სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

23:00 | 21.10.2018 | ნანახია 922 - ჯერ

დიდი 10: არმიელებმა "ლელო-სარასენსს" ვერ გაუძლეს

‘ლელო-სარასენსმა’ ‘არმიას’ ორივე ტაიმის მეორე ნახევარში ორ-ორი ლელო გაუტანა და დედაქალაქურ დერბიში მეტოქე ბონუსით, 33:5 დაამარცხა.

დიდ დიღომში, „ლელო-არენაზე“ გამართული პირველი 20 წუთი თანაბარ ბრძოლაში, უქულოდ წარიმართა. ანგარიშის გახსნის შანსი ‘არმიას’ ჰქონდა, მაგრამ ბახვა კობახიძემ კარის წინ 55 მეტრიდან ჯარიმა ვერ გაიტანა. ‘ლელო-სარასენსი’ მე-20 წუთზე სოსო მათიაშვილის ჯარიმით დაწინაურდა. კობახიძეს წონასწორობის აღდგენა 2 წუთში შეეძლო, მაგრამ საშუალო დისტინციიდან მიზანი კვლავ ვერ გაისწორა. სამაგიეროდ, 30-ე წუთზე მათიაშვილი 45 მეტრიდანაც ზუსტი იყო - 6:0.

ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა ორი გარდასახული ლელო გაიტანეს. 36-ე წუთზე ‘არმიამ’ საკუთარი დერეფანი წააგო, ნიკო აფციაურმა და გიორგი ჭყოიძემ ცენტრში დაარტყეს, ბურთი სწრაფად ჩათამაშდა მარცხნივ, სადაც დემე თაფლაძე გაიქცა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. გაწითლებულ დროზე ‘ლელო-სარასენსმა’ დერეფნიდან შეუტია, მორკინალების დარტყმის შემდეგ სივრცე გაჩნდა, რითაც ბექა მამუკაშვილმა ისარგებლა და მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო - 20:0.

მიუხედავად ასეთი სხვაობისა, მათიაშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში კარის წინ 22 მეტრიდან ჯარიმით მორიგი 3 ქულა აიღო. 54-ე წუთზე ალექსანდრე მერკვილიშვილმა ერთადერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, მაგრამ კიდიდან კობახიძის გარდასახვა ძელმა აისხლიტა.

‘არმია’ ანგარიშში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ მე-60 წუთზე კობახიძე სინბინით დაკარგეს, იქვე ‘ლელო-სარასენსმა’ მოლით შეუტია და გრიგორ ქერდიყოშვილმა ის ლელოთი დაასრულა. მატჩის მიწურულს ‘არმიამ’ შეტევაში დაკარგა ბურთი, ის აკაკი ტაბუცაძემ აიტაცა, დაახლოებით 70 მეტრი მაღალ სიჩქარეზე ირბინა და ‘ლელო-სარასენსს’ ბონუსიც მოუპოვა - 33:5.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.073083
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X