საერთაშორისო

12:30 | 1.08.2018 | ნანახია 1138 - ჯერ

შოტლანდიამ თაუნსენდს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრეგორ თაუნსენდი, დაკავებულ თანამდებობაზე 2021 წლამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია შოტლანდიის რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

თაუნსენდის გარდა, ხელშეკრულება გახანგრძლივდა მის თანაშემწეებთან: მეთ ტეილორთან და მაიკ ბლეირთან.

45 წლის სპეციალისტი შოტლანდიის ნაკრებს სათავეში 2017 წელს ჩაუდგა და ჯერჯერობით საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. მისი ხელმძღვანელობით “ნარშავებმა” 14 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც 9 მოიგეს და 5 დათმეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ავსტრალიის ნაკრებთან საშინაო და საგარეო გამარჯვებები და 2018 წლის 6 ერზე ინგლისთან “მარიფილდზე” მოგება. ამ 14 მატჩში შოტლანდია საშუალოდ 4 ლელოს დებდა.

ცნობისთვის, წლევანდელ 6 ერში შოტლანდიამ სამი თამაში მოიგო და გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა.

იმასაც შეგახსენებთ, რომ 2019 წელს “ნარშავები” საქართველოს ნაკრებს “მარიფილდზე” და “დინამო არენაზე” შეერკინებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091731