ბორჯღალოსნები

14:37 | 26.10.2018 | ნანახია 3422 - ჯერ

34 ბორჯღალოსანი თიბისი რაგბის სერიებისთვის: ფრანგული შეკრება

თიბისი რაგბის სერიების დაწყებამდე, ბორჯღალოსნების 34-კაციანი შემადგენლობა საფრანგეთში შეიკრიბება, საიდანაც 10 ნოემბრის მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე იტალიაში ჩავა.

დიდი 10-ის, ზე-რაგბის, ტოპ 14-ის და ინგლისური პირველობის კლუბების მოთამაშეები საფრანგეთისკენ გეზს შაბათს აიღებენ, სადაც მათ ევროპის წამყავნ კლუბებში მოთამაშე ბორჯღალოსნებიც შეუერთდებიან.

10 ნოემბერს ბორჯღალოსები იტალიას ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“ ერკინებიან, რის შემდეგაც თიბისი რაგბის სერიები თბილისში გაგრძელდება და 17 ნოემბერს სამოას „ავჭალაზე“, ხოლო 24 ნოემბერს ტონგას „მიხეილ მესხზე“ დავუხვდებით. ყველა თამაში საქართველოს დროით 18 საათზე იწყება.

2018 წლის დასკვნით შეხვედრებს მილტონ ჰეიგი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება:

„წლის დამაგვირგვინებელი თამაშები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კამპანიაა და გამონაკლისი არც 2018 წლის თიბისი რაგბის სერიებია. გველის სამი უმნიშვნელოვანესი ტესტი მაღალი დონის მეტოქეებთან და მათ მოსაგებად მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურად და მენტალურად კარგად მოვემზადოთ.

„მსოლფიო თასამდე 11 თვეზე ნაკლები რჩება და თიბისი რაგბის სერიები ჩვენი მოსამზადებელი გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გვეძლევა საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მაღალი დონის გუნდებთან, რომლებიც ასევე ითამაშებენ იაპონიის მსოფლიო თასზე“.

ტრავმები და ახალი სახეები

მომავალ თამაშებს ბორჯღალოსნები რამდენიმე ლიდერის გარეშე ხვდებიან. ტრავმების გამო თიბისი რაგბის სერიები 2018-ს ტოვებენ კოტე მიქაუტაძე, დავით კაჭარავა, კარლენ ასიეშვილი, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, კოკი თხილაიშვილი, მირიან მოდებაძე და გუგა შენგელია. სერიებზე ჰეიგი აპირებდა ასევე 20-წლამდელთა ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, სანდრო სვანიძის გამოძახებასაც, მაგრამ სამწუხაროდ მასაც ტრავმა აქვს. ტრავმის გამო შეკრებაზე ასევე არ იქნება პირველი ქართველი ცენტურიონი, მერაბ კვირიკაშვილი.

ფრანგულ შეკრებაზე ოთხი ისეთი მოთამაშე იქნება, რომელთაც ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშიათ - უმცროსი ბორჯღალოსნები გურამ გოგიჩაშვილი და თედო აბჟანდაძე, რომლებმაც 2017 და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე საოცრად ითამაშეს; ბექა გიგაშვილი (გრენობლი, ტოპ 14) და გრიგორ ქერდიყოშვილი (ლელო სარასენს, დიდი 10). ახალი სახეა ზურაბ ძნელაძეც (ლოკომოტივი, დიდი 10), რომელმაც ნაკრების კვართით ერთადერთხელ, 2013 წელს მსოფლიო რაგბის თბილისის თასზე, სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

გამოძახებულთა შორის რამდენიმე ისეთი მორაგბეა, რომელთაც ტრავმების გამო ნაკრებში წელიწადზე მეტია არ უთამაშიათ: დუდუ ქუბრიაშვილი (ბოლოს 2 წლის წინ, 2016 წელს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა); ბექა ბიწაძე (ბოლოს 2017 წლის ნოემბერში აშშ-ს წინააღმდეგ ითამაშა); ბექა გორგაძე (ბოლოს 2017 წლის რაგბი ევროპაზე, რუმინეთთან ითამაშა); გიორგი აფციაური (ბოლოს 2016 წელს შოტლანდიასთან ითამაშა).

შემადგენლობაზე ჰეიგი ამბობს:

„ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რადგან ტრავმების გამო ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვაკლია. მეორეს მხრივ, ესაა უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც ნაკრებში ტრავმირებულების ადგილს დაიკავებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა დაგვანახონ რა შეუძლიათ და სხვადასხვა პოზიციებზე შექმნან სიღრმეები.

„მიუხედავად სირთულეებისა, გუნდში გვყავს გამოცდილ მოთამაშეთა ბირთვი, რომლებსაც კარგად ესმით ჩვენი სისტემები. მათ ეროვნულ გუნდში თავი არაერთხელ გამოუჩენიათ და ველი, რომ გუნდს ახლაც გაუძღვებიან. ასევე გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც საქართველოსა თუ საფრანგეთში, თავ-თავიანთ კლუბებში შესანიშნავად გამოიყურებიან და მათგან სიახლეებს ველით“.

www.rugby.ge


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:12 | 05.11.2018
გიორგი16 (34)

პირველ ხაზში არანაირი პრობლემა არ გვაქ ჩილაჩავა და ნარიაშვილი ყვეალაფერი ნათქვამია, მაგრამ მე რაც გოგიჩაშვილს ვუყურებ და მითუმეტეს გუშინ ჩილაჩავამ ძვრა ვერ უყო და ტოლი არ დაუდო არაფერში გავოცდი ამ ბიჭის ამ დონეზე თამაშით და მისი მომავალი შესაძლებლობებით, ბრეგვაძე მამუკაშვილი ბოლო წლების უცვლელი ორი ჰუკერი, ერთი კარგი ფაქტი დაბრუნდა გორგაძე, და 8 ნომერზე ამ ნაკრებში იდეალურია, სუთიაშვილი და ლომიძე დადგებიან მე–2–ე ხაზში 4–5 ზე. მიქაუტაძის დანაკლისი უდიდესია მაგრამ რა ვქნათ მის გარეშეც უნდა ვითამაშოთ,

ხაზს რაც შეეხება კაჭის დანაკლისიც უდიდესია და მეორე ფაქტორი ბუკა უთამშებელი მძიმე ტრამვის შემდეგ, დაგვიბრუმდა თაზო მაგრამ ვეც მასსზე ვიტყვით რომ იდეალურ ფორმაშია, კლუბში არ უწევს თამაში მაგრამ თაზო და ბუკა ერთი თაობის, თავის ასაკთან შედარებით გამოცდილები და ჩემი პირადი აზრით ამ ეტაპზე უალტერნატივოები არიან, ვასკას უდრო დიდი დრო უნდა კლუბში რომ განვითარდეს, ისეთი შთაბეჭდილება მღცება რომ მხოლოდ ნაკრებში იზრდება და ეს საკმარისი არ არის, მათიაშვილი ასევე ერთ–ერთი აღმოჩენააა და ჩვენი ნაკრების მომავალი და მეიმედება მისი, და ბოლოს დიდი იმედი მაქ თედოსი ჭკვიანი ბიჭია კარგი მოედნის ხედვით და კარგი გადაწყვეტილელებით რომელშიც რისკიც არის მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებელია, ძირითადში არამგონია დაიწყოს მაგრამ მარქაფიდან იდეალურად ჩაერთვება თამაშში,

წარმატებები ბიჭებს, რთული მაგრამ არა დაუძლეველი მოწინააღმდეგე გვყავს

11:00 | 05.11.2018
გიორგი16 (34)

პ.ს. ნოდარ ჭეიშვილი გამომრჩა და მინდა რომ ვახსენო მისი კარგი თამშები და იმედაი ჰეიგი აუტებისას კარგად გამოიყენებს მის შესაძლებლობებს და სიმაღლეს

02:29 | 01.11.2018
პანტელეიმონი (1218)

ბიჭებო, სრულიად საქართველო იდგება თქვენთან ერთად მოედანზე, ამჯერად სამშობლო, ფლორენციაში გვაქვს დასაცავი ! ! !

00:26 | 31.10.2018
გუგა80 (177)

გიორგიგ83, აზრზე არ ვარ ვინ ყავს დამარცხებული იტალიას მაგ სტადიონზე. იმედია მათ რიცხვში საქართველო არ იქნება 11 ნოემბრის მდგომარეობით.

11:27 | 27.10.2018
krasni (587)

მოვიგებთ რა თქმა უნდა,მექნება ბედნიერება ადგილზე ვიზეიმო დიდი გამარჯვება.

08:52 | 27.10.2018
გუგა80 (177)

საქართველოს ნაკრებს არასდროს (ვიმეორებ არასდროს!) ექნება პერიოდი როცა 300 ან თუნდაც 200 კანდიდატიდან აარჩევს ნაკრებს. ტრავმები იყო არის და იქნება. და ის შემადგენლობა რაც ეხლა არის ჩემი აზრით "საშუალო სტატისტიკურზე" უკეთესია სიძლიერის კუთხით. ასე რომ არ გვინდა ეხლა ეს გასამართლებლად წინასწარ გამზადებული არგუმენტები.
შემადგენლობა არის ძლიერი!!!
დრო იყო (და არის) საკმარისად!!!
ჰა ოვალი და ჰა ფლორენცია (და კიდევ მაკარონი სახრავად)!!!
თუ რაიმეს "ერთი ადგილი" აქვთ ნაკრებიან/კავშირიანა ეხლა უნდა გამოჩნდეს!!!

18:03 | 29.10.2018
GiorgiG83 (525)

ისე ამ არტემიო ფრანკიზე იტალიას ვინები ყავს დამარცხებული?..

ვერ გახრეს ბობოლებმა - ეგ მაგათი იღბლიანი სტადიონია

01:14 | 27.10.2018
ზებე (86)

მშვენიერი შემადგენლობაა.შერკინებაში უდიდესი უპირატესობა გვექნება რასაც ახალგაზრდა უკანა ხაზი გამოიყენებს.მე მჯერა რომ მოვუგებთ იტალიას და ვისაც არ ჯერა იჯდეს სახლში

18:01 | 29.10.2018
GiorgiG83 (525)

ვასკა-ქოქოსი-სიჭი-კვესო-ბუკა-კოჭო-სოსო - უკანა ხაზი განსაკუთრებული არაფერი - კაჭი, მთაზო და მეკო აკლია


შერკინებაში უდიდესი უპირატესობა ბოლოს რუსეთთანაც კი არ გვქონდა, ხოდა ვიტო, კოტე და ნემსოს გარეშე იტალიასტან უდიდესი უპირატესობა რის ხარჯზე იქნება - გვამცნე

21:24 | 29.10.2018
ზებე (86)

გამცნობთ რა პრობლემაა ))) ერთადერთი შეუცვლელი დანაკლისი არსებული მორაგბეებიდან არის კოტე.დანარჩენი - პირველ ხაზში უდიდესი არჩევანი გვაქვს ვინც არ უნდა წაეყვანა მინიმუმ სამი ისეთი მორაგბე მოიძებნება პირველ ხაზში რომ ერთმანეთს სრულფასოვნად შეცვლიან,ნარიაშვილზე აღარ ვლაპარაკობ და ზელანდიელმა მორკინალმა ქროქეთმა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა სადაც ჩილაჩავაზე წერს რომ ასეთი ძლიერი მორკინალის წინააღმდეგ არასდროს მითამაშიაო.შემდეგ მეორე ხაზში უკვე ვთქვი კოტე შეუცვლელია,ნემსო ისედაც ასაკშია და ვინმემ უნდა შეცვალოს,აი მესამე ხაზში კი ისევ უდიდესი არჩევანი გვაქვს ახალგაზრდა ერთმანეთზე უკეთესი ლომები,ვიტო უდავოდ ძლიერი და გამოცდილია მაგრამ ჩემი აზრით მისი შეცვლაც სრულფასოვნად შეიძლება ამ ფორმაციის ნაკრებში.დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.მე ვფიქრობ და მჯერა რომ შერკინებაში ძალიან დავჩაგრავთ იტალიას და სწორი გამოყენების შემთხვევაში მოვუგებთ თამაშს შიგ ფლორენციაში

11:34 | 30.10.2018
GiorgiG83 (525)

ნარიაშვილი საკუთარ პოზიციაზე უდავოდ #1ია, სხვა ყველა დანარჩენი მისი 100%-ით შემცველი ვერაა, ისევე როგორც ჩილაჩავას შემთხვევაში

მეორე ხაზელები ეტყობა ნაკლებად იცი 35-37 წელი ამ პოზიციისთვის ხშირად ჩვეულებრივი და არც ისე იშვიათად ოქროს ხანაა

ვიტოს და ახალგაზრდა ბიჭებს რაც შეეხება ამ ახალგაზრდებს ვიტომდე დღეს გამოცდილება აკლია - რაც ყველგან ძალიან დიდი მონაპოვარია

12:46 | 30.10.2018
ზებე (86)

ავღნიშნე კიდეც ვიტო მესამე ხაზში ყველაზე გამოცდილიათქო.ამ შერკინების ერთადერთი პრობლემა ჩემი აზრით აუტების მოგება იქნება,მაგრამ სუთო თუ დააყენა მეორე ხაზში შეიძლება ტოცა გამოვასწოროთ.დანარჩენი შემი აზრით "მიწოლაში" წავლეკავთ იტალიელებს.მე ასეთი მოლოდინი მაქვს და რავიცი ))) ჩვენს ტრაქტორებს ვინ დაუდგება წინ ,მოხნავენ არტემიო ფრანკის თავის იტალიელებიანად ))) იტალია თავის თავზე გამოცდის ქართული შერკინების დაუნდობელ მოქმედებას )))

12:29 | 31.10.2018
GiorgiG83 (525)

წონა, სინქრონი, შეთამაშებულობა
აუტი მარტო მხტომელი არაა - ამწევი, ამგდები და ა.შ. ...

იმედია....

23:11 | 26.10.2018
deqstera (86)

როგორც ვიცი ვერც შარიქაძე ვერმოახერხებს იტალიასთან

17:47 | 26.10.2018
fereidneli (24)

ამდენი ტრავმირებული ერთბაშად აქამდე არ გვყოლია, რაღა იტალიასთან... ჰეიგს გაჩეჩილაძესთვის უნდა დაეძახა. აფციაური ნაკრების დონე არაა.მოკლედ იტალია მოგვიგებს ასე 25 ქულით

19:57 | 26.10.2018
GiorgiG83 (525)

გამოძახებული არიან:
სუთიაშვილი, ბიწაძე, ლომიძე, შუბითიძე, გორგაძე, გიორგაძე, ცუცქირიძე - ვისაც მესამე ხაზში შეუძლია თამაში - თუ სუთი მე-2/მე-3 ხაზს "ფარავს" ივიგე შეუძლია ლომიძეს და ბიწაძეს
ასევე ორივე ბექას და ოთაის ბოლო დროს კლუბში პრაქტიკით შემკვრელობაც (#8) შეუძლია.
ნომინალური ფლანკერები კი არიან: საბა და გიორგი და მათთან ერთად თუ მეორე ხაზში არ დადგებიან - სუთის და ლაშას - ჩამოთვლილი მორაგბეებიდან შეიძლება საბა თამაობდეს უფრო დაბალ დონეზე ვიდრე გაჩეჩილაძე - სხვა აშაკრად უფრო მაღალ დონეზე ირჯება - შესაბამისად რა ჭერში შეასწყობად უნდა შერკინების მწვრთნელს ამდენი შესაძლო მესამე ხაზელი?


დანაკისი არიას: კოტე და ნემსო, ვიტო და კოკი, კაჭი + კარლენი რადგან ნაროს მერე კარლენი მართლა კუბოში ბოლო ლურსმნის ჩამჭედებელია დანარჩენი ყველა შიძლება შეიცვალოს

ცუდი ნაწილი ბიჭების უთამაშებლობაა - განსაკუთრებით ვასკას და ნატრავმალ ბუკას ვგულისხმობ.

აფციაური საერთოდ რა პოზიციის მორაგბეა აღარ ვიცი: ბავშვობაში იყო 15, პერიოდულად შემოწევდნენ ცენტრში (ლელოში), მილტონმა გაწია ფრთაზე, ლოკომოტივში გახდა მგეზავი - კი უნივერსალია, მაგრამ ყველა ამ პოზიციაზე ცალცალკე დღეს მგონი უკეთესი გვარები გამოჩნდნენ - კალვიზანიოსთან ლოკოს ძერძი (#9 ბეგო & #10 ვანდამა) კრიტიკას ვერ უძლებდა

21:03 | 26.10.2018
geogoli (367)

აფციაურზე მე სულ ის მახსენდება განაცხადში ვანდამად რო შეიტანეს მსოფლიოზე, თამაშის მხრივ რა მოგახსენო...

16:41 | 26.10.2018
buratino (480)

მოკლედ, არც კი ვიცი რა დავწერო რათა პესიმიზმში არ გადავიჭრა, მაგრამ ამდენი ტრავმირებული, თანაც საკვანძო (იტალიასთან) მატჩის წინ?! თანაც, მეორეხაზელების მწვავე დეფიციტის ფონზე, ვერაფრით ვერ ვიგებ, რატომ არ დაუძახა ჰეიგმა კარგ ფორმაში მყოფ მიშო გაჩეჩილაძეს ან რატომ არის მათიაშვილი ეულად 15 ნომერზე, როდესაც მეკოს არყოფნაში შეეძლო "წიკო"-ს (წიკლაურის) გამოძახება...
მოკლედ, მე ძალიან მინდა რომ იტალიაში წასვლა არ წამმწარდეს - ვგულისხმობ იმას რომ მანამდე თუ მოგებაზე მქონდა პრეტენზია, ახლა მთავარია არ გავნადგურდეთ, ხოლო თუ ჩვენი ლომები ამხელა დანაკლისის მიუხედავად თამაშს მოიგებენ, იტალიაშივე დავლევ ჩვენების სადღეგრძელოს! თუმცა, როგორც იტყვიან: "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა"-ო. მაინც ვნახოთ

19:48 | 26.10.2018
GiorgiG83 (525)

გავიგეთ, რომ მიდიხარ
გვერდზე გაზეთმაც გაიგო

რა ბექა, რის ბექა - დიდი10-ს არა მაგრამ კალვიზანოსთან მაინც არ უყურე?

და რომ წააგონ არ ადღეგრძელებ?
))

პ.ს.
გასაჭირში მათიაშვილს მალაღურა ან ვანდამა შეცვლის

16:51 | 29.10.2018
buratino (480)

შენს კომენტარებზე გპასუხობ შემდეგს:
1. ჩემს წასვლას რეკლამას არ ვუკეთებ. უბრალოდ, არ მინდა იტალიაში იმედგაცრუება მივიღო (დიდი სხვაობით წაგებას ვგულისხმობ).
2. ბექაზე ძირითადად გეთანხმები. სუსტად გამოიყურებოდა "კალვიზანოსთან", თუმცა ის თამაში მთლიანად გუნდმა ჩააგდო. უბრალოდ, ვერც ბექამ ვერ ულიდერა გუნდს, თუმცა მაინც მგონია რომ სარეზერვო 15 ნომრად მისი დაძახება შეიძლებოდა მეკოს არყოფნაში.
3. ჩვენებმა რომ იტალიაში წააგონ, მე მაინც ჭიქით ვადღეგრძელებ, ოღონდ საქართველოში!
4. არ მგონია, მალაღურამ ან მით უფრო ვანდამამ 15 ნომერზე ივარგონ

17:58 | 29.10.2018
GiorgiG83 (525)

5-10 ქულა მისაღებია?


გუნდის თამაშს შე კაი კაცო მერე ვინ განსაზღვრავს?
ხერხემლის შესახებ გსმენია?
2-8-9-10-15 ქვათაძე-ამირანაშვილი-ბეგაძე-აფციაური-წიკლაური
ამ ხუთიდან ყველაზე მეტად ვისგან ელოდი თამაშს? სწორედ მათ ჩააგდეს ვისაც ევალებოდა და ელოდი - სანაკრებო კეპებიანმა ბიჭებმა



შენ რა გგონია ერთია და რა როგორ იქნება მეორე

მეკოს გაფულბექებამდე ნაკრების 5 ქართველი ფულბექი ჩამოთვალე (ვიკიპედიის გარეშე)

18:35 | 29.10.2018
buratino (480)

მოგიწოდებ, გაჯიბრება-ჯინიანობას (ფულბექებსა და სხვა რამეშიც) შევეშვათ, რადგან ყველა ქომაგის მთავარი მიზანი ხომ ჩვენი ლომკაცების წარმატებაა!
5-10 ქულით წაგება არაა მისაღები მაგრამ იმ ტრავმების ეპიდემიის ფონზე რაც ახლა გვაქვს, ძალიან გული არ დამწყდება (უკიდურეს ვარიანტში).
რაც შეეხება ევროთასზე თამაშის ჩაგდებას, მე ზოგად ლოგიკაში დაგეთანხმე. თუმცა, შენ ვინც ჩამოთვალე, იქედან ბეგაძე-აფციაური მაინც გამოიძახეს ნაკრებში და მაშინ "წიკომ" რაღა დააშავა, მით უფრო რომ გამოკვეთილი ფულბეკი სოსოს გარდა არ გვყავს? ან კიდევ, სიმართლე თქვი, მართლა გჯერა აფციაურის? საერთოდ არის კი სანაკრებო მოთამაშე, მით უფრო 15 ნომერზე?

11:39 | 30.10.2018
GiorgiG83 (525)

უფრო რეალისტები და ადექვატურები ვიყოთ
ანუ იტალიაში ზოგადად წაგებაც მიუღებელია შენთვის - გასაგებია
აფციაური მგეზავად არაა გამოძახებული, მისი ლოკოში მგეზავობაც იმის ბრალია რომ ლოკომოტივს ბობა კვინიხაძის შემდეგ მგეზავი არ ჰყოლია
- დანარცენი მწვრთნელის გემოვნების საკითხია სადაც ხშირად ვერ ვეთანხმები, თუმცა შედეგზე პასუხმისგებნელი ეგაა, მე, შენ და |ჩვენნაირები ამ შედეგის ბენეფიციარები

16:32 | 26.10.2018
არჩილ სოხუმელი (484)

გორგოძე მგონი ტრამვირებულია, თორემ ბატონი მილტონ ჰეიგი აუცილებლად გამოიძახებდა მას. სადღაც წავიკითხე, ერთ-ერთ ინტერვიუში ის მამუკას სთავაზობს მოემზადოს მსოფლიო თასისთვის. იტალიასთან ძაან დაკვალგდებიან ტრამვირებული მორაგბეები - კოტე მიქაუტაძე, დავით კაჭარავა, კარლენ ასიეშვილი, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, კოკი თხილაიშვილი,... პლიუს მამუკა გორგოძე. მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

15:56 | 26.10.2018
GiorgiG83 (525)

გვაკლია კარლენი, კოტე, ნემსო, კოკი, ვიტო, კაჭი...

15:54 | 26.10.2018
geogoli (367)

ერთი თვის წინ პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, ახლა კი ოპტიმიზმი მომერია. დაგვიბრუნდა ნარიაშვილი-ჩილაჩავას დუეტი, რაც ჩვენთ თამაშს ძალიან საიმედოს ხდის ხოლმე შერინებაში. ნუ ისე აღარ დაგვემართება რაც ზაფხულზე დაგვემართა კუნძულებზე და იაპონიაში. ასევე აქ არიან ძალიან გამოცდილი ქუბრიაშვილი, ინგლიურ გუნდში ფეხმოკიდებული ჟვანია და ახლები გიგაშვილი და გოგიჩაშვილი. ეს ბოლო ორი რო იქნებოდა ისედაც ვხვდებოდით მილტონის ინტერვიუდან და კარგია ახალი სისხლი პირველ ხაზში.
მეორე ხაზში ისედაც გვიჭირს და ახლა ორივე ძირითადი მოთამაშე გვაკლია. ჩემი აზრით სუთიაშვილი და ლომიძე ითამაშებენ მეორე ხაზში ძირითადში და არავის დააჩაგრინებენ თავს.
მესამე ხაზის მაგრად მეიმედება, გიორგაძე-ცუცქირიძე-გორგაძე 20 წლიანებიდან ერთად მოდიან და თან კლუბებშიც აქვთ პრაქტიკა, პლიუს ბიწაძე ძალიან კარგი ბიჭია.

16:01 | 26.10.2018
geogoli (367)

უკანა ხაზი წინა ხაზთან შედარებით აშკარად მოისუსტებს - ლობჟანიძეს მცირე სათამაშო დროს აქვს, აფრასიძე ესპუარებშია, მჭედლიზე არ თამაშობს, შარიქაძე ახლა დაბრუნდა, კაჭარავა არ გვყავს, 15-ზე მარტო მათიაშვილი გვყავს. დანარჩენები ყველა დიდი ათის ხალხია და მალაღურაძე. თედოს იმედი უფრო მსოფლიო ჩემპიონატისთვის მაქვს ვიდრე დღეს - ძნელია დებიუტანტმა ეგრევე ყველა დადებითი თვისება გამოავლინოს.
მაინც მგონია რომ სახლში ორივე თამაში უნდა მოვიგოთ და იტალიასთან შერკინებამ იქნებ გვიშველოს

15:07 | 26.10.2018
ddimitri (22)

გაჩეჩილაძე და ფრუიძე რატომ არ არიან, საინტერესოა?

0.096558