სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
შიდა რაგბი

23:23 | 7.10.2018 | ნანახია 988 - ჯერ

დიდი 10: "არმაზი" სამეულში შევიდა

მარნეულის ‘არმაზმა’ დიდი 10-ის მეექვსე ტურში თბილისის ‘აკადემიას’ ბონუსით, 36:12 სძლია და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და მე-8 წუთზე ლელოთი დაწინაურდნენ: გიორგი კვესელაძემ უპირატესობა შექმნა და ბურთი კოტე მარჯანიშვილს გაატანა, რომელმაც მოძრაობის მიმართულება შეცვალა და ანგარიში გახსნა. 28-ე წუთზე ლელო თავად კვესელაძემ გაიტანა: ‘აკადემიამ’ ცენტრალურ ხაზთან ბურთი დაკარგა, გიორგიმ ფეხით ორჯერ ითამაშა და ოვალს ლელოში შეყვა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა.

აღსანიშნავია, რომ ლელომდე 2 წუთით ადრე ‘არმაზი’ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, გივი ცინცაძე სინბინით დაისაჯა, ხოლო დავით მოძღვრიშვილს კარის წინიდან ჯარიმა გაუცუდდა. ‘აკადემიამ’ რიცხობრივი უპირატესობა მაინც გამოიყენა, 34-ე წუთზე დერეფანში ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშა და ლელო ალამთან ლევან ლომაურმა გაიტანა - 12:5.

‘არმაზმა’ მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში გადაწყვიტა, როდესაც 24 უპასუხო ქულა გააკეთა. ჯინჭველაშვილმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, სამ წუთში ნიკა გიგაურმა დერეფნის შემდეგ სუფთად გაჭრა ხაზი და ლელო გაიტანა, ხოლო 55-ე წუთზე ილია სპანდერაშვილმა გაჭრა ხაზი, ჯინჭველაშვილმა ფრთაზე ფეხით გადაკიდა და იქ ბურთს გოგა ხუროშვილი დახვდა. ჯინჭველაშვილმა ორივე გარდასახა - 29:5.

საათის თავზე მარნეულელებმა მოლით შეუტიეს, ‘აკადემია’ განზრახ ჯარიმისთვის საჯარიმო ლელოთი და დავით ჩადუნელის სინბინით დაისაჯა. შეხვედრის ბოლოს ‘აკადემიას’ მეორე ლელო ბესო ბერაიამ გაიტანა და მოძღვრიშვილმა გარდასახა. თბილისელებმა დასკვნითი წუთებიც შეტევაში გაატარეს, მაგრამ ლელო ვერ გაიტანეს და ‘არმაზმა’ 36:12 მოგებით ბონუსიც ჩაიწერა.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.075283
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X