სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

0:23 | 23.10.2018 | ნანახია 1004 - ჯერ

დიდი 10: "ბათუმმა" ჩემპიონი დაამარცხა

დიდი 10-ის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში, ‘ბათუმმა’ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და უახლოესი მდევარი, თბილისის ‘ლოკომოტივი’ 23:20 დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა.

ზღვისპირეთში, ხელოვნურ მოედანზე გამართულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 2-წუთიანი, თანმიმდევრული შეტევის დასასრულს, ხაზი გიორგი ტალახაძემ გაჭრა და მარჯვენა ფრთიდან იერიშში იოანე ხელაია ჩართო, რომელმაც ბურთი ზურაბ ძნელაძეს გადააწოდა და ის ვეღარავინ შეაჩერა. ბექა წიკლაურის გარდასახვა ოდნავ არაზუსტი იყო.

‘ლოკომოტივი’ საწყის 20 წუთში ინიციატივას ფლობდა, მაგრამ ქულის აღება ვერ მოახერხა, მერე ‘ბათუმმა’ შუტია და ლელომდე ცოტა დააკლდა, სამაგიეროდ მამუკა ნინიძემ ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა. 27-ე წუთზე თბილისელებმა მეტოქის ნახევარზე, რაქში დაკარგეს ბურთი, რომელსაც გიორგი გოგიტიძემ ფეხი წაკრა და მასპინძლებმა 5-მეტრიანი დერეფანი მიიღეს. აუტის მოგების შემდეგ კარგი მოლი დადგა, რომელმაც მანძილი მოიგო, ბოლოს მას საბა შუბითიძე მოწყდა და ნინიძემ გარდასახა - 10:5.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ლოკომოტივს’ საკუთარ 22-ში ზედიზედ სამი პასი გაუცუდდა, რითაც დურმიშხან ჯაბნიძემ ისარგებლა და ძელებსშუა გატანილი ლელო ნინიძემ გარდასახა. ‘ბათუმი’ ვალში არ დარჩა, 46-ე წუთზე ზურაბ ძნელაძემ ცენტრალურ ხაზთან ნინიძეს გადაცემა ჩაჭრა, მას ლაშა ხმალაძე ბოლო მომენტში დაეწია, მაგრამ ვერ შეაჩერა და ლელო ალამთან გავიდა. 53-ე წუთზე ‘ლოკომოტივმა’ კიდევ ერთი მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა, რომელიც ახლოდან მიძალებით ლელოთი დაჩი კოპაძემ დაასრულა, ამჯერად წიკლაურმაც გარდასახა და ანგარიში გათანაბრდა - 17:17.

61-ე წუთამდე ნინიძემ და წიკლაურმა ჯარიმები გაცვალეს. 66-ე წუთზე ნინიძემ ერთიც გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. შეხვედრის მიწურულს ‘ბათუმი’ კაცნაკლული დარჩა და ‘ლოკომოტივმა’ შეუტია, მაგრამ მასპინძლებმა თავი დაიცვეს, 23:20 იმარჯვეს და სატურნირო ცხრილშიც ერთპიროვნულად გალიდერდნენ.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.083267
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X