ლეგიონერები

17:21 | 6.11.2018 | ნანახია 2046 - ჯერ

გიგაშვილის მეორე აღიარება (+VIDEO)

ფრანგული “გრენობლის” 26 წლის ქართველი მორაგბე ბექა გიგაშვილი ტოპ 14-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა.
გასულ უქმეეებზე გრენობლელები ფრანგული რაგბის ერთ-ერთ გრანდ “კლერმონს” დაუხვდნენ და ფრედ (27:27) ითამაშეს, გიგაშვილი კი მოედანზე 30-ე წუთზე ტრავმირებული დუდუ ქუბრიაშვილის ნაცვლად გამოჩნდა და ოთხ წუთში ლელოს დადება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ “გრენობლს” საფრანგეთის ჩემპიონატში 14 ქულით მე-11 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი სანაკრებო ბატალიების შემდეგ, 24 ნოემბერს, სტუმრად “რასინგთან” გამართავს.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, გიგაშვილი ნოემბრის ტესტებისთვის “ბორჯღალოსანთა” რიგებშია გამოძახებული და სავარაუდოდ, საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტიც ექნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084107