სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ბორჯღალოსნები

18:37 | 10.03.2019 | ნანახია 3644 - ჯერ

ლამაზი სანახაობა ქუთაისში: “ბორჯალოსანთა” 8 ლელო და მორიგი ტიტული

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019 წლის გათამაშებაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და შეჯიბრის მოგება კიდევ ერთხელ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” გასულ ტურებში რუმინეთს (18:9), ესპანეთსა (24:10) და ბელგიას (46:6) აჯობეს, დღეს კი, ქუთაისის სარაგბო სტადიონზე აუტსაიდერ გერმანიას დაუხვდნენ და მოლოდინისამებრ, იოლი მოგება მიითვალეს – 52:3.
ცხადია, ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღეს და თავი 18 ქულას მოუყარეს. მე-2 პოზიციაზე მყოფ ესპანეთს 13 ქულა აქვს, ამდენად, დასკვნით ტურში მათი მაქსიმუმი “ბორჯღალოსნებთან” გათანაბრება იქნება, ურთიერთშეხვედრაში უპირატესობის წყალობით კი, ჩვენების პირველ პოზიციას მაინც არაფერი ემუქრება.
ამგვარად, საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის (ყოფილი ერთა თასი) ოფიციალური ჩემპიონი მეთერთმეტედ გახდა (წინა ტიტულები – 2001, 2007/08, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2018), არა-ფორმალური “უცროსი 6 ერის” საუკეთესო გუნდი კი მეცამეტედ (2001, 2005, 2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2018) შეიქმნა.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრები გერმანიას ისტორიაში მერვედ დაუპირისპირდა და ასპროცენტიან შედეგს ინარჩუნებს. “ბორჯღალოსნებს” დღევანდელ მეტოქესთან უკვე 418 ქულა აქვთ აღებული და 63-ჯერ დაულელოვებიათ, რაც უდიდესი უპირატესობაა.
“ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა ტრადიციას არ უღალატა და გასულ მატჩთან შედარებით, რაზმი საგრძნობლად გადაახალისა. შერკინების ხაზში ოთხი ცვლილება განხორციელდა. სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეხუთე თამაში დაიწყო კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა, მარქაფიდან კი ბურჯები ზურაბ ჟვანია და ბექა გიგაშვილი დაწინაურდნენ.
მეორე ხაზში კვლავ ძირითადში იყო გიორგი ნემსაძე, რომელსაც ამჯერად შალვა სუთიაშვილი შეუწყვილდა. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს გიორგი ცუცქირიძემ და შემკვრელმა ოთარ გიორგაძემ, ხოლო გიორგი თხილაიშვილის ნაცვლად, მეორე ფლანკერად ბექა საღინაძე ვიხილეთ.
ბელგიურ შეხვედრასთან შედარებით, სამი ცვლილება ვიხილეთ ხაზში. სასტარტო რაზმში გამოჩნდა გამოცდილი ლაშა მალაღურაძე, რომელიც შუამარბად მოგვევლინა და 90-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. ლაშა ცენტრში ნაკრების კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდა.
ფრთაზე კვლავ ძირითადში იყო მირიან მოდებაძე, ხოლო მეორე გარემარბად სოსო მათიაშვილი გამოჩნდა, რომელიც ბრიუსელში ფულბექი იყო. სოსომ ზურაბ ძნელაძე ჩაანაცვლა, 15-ნომრიანი კვართი კი ლაშა ხმალაძემ მოირგო.
ახალგაზრდულად გამოიყურებოდა ღერძი. 9 ნომერზე შარშანდელი რაგბი ევროპის შემდეგ ძირითადში დაბრუნდა გელა აფრასიძე, 19 წლის თედო აბჟანდაძე კი მგეზავად ზედიზედ მეექვსე მატჩში მოგვევლინა.
საგულისხმოა, რომ “აია არენაზე“, მშობლიურ ქალაქში, მინდორზე 5 ქუთაისელი ბორჯღალოსანი (გიორგი ნემსაძე, ბექა გიგაშვილი, ოთარ გიორგაძე, მირიან მოდებაძე და თედო აბჟანდაძე) გამოჩნდა და მათ მოტივაცია ნამდვილად არ დაჰკლებიათ.
გაილაღა მოდებაძემ, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ ექვს შეხვედრაში 1 ლელო ჰქონდა დადებული, ამჯერად კი, ჰეთ-თრიკი შეასრულა. მირიანის გარდა, ლელოების დადება ლაშა ხმალაძემ, შალვა მამუკაშვილმა, ლაშა მალაღურაძემ, ვასილ ლობჟანიძემა და მერაბ შარიქაძემ მოახერხეს. აფრასიძემ 5 გარდასახვა გამოიყენა, მათიაშვილმა – 1, გერმანელთა მთელი მონაგარი კი კრისტოფერ ჰილზენბეკის კინკილა ჯარიმა იყო.
აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნებმა” “ბრიუსელური ხაზი” გააგრძელეს და ხელდახელ თამაშის წყალობით, ქუთაისურ არენაზე შეკრებილ პუბლიკას ლამაზი სანახაობა შესთავაზეს. ცხადია, იყო შეცდომებიც, თუმცა ქართველებმა არაერთი ჩინებული იერიში განახორციელეს, გერმანელთა ხაზი არაერთხელ გაიჭრა და ლელოებიც შთამბეჭდავი გამოვიდა.
დამაჯერებელ გამარჯვებაში თავისი წვლილი ყველამ შეიტანა, თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს გიორგი ცუცქირიძისა და განსაკუთრებით, ოთარ გიორგაძის საოცარი თამაში. ქართველმა მესამეხაზელებმა დიდებული კონტაქტები აკეთეს და ყოველი მიძალებისას არაერთ მეტრს იგებდნენ. ერთი სიამოვნებაა იმის ნახვა, როდესაც ნაკრების 7 და 8 ნომრები ასე სხარტადა და სწრაფად მოქმედებენ.
ერთადერთი, რაც შეიძლება, გულში ხინჯად დაგვრჩენოდა, ჩვენების უდისციპლინო თამაში იყო, რომელიც შოტლანდიელებმა მსაჯებმა ხელზე დაიხვიეს, უმოწყალოდ გვაჯარიმეს და მაქსიმუმი გააკეთეს, რათა “შავ არწივებს” 1 ლელო მაინც დაედოთ, თუმცა, ისინი ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. კარგი იყო ისიც, რომ პირველ ტაიმში მეტოქის ლამის 10-წუთიანი მიძალებისას მათ ქულების აღების საშუალება არ მივეცით.
“ბორჯღალოსნები” მიმდინარე ტურნირის დასკვნით მატჩს 17 მარტს კრასნოიარსკში რუსეთთან ჩაატარებენ. “დათვები” გუშინ რუმინეთს სტუმრობდნენ და მართალია, მასპინძლებზე 3 ლელოთი მეტი (4:1) გაიტანეს, დასანანი მარცხი განიცადეს – 20:22.
რუსები განსაკუთრებით მათი დამრტყმელების სისუსტემ აზარალა, რომელთაც ძელებს შორის ბურთი ვერცერთხელ გაატარეს. სტუმრებისთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტი შეხვედრის ბოლო წუთი გამოდგა, როდესაც რეფერიმ მათ არარსებული ლელო ჩაუთვალა და ზუსტი გარდასახვის შემთხვევაში, ანგარიში საყაიმო ხდებოდა, თუმცა, რამილ გაისინმა თავი შეირცხვინა.
მე-4 ტურის კიდევ 1 მატჩი მადრიდში შედგა, სადაც ფავორიტად შერაცხული ესპანეთი ბელგიას დაუხვდა, 7-ჯერ დაალელოვა და 33:9 სძლია. “ლეონესი” 17 მარტს კიოლნში გერმანიას ესტუმრება და წარმატების შემთხვევაში, შეჯიბრს მე-2 ადგილზე დაასრულებს, დღის კიდევ ერთ შეხვედრაში კი, ბრიუსელში, ბელგია რუმინეთს დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:44 | 12.03.2019
GENESIS (49)

ვეთანხმები ქვემოთ ნათქვამს. საჭირო პასი ზოგჯერ არ გაიცემოდა.. შესაძლოა სუსტი მეტოქის გამო.. ცუცქირიძეს სისწრაფეში მართლა არანორმალურად მომატებული აქვს და ახლა პასის და ოფლოუდის კულტურასაც თუ ასევე წარმატებით აითვისებს, სუპერ მესამეხაზელთა კატეგორიაში დამკვიდრდება. გიორგაძე კი, უბრალოდ, როგორც ადრე გორგოძე, გადასულია ხალხის რბევაზე )) - "კაცი კაცსა შემოსტყორცნაო" ასეთზეა ნათქვამი.. მთავარია, ახლა მობილიზებით რუსეთთან.. გასვლითი თამაშია მაინც და დაკვირვება და მაქსიმალური კონცენტრირება დაჭირდება.

01:21 | 12.03.2019
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბორჯღალოსნებო ! ! !

17:22 | 11.03.2019
NIKA..01 (335)

გილოცავთ! იყო კარგი თამაში,კარგი კომბინაციები და უამრავი ხარვეზი...ასეთ მეტოქესთან არ ჩანს შედეგში ის ხარვეზები და შესაძლოა უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს,თუმცა სინამდვილეში ძალიან დასაფიქრებელია.რამოდენიმე შეტევის დროს,როდესაც ელემენტალურად გარშემო გახედვა და მიმყოლ თანაგუნდელზე პასი იყო საკმარისი,რომ დაუბრკოლებლად დაგვედომლელო ეს პასი არ გაკეთდა,არ ვიცი იმიტო რომ ვერ დაინახა,თუ იმიტომ რომ დაინახა მარა თავად მოისურვა დასრულება,ორივე შემთხვევაში ეს შეცდომაა და ძლიერ მეტოქესთან მსგავსი ხარვეზები ძვირად დაგვიჯდება.მსურს ვხედავდე გამართულ რაგბს,მიუხედავად მეტოქისა და ანგარიშისა,თუნდაც 100-0 იგებდე,როცა პასი მისაცემია უნდა მისცე.წარმატებები ბიჭებს!

19:56 | 10.03.2019
გორდა (250)

გილოცავთ ყველას ბორჯღალოსნების გამარჯვებას!!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110227
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X