შიდა რაგბი

14:15 | 12.02.2019 | ნანახია 866 - ჯერ

დიდი 10: "არმაზი" 5:28 "არმია"

თბილისის ‘არმიამ’ მარნეულის ‘არმაზს’ 28:5 სძლია და დიდ 10-ში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ლევან ცაბაძის გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და მე-9 ადგილოსან ‘ვეფხვებთან’ ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა.

‘არმია’ თავიდანვე დაწინაურდა - ჯერ ბახვა კობახიძემ გაიტანა ჯარიმა, მერე გოდერძი ჭინჭარაულმა მიითვალა ლელო, ხოლო კობახიძემ გარდასახვას 30-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა მიაყოლა. ‘არმაზმა’ შესვენებამდე ვაჟა თაგაურის ლელოთი უპასუხა და ტაიმი 13:5 დასრულდა.

კობახიძემ 54-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, ტაიმის შუაში დაჩი პაპუნაშვილმა მეორე ლელო გაიტანა, ხოლო ბოლო წუთზე ლელო კობახიძემაც მიითვალა და ‘არმია’ ამ გამარჯვებით ბრძოლაში დაბრუნდა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085218