საერთაშორისო

14:57 | 12.09.2018 | ნანახია 1216 - ჯერ

რუმინელებს ფრანგი დაარიგებს

რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – 44 წლის ტომას ლიევრემონი, რომელიც “მუხის ფოთლებს” 2023 წლის ბოლომდე დაარიგებს.
ფრანგს 8 ნომრის პოზიციაზე “ბიარიცში”, “სტად ფრანსესა” და “პერპინიანში” უთამაშია, საფრანგეთის ნაკრებში კი 27 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 4 ლელოა.
აღსანიშნავია, ლიევრემონი 1999 წლის მსოფლიო თასის ვერცხლის პრიზიორია, ექვს ერზე 3-ჯერ (1998, 2004, 2006) უმარჯვია, 2006 წელს კი საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული დაუსაკუთრებია.
მწვრთნელის რანგში, ტომასი ფრანგულვე “დაქსსა” და “ბიარიცში” მოღვაწეობდა, შემდეგ საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებდა, რუმინეთის ეროვნულ გუნდში კი წლეულს თებერვალში, შერკინების მწვრთნელის რანგში გამოჩნდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078039