მზარდი საქართველო

1:43 | 13.06.2018 | ნანახია 6607 - ჯერ

20წ | გაისადაც ელიტაში!

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იაპონიას ბოლო 10 წუთში ორი ლელო გაუტანეს, გელა აფრასიძემ ერთი გარდასახა და 24:22 გამარჯვებით, საქართველომ საგაისოდ ელიტურ 12-ში ადგილი შეინარჩუნა.

იაპონიამ ჩვენთან გადამწყვეტი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამართა და თითქმის ყველა შეცდომით ისარგებლა, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კონცენტრაცია არ დაკარგეს, კაცნაკლულებმა ორჯერ ლელო გაიტანეს და 24:22 გამარჯვებით გაიხარეს.

მე-9 ადგილისთვის მატჩის ნახევარფინალში იაპონიამ გმირულად იბრძოლა და უმეტესი დრო ანგარიშში ლიდერობდა. აზიელებმა ჩვენს დერეფანში დაშვებული შეცდომით ისარგებლა და მე-8 წუთზე ლელო-გარდასახვით დაწინაურდა. პასუხმა არ დააგვიანა. მატჩის განახლებისთანავე ბურთი მოვიპოვეთ, ლუკა ჯაფარიძემ ორჯერ შეძლო უპირატესობის მოპოვება და საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო გელა აფრასიძემ გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა.

პირველი ტაიმის მეორე ნახევარში დიდი დრო დაცვაში გავატარეთ და იაპონიამ ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე სინბინით გურამ გოგიჩაშვილი დავკარგეთ და ლელო მივიღეთ - 7:17. ტაიმის მიწურულს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს. კაცნაკლულ შერკინებაში ბურთის მოგების შემდეგ აფრასიძემ შეუტია, დროული პაუზის შემდეგ დემე თაფლაძეს უპასა და ის ცრუმოძრაობით ბოლო დამცველს გასცდა.

მეორე ტაიმი იაპონელთა კონტრშეტევით და ლელოთი დასრულდა. არაზუსტი გარდასახვა აფრასიძის ჯარიმამ გაათანაბრა, რომელიც ძელმა აისხლიტა. საათის თავზე რეფერიმ სანდრო მამამთავრიშვილი გაგვისინბინა და თითქოს იმედიც გადაიწურა, მაგრამ საქართველომ შეძლო სადავეების ხელში აღება, 72-ე წუთზე კარგ მოლს რამდენიმე დარტყმა მოყვა და დემე ტაფლაძემ ლელო გაიტანა, ხოლო აფრასიძემ გარდასახა.

78-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ მეტოქეს კარის წინ გაუჭრა ხაზი, იერიში ლუკა გელაშვილმა გააგრძელა, კარის წინიდან აფრასიძემ თავად შეუტია და გამარჯვების ლელო გაიტანა. მართალია გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ მალე საფინალო სასტვენი გაისმა და უმცროსი ბორჯღალოსნები 24:22 მოგებით, 17 ივნისს მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში შოტლანდიაზე გავიდნენ.​

რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (32)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:33 | 18.06.2018
პანტელეიმონი (1218)

+1

16:40 | 14.06.2018
tokageo (45)

ნიაზის შემოქმედებიდან ჩემს საყვარელ მარგალიტს გავიხსენებდი, ხშირად ამბობს როცა ბურთი ჩვენ გადაგვივარდება წინ და მეტოქეს შერკინებას აძლევენ, იმ შერკინებას, რომელიც საერთოდ არ უხარიათ "ვირს პიტნა არ უყვარდა და ცხვირში ატენიდნენო" . ვგიჟდები ნიაზას კომენტარებზე

01:41 | 14.06.2018
NIKA..01 (335)

მაგარი ბიჭები არიან რა ბოლო წამებზე კინაღამ ყველა დროის ყველაზე დიდი სისულელე კი ჩაიდინეს,მაგრამ ჯამში მაგრები არიან... ისე ბიჭები რომ ჩამოვლენ ძალიან მინდა ვინმემ კითხოს რას ფიქრობდნენ გაწითლებულ დროზე რო გააჩაღეს თამაში ეს დაუფიქრებლობა იყო თუ სუპერთავზეხელაღებულობა იმხელას ვუყვიროდი რას აკეთებთ ბიჭოთქო,რომ მგონი საფრანგეთშიც ჩააღწევდა ჩემი ხმა

21:46 | 13.06.2018
krasni (587)

ისე შოტლანდიის წაქცევის შემთხვევაში, მომავლისთვის იქნებ დაფიქრდნენ ექვსი ერის U20-ში ჩვენს მონაწილეობაზე.

02:14 | 14.06.2018
dinamo222 (692)

ეროვნული ნაკრების გარეშე აზალგაზრდებს როგორ მიიღებენ ??

19:03 | 13.06.2018
GENESIS (49)

გილოცავ სქართველო! ნამდვილად კარგ ხასიათზე ვართ და მართლაც, შეგვიძლია გავიხსენოთ კარგი ამბები..კოლორიტი ხალხი, ნიაზი და ზაალიც ვახსენეთ და ამ სახალისო მიმოხილვას, ერთ ზაალის ფრაზას დავუმატებდი, რაც რომ მახსენდება, ახლაც ვერ ვიკავებ სიცილს.. კანადამ რომ კარგა მაგარი ჩხუბი გააჩაღა - „ამათ ყველას ეზოში ჰოკეი ექნებათ ნათამაშევიო“..
ისედაც ეს არის კარგი, როდესაც კომენტატორი კრიტიკულია და ადამიანური და არ არის შეშინებული რამე არ წამომცდესო..და ნიაზი და ზაალი ორივე ასეთები არიან.. ვისურვებდი, ზაალიც დაბრუნდეს გაისად, მსოფლიო თასის მატჩებისთვის.

16:41 | 13.06.2018
გუსანი (34)

აუ! ეს რა იყო? კინაღამ ინფარქტი მივიღე. არ იყო წასაგემი და არც წააგეს ლომგულებმა, მაგრამ რატომ ჩაიგდეს თავი(საქართველო) ამ მდგომარეობაში? მომეჩვენა თუ რა-რაღაც ტონუსის გარეშე გამოვიდნენ და მერე და მერე ამოქოქეს და რა ამოქოქეს...?! გამაგებინეთ, ვინც იცით მწვრთნელებს ეკრძალებათ კარნახი? იყო მომენტები რომ მითითებებს საჭიროებდნენ ბიჭები. გეთანხმებით,. 9 და 10 ს მიყავს თამაში, რაც კლასის გაზრდაზეც მეტყველებს, ჯაფარიძეც შეუდარებელი იყო, 14 -იც, თითქმის ყველა....ზოგიერთს ჩავარდნები ქონდათ, არ ვკიცხავ, გასაგებია... გაუგებარია- დისციპლინარული ჩავარდნები, რომ არ კლებულობს, მწვრთნელებს მადლობა, მაგრამ სერიოზული სამუშაოა... მაგ.: მამამთავრიშვილი ბრძოლობს ყველგან, სულ ტონუსშია, რასაც ვერ ვიტყვი ყველაზე, მაგრამ მე-3 თამაშია ერთი და იგივე ემართება= აფექტში რაგბის წესები( აკრძალური ილეთები) ავიწყდება. 10-10 წუთი კაცნაკლულს ტოვებს ნაკრებს...
აუუუ... რა იქნება შოტლანდიაც ჩაროზად თუ დავაყოლეთ?! ვიღაცეები ალბიონზე ჩაფიქრდებიან, ბიჭებისთვის კი მაგარი მომავალი დაიწყებს გაჩარხვას...ამინ

15:44 | 13.06.2018
ოვალური კორბენი (276)

ოოხ ნიაზ, ნიაზ stripslashes((strlen('https://www.myvideo.ge/v/3139617')>0?' https://www.myvideo.ge/v/3139617':' https://www.myvideo.ge/v/3139617'))
)))

01:34 | 14.06.2018
NIKA..01 (335)

მაგარი კაცია

15:36 | 13.06.2018
McCaw (168)

ზალ გიგინეშვილზე რაგბის მცოდნე არამგონია ვინმე არსებობდეს საქართველოში გინდა სტატისტიკა გინდა წესები გინდაც ისტორია რავი იმენა ზაალა მოსიარულე ეციკლოპედია რაგბისა ისე იცის და ერკვევა რაგბიში ხარისხი ეკუთვნის ნამდვილად

15:39 | 13.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

და მაგის ნაპარნიკიც მაგარი იყო

15:39 | 13.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

კარგადაც მიყავს. მე მომწონს

15:24 | 13.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

კარგი კომენტატორი იყო პირველ არხზეც. ბურთის წამოქცუნება და რაღაცეებს რო იძახდა. ეგ სად წავიდა და ვინ იყო საერთოდ?

15:31 | 13.06.2018
ოვალური კორბენი (276)

ზაალ გიგინეიშვილზე ამბობ უეჭველიstripslashes((strlen('http://rugby.worldsport.ge/ge/page/7426_moqartule-mematiane')>0?' http://rugby.worldsport.ge/ge/page/7426_moqartule-mematiane':' http://rugby.worldsport.ge/ge/page/7426_moqartule-mematiane'))

15:38 | 13.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

კი, მგონი ესაა

15:11 | 13.06.2018
თორღვა პანკელი (387)

მეც გავიხსენებ ნიაზას ერთ შედევრს, გურიაში ყოფილა თამაში და ერთმა გურულმა ყმაწვილმა ბურთი ჩაიგდო ხელში და მოწყდა, მაგრამ მსაჯმა ჩასტვინა, ამან ვერ გაიგო სასტვენის ხმა და მთელი მოედანი აწყვეტილი ირბინა, როცა ბურთი დაამიწა მერე მიხვდა რომ ლელო არ ითვლებოდა, მწვრთნელმა(გურულმა) გული რომ არ დაწყვეტოდა დაუძახა, "აფერი არ უჭირს, ტყულაი რომ გეიქეცი იგიც კაიაო" DDDD. ჩემთვის უკვე ნიაზას გარეშე რაგბის ყურება ისეა, ზღვაში რომ "შუბით" იბანაო, ბოლოს მაგრად გაბრაზდა და ინერვიულა ბურთი რომ არ გადააგდეს DDD, 18-წლამდელებში რომ ჩემპიონები გავხდით საფრანგეთის ძლევის შემდეგ, იქაც ზუსტად ასეთი მომენტი იყო, სადაც მოგერიების დროს დაუფარეს ჩვენს მორაგბეს, არადა ნებისმიერი მიმართულებით შეიძლებოდა ბურთის მოშორება, მეწვზე გადავრჩით მაშინ, მაშინ ნიაზას განწირული ვაიმეეეეეე! ჩემი ხმაც იყო მაგრამ ახლა სიცილის გარეშე ვერ ვიხსენებ DDD.

14:20 | 13.06.2018
ბათუმის ს.კ. დინამო (22)

მამრიკიშვილი რა დღეში იყო ბოლოს!?

14:20 | 13.06.2018
ბათუმის ს.კ. დინამო (22)

ჯაფარიძე ჩვენი ახალი ზირაქა

14:07 | 13.06.2018
ოვალური კორბენი (276)

თაფლაძეს რა სლალომები სცოდნია ? ყოჩაღ დემე ჯიგარო !!!
როკი ბალბოას რო ავალებს ბებერი მიკი, ქათამი დაიჭირეო. ეს ბიჭი რო მიუშვა, ერთ ქათამს კი არა მთელ ფერმას დაიჭერს

13:40 | 13.06.2018
buratino (480)

საქართველოს გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს!
ჩვენს სახელოვან მორაგბე დევგმირ ბიჭებს გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს! ჯოს-ჯოს-ჯოს!

14:04 | 13.06.2018
ოვალური კორბენი (276)

დასტურ !!!

13:20 | 13.06.2018
temuchin (431)

მოდით ნუ გამოვყოფთ მოთამაშეებს და თუ გამოყოფაა ნუ დავივიწყებთ ჯაფარიძეს რომელმაც პირველი ტაიმში მედროშეობა იტვირთა და ლელოს დადების გარდა ხასიათის შექმნასა და საბოლოო წარმატებაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა. საერთოდ კი ეს გუნდი უბრალოდ ფანტასტიკაა. ასეთ მოკლე დროში კაცნაკლულზე თამაშის შემოტრიალება. განსაკუთრებით ბოლო ათ წუთში ჩემს წინაშე იყო მსოფლიოს საუკეთესო ელიტური სამხედრო დანაყოფი რომელმაც იცოდა რას აკეთებდა და აკეთებდა ამას ერთდროულად უდიდესი შეუპოვრობით, ბრძოლის ჟინითა და ცივი გონებით. ბრავო ბიჭებო!

13:09 | 13.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

9, 10, 14, ნომრები იყვნენ ფენომენალურები, აქ სხვა სიტყვებს ვერ იპოვი აი 15 ნომერი ეტყიბა ვერ არი ფორმაში

13:07 | 13.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

ისე ნიაზი ზოგჯერ ჭედავს მგონი მაგარი კაცია

13:07 | 13.06.2018
erovnuli-nakrebi (224)

ისე ეგ იაპონია იყო თუ ფიჯი-ტონგა-სამოა? როგორ შეუძლება ასე

12:57 | 13.06.2018
geogoli (367)

ნიაზი არის სუპერი, სულ რომ არაფერი ხდებოდეს სტადიონზე ისეთ რამეს იტყვის მარტო იმ ნათქვამისთვის ღირს მთელი თამაში. მე მახსოვს U18-ში რო თამაშობდა აფრასიძე მაშინ აჩვენეს საქართველო-საფრანგეთი ფინალი და აფრასიძეზე თქვა უბედურისერთი ყავს გამზრდელსო (წინა თამაშებში არეკნები გაიტანა გელამ). ხოდა მართლა მაგარი დადგა ჩვენი აფრასიძე

13:06 | 13.06.2018
McCaw (168)

ყველაზე მაგარი კომენტატორია რაგბი სულაც რომ არ გიყვარდეს მარტო მაგის წაყვანილ თამაშის მოსმენას არაფერი სჯობს ისეთ რამებს აძრობს რომ რავიცი სხალკ ბურგერზე თქვა ესა ეს რა იყოო თქვენ არ იცით მე ყავს ნანახიო ახალგაზრდობაში კბილებით რიკინას ჭამდაო

12:49 | 13.06.2018
McCaw (168)

ნიაზ მამრიკიშვილის შედევრი-----ამოწმებენ ტვინის შერეყევა აქვს თუ არა, კითხვებს უსვამენ სად ხარ, რომელ სტადიონზე, ვის ეთამაშები და ასე შემდეგ. ამ დროს თუ მორაგბემ კბილის ჯაგრისი მოითხოვა ეგრევე გაჰყავთ მოედნიდან

12:58 | 13.06.2018
geogoli (367)

ამ თამაშის შემდეგ თვითონაც დაჭირდებოდა შემოწმება შერყევაზე

13:04 | 13.06.2018
McCaw (168)

ნამდვილად

12:38 | 13.06.2018
ოვალური კორბენი (276)

გადააგდე შვილო ბურთი აუტში !!! ვინ გაგზარდაა შვილოო, სად გასწავლეეს !!! აუ, როგორ შეიძლება ნიაზა არ გიყვარდეს
რეალურად, განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა. უეჭველ ფავორიტებად ვითვლებოდით და ეს სტატუსი დავამტკიცეთ. უბრალოდ, ბოლო წუთებზე მოგებას სულ სხვა ხიბლი აქვს.
ეხლა კი თუ სქოთებსაც ვაჯობეთ და ტურნირი მოგება-წაგების დადებითი ბალანსით დავასრულეთ, მართლაც დიდებული იქნება. როგორი საქმეა, როცა 6 ერის მონაწილეებიდან სამს შეხვდები და იქიდან ორს მოუგებ.
თანაც რა რთულ ჯგუფში გავიბრძოლეთ, ეს გუშინაც დამტკიცდა ნახევარფინალურ შეხვედრებში.

12:03 | 13.06.2018
McCaw (168)

ნიაზა ვინმემ მოიკითხოს ცოცხალია ნეტა კაცი ეკარნიდან გადმოხტა

10:47 | 13.06.2018
BEERTRANCE (1073)

ჰოლივუდური თრილერი იყო. შევარდნილი ვიყავი მონიტორში. ხელიც მიკანკალებდა ბოლოსკენ. ეგეთი თამაშის მოგება რო შეგვიძლია მაგარი გასახარია. არ გატყდენ და ბოლომდე იბრძოლეს

10:45 | 13.06.2018
პანტელეიმონი (1218)

ამ ბრწყინვალე გამარჯვების მერე, ვფიქრობ მენტალურად და ფიზიკურად გადაღლილი ბიჭების ძირითადში დაყენება აღარ ღირს შოტლანდიასთან. ძირითადში სასურველია ის 12 რაგბისტი მოხვდეს რომელიც მომავალ წელსაც უწევთ U20 -ის მსოფლიო ჩემპიონატში თამაში და ფაქტობრივად ისინი უკვე ამ კვირიდან დაიწყებენ მზადებას მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

11:24 | 13.06.2018
zura-mesi (33)

+1 ძალიან სწორი მიდგომა იქნება

10:23 | 13.06.2018
ogafa (407)

კარგი ბიჭები

10:05 | 13.06.2018
ბათუმის ს.კ. დინამო (22)

ერთი მოკრძალებული თხოვნა მექნება ლომებო-ლექსიკიდან ,,დავაი,,და ,,ნააშ,, სიტყვებს თუ მოაშორებთ საერთოდ მგელ-ლომები იქნებით

10:02 | 13.06.2018
ბათუმის ს.კ. დინამო (22)

მაინტერესებს ის ვინ იყო,ბოლოსკენ ლამის ტოჩის გაბარიტების მქონე იაპონელი რომ შებოჭა?გვერდზე რომ ჩაგირბინოს კაცს ქარი წაგაქცევს და ჩვენმა პატარა ლომმა კიდევ ადგილზე გააქვავა

02:05 | 14.06.2018
dinamo222 (692)

მახმუდიი მახმუდიიი !!

09:57 | 13.06.2018
ბათუმის ს.კ. დინამო (22)

ის ბოლოს გასინბინებული იაპონელი რას იფურთხებოდა ვერ გავიგე,კინაღამ კისერი მოაგლიჯა თაფლაძეს და უნდა მოფერებოდნენ!?

07:09 | 13.06.2018
geogoli (367)

თქვენ სულ ასე ითამაშეთ ბიჭებო და ჩვენ მოვიMარაგებთ ვალიდოლს. დიდი მადლობა

03:46 | 13.06.2018
dominici99 (94)

თუ გადავიტანდი არ მეგონა! უფფფ. გენაცვალეთ! ახლა სქოთებიც იქნებ მივაყოლოთ უფრო დაწყნარებულზე

02:48 | 13.06.2018
თორღვა პანკელი (387)

ჩვენ თქვენით ვამაყობთ ბიჭებო! რაგბი ჩვენი თამაშია!!!

02:03 | 13.06.2018
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბიჭებო, საქართველოს გახარებისთვის ! ! !

ოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

0.103754