სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

22:22 | 27.01.2019 | ნანახია 997 - ჯერ

დიდი 10: "ვეფხვები" 16:22 "ლელო-სარასენსი"

შეცვლაზე შესულმა ირაკლი ყიასაშვილმა, პატარძეულში ‘ვეფხვებს’ ლელო გაწითლებულ დროზე გაუტანა და ‘ლელო-სარასენსს’ დაძაბულ მატჩში 22:16 მოაგებინა.

დაძაბული მატჩის უმეტესი დრო მასპინძლები ლიდერობდნენ, თუმცა ისე, როგორც პირველ წრეში, გადამწყვეტი ლელო მიწურულს გაუშვა და მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა.

თამაში თბილისელების შეტევებით დაიწყო, მაგრამ ჯარიმები კარში არ დაარტყეს, ვერც ლელო გაიტანეს და 15-წუთიანი დომინირება უქულოდ დაასრულეს. ‘ვეფხვებმა’ პირველივე შეტევა ლელოთი დაასრულა: რეზი ბროძელმა ბურთი ფეხით გადაკიდა, მას ლაშა შალიკაშვილი მიყვა და ანგარიში გახსნა. გარდასახვა არაზუსტი იყო და მალე მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა. პატარძეულელებმა ჯერ არეკნით სცადეს 3 ქულის აღება და ბურთი კარს ასცდა, მერე ჯარიმა ძელმა აისხლიტა, ტაიმის ბოლოს კი ლაშა გურგენიძემ მიზანი გაისწორა და გუნდს 5-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა.

‘ვეფხვებმა’ მეორე ლელო მეორე ტაიმის მე-15 წუთზე გაიტანა: ‘ლელო-სარასენსი’ მეტოქეს დერეფანში არ შეეწინააღმდეგა, ალექსი მუჩიაშვილმა თავად შეუტია, ხაზი სუფთად გაჭრა და მიზნამდე წინააღმდეგობის გარეშე ირბინა. სტუმრებმა იქვე უპასუხეს, შერკინების შემდეგ აკაკი ტაბუცაძემ ხაზი გაჭრა, ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა და ბექა მამუკაშვილმა ლელო ალამთან გაიტანა.

‘ლელო-სარასენსმა’ თამაში ააჩქარა 67-ე წუთზე დაწინაურდა. ბურთი მარჯვენა ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა და ამჯერად ლელო ტაბუცაძემ მიითვალა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვა ძელის გავლით გაიტანა. ლაშა გურგენიძემ საკუთარ გუნდს ლიდერობა 74-ე წუთზე, ჯარიმით დაუბრუნა, თუმცა ‘ვეფხვებმა’ ბოლო შეტევას ვეღარ გაუძლეს, ირაკლი ყიასაშვილმა ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 22:16.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.078254
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X