საფრანგეთის პირველი ელიტური დივიზიონის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩება. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ სტატია ქართველი ლეგიონერების შესახებ, ამჯერად კი ტოპ 14-ის 2018/2019 წლების სეზონის კალენდარს გაგაცნობთ.
გათამაშება სტარტს 25 აგვისტოს აიღებს და რეგულარული სეზონი 25 მაისს დასრულდება. 1/4 ფინალური მატჩები 31 მაისს, 1 და 2 ივნისს შედგება, ნახევარფინალები 7, 8 ან 9 ივნისს, ხოლო ფინალური დაპირისპირება 15 ივნისს გაიმართება.
სეზონის გახსნით მატჩში ტოპ 14-ში დაბრუნებული “პერპინიანი” პარიზულ “სტად ფრანსეს” უმასპინძლებს. საინტერესოა, რომ პირველივე ტურში ერთმანეთს გასული გათამაშების ფინალისტები “მონპელიე” და “კასტრი” შეერკინებიან.
პირველი ტური ასეთია:
25 აგვისტო
16:45 პერპინიანი – სტად ფრანსე
19:15 ლა როშელი – გრენობლი
19:15 კლერმონი – აჟენი
19:15 ბორდო – პო
19:15 ლიონი – ტულუზა
22:45 ტულონი – რასინგ 92
26 აგვისტო
19:05 მონპელიე – კასტრი
გათამაშების სრული კალენდარი იხილეთ ფოტოკოლაჟში ან ამ ბმულზე
აქვე იხილეთ: 26 ქართველი 2018/2019 წლების სეზონის ტოპ 14-ში
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია