საფრანგეთის პირველი ელიტური დივიზონის დაწყებამდე ზუსტად ერთი თვე რჩება. გუნდებმა დაკომპლექტება ფაქტობრივად დაასრულეს და შემადგენლობებში უმნიშვნელო ცვლილებებიღა თუ მოხდება.
გასული სეზონის სტარტზე ტოპ 14-ის გუნდების განაცხადში 35 ქართველი მოთამაშე ფიგურირებდა. ერთი წლის შემდგომ, მათი რაოდენობა შემცირებულია და მხოლოდ 26 გახლავთ. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: გავარდნენ “ბრივი” და “ოიონა”, რომლებშიც გასული სეზონის დაწყებამდე 6 ქართველი ირიცხებოდა: 4 “ბრივში” და 2 “ოიონაში”. გარდა ამისა, პრო დ2-ს მიაშურა ბევრმა მოთამაშემ, რომელთაც გასულ სეზონში სათამაშო პრაქტიკა აკლდათ – ნიკა ნეფარიძე, ლუკა გოგინავა, ოთარ გიორგაძე, ვახტანგ ახობაძე, თორნიკე მატარაძე, გურამ პაპიძე და გიორგი ჯავახია მომდევნო სეზონს საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონში გაატარებენ. “რასინგ 92”-ის ესპუარებში აღარ ირიცხება ლაშა საჯაია, ხოლო ზურაბ ჟვანიამ ინგლისს მიაშურა და “უოსპსში” ჩაირიცხა.
ამრიგად, ტოპ 14 გასული სეზონის შემდგომ 15 მოთამაშემ დატოვა. რაც შეეხება მატებას: “ტულონის” ესპუარებში ჩაირიცხა ლუკა ჭელიძე, ხოლო “რასინგ 92”-ის ესპუარებში გურამ გოგიჩაშვილი გადავიდა. “ბორდომ” დაიმატა ბექა გორგაძე და საბა ყაულაშვილი, ხოლო პრო დ2-დან აღზევებულმა “გრენობლმა” ქართველების რაოდენობა კიდევ ორი მოთამაშით გაზარდა და ჯამში მივიღეთ 26 ქართველი მორაგბე, რომელშიც გათვალისწინებულები არიან ესპუარებიც, რადგან დიდი შანსია, რომ მომავალ გათამაშებაში მათაც მოუწიოთ თამაში.
ყველაზე მეტი ქართველი (6) "მონპელიეში" ირიცხება, რომელსაც ამ მხრივ "ბორდო" მოსდევს, სადაც მომავალ სეზონში 5 ჩვენებური გაირჯება.
26 ქართველიდან, სათამაშო ამპლუით 18 ბურჯია, 1 კვაჭია, 1 მეორეხაზელია, 4 მესამეხაზელია, 1 ჰავბექია და 1 შუამარბია.
აქვე გთავაზობთ სამომავალსეზონო ქართველთა სრულ ჩამონათვალს (* - ესპუარი):
მონპელიე (6): მიხეილ ნარიაშვილი (ბურჯი), ლევან ჩილაჩავა (ბურჯი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მეორე ხაზი), უშანგი ჭეიშვილი (ბურჯი *), ლუკა აზარიაშვილი (ბურჯი *), გელა აფრასიძე (ჰავბექი *);
რასინგ 92 (2): ვასილ კაკოვინი (ბურჯი), გურამ გოგიჩაშვილი (ბურჯი *);
ტულონი (3): ბადრი ალხაზაშვილი (კვაჭი), მამუკა გორგოძე (მესამე ხაზი), ლუკა ჭელიძე (ბურჯი *);
კლერმონი: (3) ბექა კაკაბაძე (ბურჯი), დავით ზირაქაშვილი (ბურჯი), ვიქტორ კოლელიშვილი (მესამე ხაზი)
ბორდო (5): ლექსო ყაულაშვილი (ბურჯი), ლაშა ტაბიძე (ბურჯი), ბექა გორგაძე (მესამე ხაზი), საბა ყაულაშვილი (ბურჯი *), ირაკლი ცხადაძე (მესამე ხაზი*);
სტად ფრანსე (1): გიორგი მელიქიძე (ბურჯი);
აჟენი (2): გიორგი თეთრაშვილი (ბურჯი), თამაზ მჭედლიძე (შუამარბი);
პო (1): ომარ ოდიშვილი (ბურჯი *);
გრენობლი (3): ბექა გიგაშვილი (ბურჯი), დავით ქუბრიაშვილი (ბურჯი), ვაჟა კაპანაძე (ბურჯი);
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბურჯების პრობლემა ნაღდად არ გვაქვს.
მართლაც კარგი იქნება, ამის ნახევარი მაინც გვყავდეს ბრიტანეთში, სხვადასხვა პოზიციაზე.
ბრიტანეთში რომ გვყავდეს კიდევ ამდენი
პრო2 ში რა ხდება ახალი ? ეგეც საინტერესოა
უნდა ვეცადოთ ბურჯების გარდა სხვა პოზიციებზეც შევქმნათ მოთხოვნა, თუნდაც კვაჭები და მესამეხაზელები მეტი უნდა გვყავდეს ტოპ 14-ში
ეს ჰავბექი საიდანღა მოიტანეთ? 9 ნომრის ქართული შესატყვისი: ღერძი. ინგლისურად: სქრამ ჰალფ. ჰავბექი სუსურუკუში მოიგონეს ალბათ.
ღერძი არ გულისხმობს მხოლოდ 9-ს
9 და 10 არის.
რაგბის კავშირის სარაგბო ლექსიკონიდან: "ღერძი [ექსიზ]
გუნდის გონი | ტვინი: 9 ნომერი – ჰავ’ბექი, და 10 ნომერი – მგეზავი. "ცხრა" მართავს შერკინებას, "ათი" გეზავს (უკანა) ხაზს"
პროD-2 ზეც დადეთ რა ინფორმაცია.
დავდებ ხვალ აუცილებლად
მადლობა
ჩილაჩავა როდის გადავიდა მონპელიეში?
დაახლოებით ერთი თვეა