 19 წააგო, გამოდის, რომ მეორე ტაიმი სულ ვერ ვითამაშეთ და როგორც ანგარიშიდან ჩანს, მეორე ტაიმში 7 ლელო დაგვიდეს. თანაც 7-ვე გარდასახვა გამოიყენეს რაც იმას ნიშნავს, რომ ლელოებს ადვილად გვიდებდნენ. რუსულ საიტებზე უკვე მოყვა კომენტარები.
https://rugger.info/news/24537
Енисей – СТМ» обыграл тбилисский «Локомотив»
«Енисей – СТМ» обыграл тбилисский «Локомотив»Фото: Матч «Локомотив» - «Енисей - СТМ» 12.03.2019 (с) «Енисей-СТМ»
В преддверии игр Континентального щита «Тяжелая машина» провела успешный тест-матч со столичным грузинским клубом.

«Локомотив» (5) 14: 52 (19) «Енисей - СТМ»

18:41 | 13.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

ВОЙТИ С ПОМОЩЬЮ




ИЛИ ЧЕРЕЗ DISQUS


Имя


Аватар
Datvi
9 часов назад
Очень хорошо! Холодный и отрезвляющий душ всегда полезен - хорошо отрезвляет и спускает на землю! И пафос вмиг исчезает !

1
Ответить

Аватар
Amateur_IK
21 час назад
Основные игроки Локомотива разбросаны по разным сборным: нац., "А" и семерка.
У них играл дубль.

3
Ответить

Аватар
Виктор Amateur_IK
19 часов назад
У Енисея тоже пол состава в1-ой Сб. России и в Сб. России "А"
Поэтому я думаю играли обе команды ближайшими резервами

4
Ответить

Аватар
Amateur_IK Виктор
3 часа назад
Следует признать, что на данный момент Енисей и КЯ выглядят сильнее ведущих клубов Диди-10.
Так что это был полезный матч. Одни размялись перед матчем с Тимишоарой, а другие тщательно обдумают и проанализуруют свои недостатки.


Ответить

Аватар
Levan Mikeladze Виктор
16 часов назад
Да добавте к етому составу легионеров

00:30 | 13.03.2019
ტაკმადა (10)

რუსულმა კლუბმა ლოკომოტივს დიდი ანგარიშით მოუგო თბილისში
ლოკომოტივი - ენისეი 14 - 52

17:38 | 13.03.2019
გორდა (247)

- ცუდია, რომ ეს ამბავი (ენისეის საქართველოში ჩამოსვლა და ლოკომოტივთან თამაში რომ არ გაშუქდა - მე ყოველ შემთხვევაში მხოლოდ ერთგან ვარაუდის დონეზე შემხვდა).
- საინტერესოა ლოკომოტივის და ენისეის შემადგენლობები;
- რაც არ უნდა იყოს ასეთი მარცხი, თან თბილისში ძალიან, ძალიან ცუდია და დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მის ანალიზს.

21:17 | 13.03.2019
jora84 (176)

ლოკომოტივმა დუბლებით ითამაშა

19:06 | 13.03.2019
NIKA..01 (291)

სირცხვილი ჩვენს ბიზნესს,რომ 1 სარაგბო გუნდსაც კი არ აფინანსებენ სტაბილურად.არადა 5 მილიონიც რო ქონდეს წლიური დაფინანსება ისეთ სარაგბო გუნდი გაკეთდებოდა,რომელიც ევროპაზეც წარმატებით ითამაშებდა.რაგბში უმეტესობა ტოპ ვარსკვლავებს 1 მილიონიც კი არ აქვთ წლიური ხელფასი და ეს თანხა საკმარისი იქნებოდა კარგი გუნდის გასაკეთებლად,მაგრამ ჩვენი ძუნწი ბიზნესმენებისგან არაფრის იმედი აღარ მაქვს.

00:51 | 12.03.2019
NIKA..01 (291)

რუსების მეორე ნაკრებთან თუნდაც ჩვენი ჩემპის ნაკრებმა რატო უნდა წააგოს?ზოგადად კი ა ნაკრები,რომ გვყავდეს სადაც არა მხოლოდ დიდი 10 დან იქნებოდნენ მორაგბეები კარგი იწნებოდა.ეს იქნებოდა ნაკრების კანდიდატი მორაგბეების გამოცდისთვის შესანიშნავი საშუალება.დაფინანსება თუ იქნებოდა სპარინგპარტნიორებიც არ გაგვიჭირდებოდა,ვფიქრობ ბრაზილია,ურუგვაი,ნამიბია და ა.შ. უარს არ იტყოდნენ ჩვენ ა ნაკრებთან ტესტებზე

00:44 | 12.03.2019
NIKA..01 (291)

მე გამარჯვებას ველი,მჯერა და ვითხოვ))

01:42 | 12.03.2019
პანტელეიმონი (1180)

ვუერთდები თქვენს მოლოდინს და მოთხოვნას ! ! !

22:30 | 11.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

მხედველობაში მქონდა რუსებს შორის უძლიერესი მორაგბეები. დღევანდელ რუსეთის ნაკრებთან ექსპერიმენტული შემადგენლობით მოგება რუსეთში ძაან გაგვიჭირდება. შარშან ბოლო 20 წუთში დავამარცხეთ რუსეთის ნაკრები. ხანდახან აქვთ გამონათებები და შეუძლიათ პრობკემების შექმნა, ძაან მაფიქრებს რუმინეთს 4 ლელო, რომ დაუდეს, ლელოები დაუდეს ესპანეთსაც. მე იმის თქმა მინდოდა, რომ რუსებს შეუძლიათ თითქმის თანაბარი ძალის მქონე 2 ნაკრების შეკრება. საქართველოდან უძლიერესი ქართველი მორაგბეები საზღვარგარეთ თამაშობენ (უფრო პირველი ხაზელები), დიდი 10-დან რამოდენიმე მორაგბე კი მთავარ ნაკრებშია გამოძახებული. 20 წლიანების შეკრებაზეც არიან... არიან ტრავმირებულებიც. ამიტომ გამოვთქვი შიში. თორემ მეც თქვენსავით გამიხარდება თუ ორივე ჩვენი ნაკრები იმარჯვებს.
P.S.: საკლუბო დონეზე როცა ვეთამაშეთ რუსებს, ყოველთვის მოგვიგეს, მხედველობაში მაქვს როცა რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე კლუბს ხვდებოდა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კლუბი, არა სსრკ-ს დროინდელი საკავშირო ჩემპიონატი. თუ როდესმე მოგვიგია გთხოვთ დაწეროთ.
P.P.S.: უბრალოდ ვამოვთქვი ჩემი აზრი, ხომ არ აჯობებდა მეთქი შეგვექმნა ნაკრები ჩვენი იმ ლეგიონერების დამატებითაც, რომლებიც მრავლად არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ და საქართველოს მთავარ ნაკრებში ვერ მოხვდნენ. დავარქვათ А ნაკრები და ვეთამაშოთ არა მარტო რუსებს. როგორც ვიცი ევროპის ელიტის ქვეყნების А ნაკრებში ბევრი ისეთი მორაგბე თამაშობდა, რომლებსაც ადრე უთამაშია მთავარ ნაკრებში.

18:42 | 11.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

მაინტერესებს შეიძლებოდა თუ არა ა ნაკრები შეეკრიბათ საზღვარგარეთ მოთამაშე მორაგბეებისაგან პლიუს დიდი 10 ის მოთამაშეები, რომლებსაც მანამდე საქართველოს ნაკრებში აქვთ ნათამაშევი? რუსეთის ა ნაკრებში იგამაშებენ უძლიერესი რუსი მორაგბეები, რომლებიც მთავარ ნაკრებში ვერ მოხვდნენ. რუსების 2 კლუბი წარმატებით თამაშობს ევროპის ტურნირებზე. მგონია რომ საქართველის XV ნაკრდბს შანსი არა აქვს რუსეთის ა ნაკრებთან. ძაან გაბიხარდბ თუ შევცდები.

19:01 | 11.03.2019
jora84 (176)

ჩვენი ა ნაკრების ქვაკუთხედი კი ის არის, რომ მხოლოდ დიდი 10 მოთამაშეებს იძახებენ. რუსებს კიდევ ძირითად ნაკრებში არ ყავთ უძლიერესი მორაგბეები და ა ნაკრებისთვის ხიდან მოკრიფავენ?

22:26 | 11.03.2019
არჩილ სოხუმელი (484)

მხედველობაში მქონდა რუსებს შორის უძლიერესი მორაგბეები. დღევანდელ რუსეთის ნაკრებთან ექსპერიმენტული შემადგენლობით მოგება რუსეთში ძაან გაგვიჭირდება. შარშან ბოლო 20 წუთში დავამარცხეთ რუსეთის ნაკრები. ხანდახან აქვთ გამონათებები და შეუძლიათ პრობკემების შექმნა, ძაან მაფიქრებს რუმინეთს 4 ლელო, რომ დაუდეს, ლელოები დაუდეს ესპანეთსაც. მე იმის თქმა მინდოდა, რომ რუსებს შეუძლიათ თითქმის თანაბარი ძალის მქონე 2 ნაკრების შეკრება. საქართველოდან უძლიერესი ქართველი მორაგბეები საზღვარგარეთ თამაშობენ (უფრო პირველი ხაზელები), დიდი 10-დან რამოდენიმე მორაგბე კი მთავარ ნაკრებშია გამოძახებული. 20 წლიანების შეკრებაზეც არიან... არიან ტრავმირებულებიც. ამიტომ გამოვთქვი შიში. თორემ მეც თქვენსავით გამიხარდება თუ ორივე ჩვენი ნაკრები იმარჯვებს.
P.S.: საკლუბო დონეზე როცა ვეთამაშეთ რუსებს, ყოველთვის მოგვიგეს, მხედველობაში მაქვს როცა რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე კლუბს ხვდებოდა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კლუბი, არა სსრკ-ს დროინდელი საკავშირო ჩემპიონატი. თუ როდესმე მოგვიგია გთხოვთ დაწეროთ.
P.P.S.: უბრალოდ ვამოვთქვი ჩემი აზრი, ხომ არ აჯობებდა მეთქი შეგვექმნა ნაკრები ჩვენი იმ ლეგიონერების დამატებითაც, რომლებიც მრავლად არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ და საქართველოს მთავარ ნაკრებში ვერ მოხვდნენ. დავარქვათ А ნაკრები და ვეთამაშოთ არა მარტო რუსებს. როგორც ვიცი ევროპის ელიტის А ნაკრებში ბევრი ისეთი მორაგბე თამაშობდა, რომლებსაც ადრე უთამაშია მთავარ ნაკრებში.

18:59 | 11.03.2019
jora84 (176)

რუსების ერთმა გუნდმა ითამაშა ევრო ტურნირებზე წელს, მაგ გუნდში კი ამინდს ლეგიონერები ქმნიან.

17:28 | 11.03.2019
NIKA..01 (291)

აუცილებლად უნდა მოვუგოთ.რუსეთის ნაკრებთან წაგებაზე არც კი მსურს გაფიქრება))

16:50 | 11.03.2019
გორდა (247)

ცნობილ მიზეზთა გამო აუცილებელია ორივე ნაკრების გამარჯვება!!

წარმატებებს ვუსურვებ ქართველ მორგბეებს!!

შემადგენლობასთან დაკავშირებით შეკითხვა მაქვს: ის ვინც ეროვნულ ნაკრებში 17 მარტის შეხვედრის განაცხადს მიღმა დარჩება (დიდი 10-ის მოთამაშეები), რატომ არ შეიძლება დაემატოს და გააძლიეროს საქართველოს XV ნაკრები, ან იქნებ ეს ასეც არის ჩაფიქრებული და ამ სტატიაში არ წერია უბრალოდ?!
ვისაც გაქვთ ინფორმაცია დაწერეთ.

0.115838