სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
სიახლეები

22:00 | 24.08.2018 | ნანახია 1783 - ჯერ

“ტულონმა” ლიამ მესამი და ჯულიან სავეა წარადგინა

“ტულონმა” ახალზელანდიელი ვარსკვლავები ლიამ მესამი და ჟულიან სავეა წარადგინა.

“ოლ ბლექსის” ყოფილმა მორაგბეებმა დღეს სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარეს, რის შემდეგაც ისინი ტულონელთა პრეზიდენტმა მურად ბეჯელალიმ წარადგინა.

34 წლის მესამეხაზელმა ფრანგულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო 28 წლის გარემარბმა 2+1 წლიანი ხელშეკრულება დადო.

ლიამ მესამი ახალი ზელანდიის ნაკრებში 2008-2015 წლებში თამაშობდა და 43 მატჩში 6 ლელო გაიტანა. ის 2006 წლიდან “ჩიფსის” ღირსებას იცავდა და სუპერ რაგბიში ჩატარებულ 179 მატჩში 32 ლელო დადო. გარდა ამისა, ის უკანასკნელი სამი სეზონი იაპონურ “ტოშიბა ბრეივ ლუპუშიც” ირიცხებოდა (სუპერ რაგბი და იაპონიის ჩემპიონატი სხვადასხვა პერიოდში ტარდება) და 26 თამაშში მეტოქეები 3-ჯერ დაალელოვა.

სავეა “ოლ ბლექსში” 2012-2017 წლებში ირჯებოდა, 54 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და 46 ლელო დადო. ის გატანილი ლელოების მხრივ, “კივების” ისტორიაში მეორე ადგილს იყოფს კრისტიან კულენთან და ჯო როკოსოკოსთან ერთად. მათზე მეტი ლელო (49) მხოლოდ დუგ ჰაულეტს აქვს გატანილი. ჯულიანი 2011 წლიდან “ჰარიკეინსში” თამაშობდა, სუპერ რაგბიში 120-ჯერ ითამაშა და 49 ლელო გაიტანა.

ამრიგად, “ტულონში” სამი ახალზელანდიელი მსოფლიო თასის გამარჯვებული ითამაშებს. ზემოხსენებული მორაგბეების გარდა, 2015 წელს ოქროს მედალი მიიღო შუამარბმა მალაკაი ფეკიტოამ. გარდა ამისა, ფრანგული კლუბი ამ ზაფხულს დატოვა კიდევ ერთმა მსოფლიოს ჩემპიონმა მა’ა ნონუმ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.072103
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X