სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
227 x 91
ეროვნული ნაკრები

22:49 | 31.05.2018 | ნანახია 6093 - ჯერ

"ბორჯღალოსნების" დაძაბული და ფასეული გამარჯვება ფრანგ "ბარბაროსებთან"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფრანგი “ბარბაროსები” დაამარცხა. “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა და “ბორჯღალოსნებმა” საბოლოოდ ერთი ქულის სხვაობით მიაღწიეს წარმატებას – 16:15.

პორველი ტაიმი სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა: მილტონ ჰეიგის შეგირდთა ორ ზუსტ საჯარიმოს “ბარბაროსებმა” გარდასახული ლელოთი უპასუხეს და ტაიმი 7:6 დასრულდა ფრანგების სასარგებლოდ. სამაგიეროდ, მეორე ნახევარი ქართველმა მორაგბეებმა გაცილებით კარგად ჩაატარეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში სოსო მათიაშვილმა შეძლო მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება და საქართველო წინ გავიდა. ამას სანდრო თოდუას ლელო მოჰყვა და მასპინძლები 16:10 დაწინაურდნენ.

მატჩის ბედი კი ბოლო წუთზე გადაწყდა. “ბარბაროსებმა” მეორე ლელო შეიტანეს ქართველთა ჩათვლის მოედანში და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა, გარდასხვა, რომელიც “ბარბაროსებს” გამარჯვებას მოუტანდა, არაზუსტად შეასრულეს და თამაშიც დასრულდა. 16:15 "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯიზე მიემგზავრება, სადაც წყნარი ოკეანეთის თასზე მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილ მასალაში
710 x 104

კომენტარები (20)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:19 | 03.06.2018
kelbo (21)

ტოჩი ჩამოდის ორშაბათს 11:45-ზე
სუმომანთა კლუბი მივდივართ დასახვედრად
საკმაოდ მოუხერხებელი დროა ვინც მუშაობს იმათთვის მარა თუ მოგეცათ საშუალება, რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი
მოკლედ, გეგმა არის ასეთი:
ორშაბათს დილით, 09:30-დან 10:00-მდე იკრიბებიან ბარათაშვილის ქუჩაზე, ე.წ. "კონკასთან", საიდანაც 10:05-ზე ავტობუსებით წავლენ აეროპორტისკენ.
ავტობუსებით წასვლა წამოსვლის საკითხი მოგვარებულია.
0?'>https://www.google.ge/maps/place/კონკა+Konka/@41.6961763,44.8048914,18z/data=!4m12!1m6!3m5!1s0x0:0xf27796ca7216c57!2z4YOX4YOQ4YOV4YOY4YOh4YOj4YOk4YOa4YOU4YOR4YOY4YOhIOGDm-GDneGDlOGDk-GDkOGDnOGDmA!8m2!3d41.6934362!4d44.8014844!3m4!1s0x40440ce4f920da7b:0x919faa36ec1d577d!8m2!3d41.6964224!4':'>https://www.google.ge/maps/place/კონკა+Konka/@41.6961763,44.8048914,18z/data=!4m12!1m6!3m5!1s0x0:0xf27796ca7216c57!2z4YOX4YOQ4YOV4YOY4YOh4YOj4YOk4YOa4YOU4YOR4YOY4YOhIOGDm-GDneGDlOGDk-GDkOGDnOGDmA!8m2!3d41.6934362!4d44.8014844!3m4!1s0x40440ce4f920da7b:0x919faa36ec1d577d!8m2!3d41.6964224!4'))

14:01 | 02.06.2018
პანტელეიმონი (1218)

მოგება ყოველთვის შესანიშნავია, გაიხარეთ ბორჯღალოსნებო ! ! !

20:06 | 01.06.2018
sanzona (19)

ერთი გამაგებინეთ რას წარმოადგენს ეს "ბარბაროსები" - ფრანგული კლუბია თუ საფრანგეთის მეორე ნაკრები?

18:44 | 01.06.2018
R.C.H (1)

ბრავო ბიჭებო! წასაგებ თამაშებსაც რომ ეგ იგებთ ეს არის კლასი, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, მენტალიტეტი.. ყველაფერია საიმისოდ რომ უკვე გაიბრწყინოთ. საზაფხულო ტურნეზე მჯერა ისევ დაჩაგრავთ ოკეანისპირელებს. ფეხბურთელებიც მოგბაძავენ უკვე ალბათ და წლევანდელი სეზონი ერთ-ერთი წარმატებული იქნება ჩვენს ისტორიაში

17:41 | 01.06.2018
გუგა80 (177)

მეორე ლიგის ნაკრებით დაკომპლექტებულ გუნდთან, ასე საზიზღრად არ უნდა გვეთამაშა.
კარგია რომ ხანდახან ყარაული ჩვენთვისაც ისვრის ხოლმე.

რაც შეეხება შემადგენლობას, აქ ლობჟანიძეზე ითქვა მოუკლოო და 100%ით ვეთანხმები! და როგორ უნდა მოემატებინა? მთელი სეზონი სკამს ხეხავს.
და სამწუხაროდ ტოპ-14 ში მოთამაშე ქართველების უმრავლესობა მასეა.
ფული და მაყუთი კარგია მაგრამ ეხლა ის დროა ნაკრების წევრებმა სწორი არჩევანი გააკეთონ პენსიასა და კარიერას შორის. ჯობია ითამაშო დაბალი დონის კლუბში ძირითადში რეგულარულად ვიდრე სკამს ხეხავდე გრანდში.

18:43 | 01.06.2018
GiorgiG83 (525)


და სკამის ხეხვაში თუ უფრო მეტს უხდიან სხვაობას შენ გადაუხდი?
ეს მე და შენ გვინდა ასე იყოს, მარგამ იმ კაცს ოჯახი ყავს სარჩენი და საუკეთესო წლებს რომ სპორტს შეალევს და 35 წლის ასაკში ვეტერანი იქნება სარჩო სად იშოვოს - დაცვის სამსახურში თუ მერია ან საკრებულოში?

თუმცა უდავოა რომ ახალგაზრდა სპორცმენისთვის სათამაშO დრო უფრო ფასეულია და ერთგვარი კაპიტალ-დაბანდებაა ხვალ რომ უფრო მაღალ ანაზღაურებად გუნდში აღმოჩნდეს (ბექა გორგაძის მაგალითი)
ტოპში ქართველებისუმრავლესობა სწორედ რომ არ ხეხავს სკამს - რადგან მანდ უმრავლესობა მორკინალებია და ამ მორკინალებში უმეტესობა პირველ ხაზელები და პირველხაზელები სასურველია 50 წუთზე მეტს არ ირჯებოდნენ და ფრანგული რეგულაციის ყოველი 5-6 თამაში დასვენება ეკუთვნით

16:26 | 01.06.2018
Torres9 (48)

GiorgiG83 (363)
უკეპო არ მითქვამს,ამ დონეზე გამოუცდელი ბიჭები იყვნენ ნაკრებში ეგ ვიგულისხმე.

18:39 | 01.06.2018
GiorgiG83 (525)

გამოუცდელსა და "ძალიან ბევრი ახალი სახე იყო" (ციტატა შენი პოსტიდან) განსხვავებაა - ახალი სახე ანუ დებიუტანტი, ანუ უკეპო - გამოუცდელი კი სხვა კატეგორაა
მე ნაწერს ვუპასუხე და არა ნაგულისხმევს


"ამ დონეზე გამოუცდელებსაც" რომ მივყვეთ
თეთრაშვილი ტოპ 14 ში თამაშობს
მამუკაშვილს ტოპ 14 / პრო "დ' 2 უთამაშია
მელიქიძე ტოპ 14 თამაშობს
ოთიაც ტოპ 14-ს
ნემსაძე დაბერდა პრო დ2 ში და ახლა კლეტთა ლიგაშია
ცუცქირიძე - შედარებით გამოუცდელი მარგამ უკვე ნაკრების რეზერვი
შენგელია - კი ბატონი ამ დონეზე ნაკელაბდ გამოცდილი
გაჩეჩილაძე - რაც ნაკრებში დაუძახეს ლამის უცვლელ წევრად იქცა
ვასკა - ასევე ტოპ 14
რეზი / ქოქოსი - აქ რაცაა ეგაა
ცენტრები: თაზო და კვესელა - თაზოს ტოპ14 / პრო დ2 ის გამოცდილება აქვს კვესელა დიდი10 (რეზი და ქოქოსივით)
ფრთები - ბოლო წლებია ლეგიონერი ფრთა არ გვყავს (რაც მაჩხანელი და თოდუა საფრანგეთიდან დაბრუნდნენ და დიდი10 დან ხვდებოდნენ ნაკრებში) სიჭი დიდი10_ელი, სოსო მაინც ასე თუ ისე ლეგიონერი
მეკო... აქ რა დავამატო?

რის გამოცდიელბა არ აქვთ ახლა გადახედე
ასევე ჩამოყევი მარქაფას

13:33 | 01.06.2018
ICEMAN (162)

კაროჩე ამდენი წელია რაბს ვუყურებ ერთი კაცი არ გამოჩნდა დაკიდებულ ბურთებზე კარგად თამაში რომ იცოდეს, ჩვენს დაკიდებულ ბურთზე საერთოდ არ ვიბრძვით და მეტოქის დაკიდებულსაც უფრო ხშირად ვაგებთ, მე ეს მეჩვენება #1 პრობლემად

15:47 | 01.06.2018
BEERTRANCE (1073)

ნომერ 1 პრობლემა ის გვაქვს რომ ოფლოუდი საერთოდ არ ვიცით

15:59 | 01.06.2018
ICEMAN (162)

კი ეგეც პრობლემაა და ასევე რაქიდან ბურთის სწრაფი გამოტანა

15:45 | 01.06.2018
თორღვა პანკელი (387)

ბექა გორგაძე შეუდარებელია დაკიდებულ ბურთებზე, უბრალოდ ტრავმებმა წაგვართვა დიდი ხანია ეს ბიჭი, მაგრამ თუ არ ვცდები მოირჩინა და მსოფლიოზე მისი დიდი იმედი მაქვს, ამ ტესტებზე მგონი არ გარისკავს მელიტონა ბექას დაყენებას.

15:59 | 01.06.2018
ICEMAN (162)

იმედია

13:18 | 01.06.2018
ოვალური კორბენი (276)

სილაღეს ველოდი, მაგრამ ისეთივე "*უი ევო ზნაეტ" თამაში გამოვიდა, როგორი განცხადებაც რაგბის კავშირმა გააკეთა მატჩის შემდეგ.
წარმატებები ბორჯღალოსნებს. თუმცა როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს იქნებიან თავიანთი ჯაგა სტილის მძევლები (ბიძინას მაყუთისაც)

13:37 | 01.06.2018
LApaata (115)

+1

13:00 | 01.06.2018
dominici99 (94)

sgemadgenlobashi experimentebi gasagebia, magram aratanmimdevruloba da alogikuroba gaugebari. heigis sakadro politika sruli absurdia. amoichemebs vigacas da atamashebs gautaveblad, mere uceb mokvets. gaxsovt alexi xucishvili? sul atamashebda,mer mokveta. gamagebinet vinmem ra, tetrashvili ramdenjer da randebi wlus intervalit unda " gamovcadot"? egeti susti pirvel xazeli znelad maxsendeba! ar aris es kaci nakrebis donis ra! am fonze vera da ver vineleb martla msoplio donis burjis kakovinis ignorirebas! e bicho, tu rame daashava da mosakvetia, gvitxarit mainc, ra?! xazshi zalian mikvirs ratom agar izaxebs koshazes, fruizes? 10 ze vpiqrob swirad abjandazea ualternativo saiaponied,mersac vityvi ziritad at nomrad.

19:02 | 01.06.2018
jora84 (183)

კაკოვინის ამბავში თვითონვე კაკოვინია დამნაშავე თავიდან ბოლომდე, კოშაძეს ტრამვა აქვს, აი ფრუიძეს თავისი მიდგომით ნაკრებში არაფერი არ ესაქმება.

23:50 | 01.06.2018
dominici99 (94)

აგაშენა ღმერთმა! ამდენი ხანია, კითხვას ვსვამ და ჟურნალისტები რატომღაც არა, თუ რამე იცით, ჩვენც გაგვაგებინეთ! თუ დააშავა კაკოვინმა, ვიცოდეთ ჩვენც< თორე გაუგებარია ჟვანია და მელიქიძე იდგნენ და ის არა. უსუსტესია ორივე და ის რომ ღია თამაშსია მაგარი ეს მეორეხარისხოვანია. პირველხაზელი ჯერ სტატიკაში უნდა ვარგოდეს. ფრუიძეზეც რაღაცეები ჟონავს, რა საჩკაობსო? გვითხრან, ბატონო ეგეც და დავწყნარდებით, თუ არა და გაუგებარია. კოშაზეს რომ ტრავმა აქვს და არ არის, გმადლობთ, რომ მიტხარით, მაგრამ არსად არ შემხვედრია ინფო ამაზე. ეს პრეტენზია მაქვს ჟურნალისტებთან.

20:05 | 01.06.2018
temuchin (431)

და რა მიდგომა აქვს ფრუიძეს ასეთი?

11:49 | 01.06.2018
buratino (480)

ყველაფერის მიუხედავად, მოგებაა მთავარი და სწორედ ამან გამახარა. კიდევ კარგი ისაა, რომ რაგბში იღბალიც "დაგვჩემდა" (გუშინდელის გარდა, გავიხსენოთ იგივე სიტუაცია აშშ-სთან). მატჩს რაც შეეხება, ამ შემადგენლობისგან სულაც არ ველოდი საუცხოო თამაშს და ამიტომ შეცდომების სიმრავლე არ გამკვირვებია. მოკლედ, სამუშაო ბევრია და ივნისის ტესტებს სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ. წარმატებები ჩვენს საამაყო ბორჯღალოსნებს!

10:58 | 01.06.2018
BEERTRANCE (1073)

კარგი იყო ეს თამაში იმით რომ ხარვეზები ახლა გამოჩნდა და იქნებ ნაწილი მაინც გამოსწორდეს ტურნესთვის

10:49 | 01.06.2018
Torres9 (48)

ძალიან ბევრი ახალი სახე იყო პლიუს პირველი თამაში თან საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე, არაუშავს მოუმატებენ მაგრამ არა ამ შემადგენლობით,იმედია ოკეანეტში ცვლილებები იქნება.

12:30 | 01.06.2018
GiorgiG83 (525)

უკეპო მორაგბე ამ თამაშში არ ყოფილა და სად ნახე ახალი სახე, თან ძალიან ბევრი?

10:48 | 01.06.2018
Torres9 (48)

ლობჟანიძემ რატო მოუკლო ხალხო მარტო მე მეჩვენება? აფრასიძე 1 თავით მაღლა დგას დღეს.

12:29 | 01.06.2018
GiorgiG83 (525)

სათამაშო დრო არა აქვს
თუმცა გელა 1 თავით ჯობიაო შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყოს

09:47 | 01.06.2018
tomuri (17)

მოკლედ სასიამოვნო გამარჯჯვება მაგრამ, არ ვფიქროპბ რომ ჩვენი ნაკრები დრეს ფრანგ ბარაბროსებზე ძლეირია და მათზე უკეთეს რაგბს თამაშობს, როცა ფრანგმა ბარბაროსებმა ტამში გაშალეს აი მაშინ მივხვდი როგორია რაგბის თამაში ხელით, ძალიან ლამაზ , ჭკვიანურ , სწრაფ და კარგ კომბიონაციებს ათამაშებდნენე ხელით, რომ არა ცოტა ტექნიკური წუნი რაც ალბათ შეუტამაშებლობის რბრალი იყო ძლაინ გავნადგრუდებოდით, ჩვენი ნაკრები ხელით თამაში კი ერთფეროვანი და გამოსაცნობი იყო, ვერც სისწრაფე ვერც ორიგინალურობა კომბიაციებში... ერთი ეგაა ინდივიდულურობის ხაჯრზე ცდილობდნე ყვეა ჩევნიანი რაღაც და ერთი ორს გაუმართლა, აუი გუნდური კომბინაცია და ხაზის ხელით თამაშით გაჭრა კი ვერ ვნახე, რომელსაც ფრანგი რაბრასოებსი ძალიან მაგრად აკეთებდნენ..... ჯერ კარგი შორს ვართ უმაღლესი რაგბისგან მეგობრებო... ისე ჩვენს ნაკრებში რატომ არ ამუშავებინებენ ეგეთ კომბინაციებს როგორსაც მაგალითად ფრანგი ბარბაროსები აკეთბედნენ?

12:28 | 01.06.2018
GiorgiG83 (525)

ზე რაგბს შეავლე თვალი და მაშინ უფრო " მაშინ მივხვდი როგორია რაგბის თამაში ხელით, ძალიან ლამაზ , ჭკვიანურ , სწრაფ და კარგ კომბიონაციებს ათამაშებდნენე ხელით,"

07:17 | 01.06.2018
temuchin (431)

ლობჟანიძე, ჯინჭველაშვილი ძალიან არ მომეწონნენ, ასევე უარყოფითად გამაკვირვა ჩვენმა შერკინებამ. მოლებშიც საკმარისად დაგვჩაგრეს. ხელით თამაშის მცდელობა ისევ ნაკლები იყო და ეს აშკარად მწვრთნელისგან მოდიოდა (ვასკას გაუთავებელი და ხშირად უაზრო ბოქს კიკები), უფანტაზიობა შეტევაში. მგონი უკეთესი იქნებოდა უფრო თავისუფლად და მეტი ეთამაშათ ხელით, მით უფრო რომ გუნდის ძირითადი ნაწილი ახალი თაობა იყო. მოკლედ თამაში როგორც ასეთი არ მომეწონა. მოგება კარგია და ვაფასებ, თუმცა ტურნეზე სხვა სურათს ველოდები.

15:51 | 01.06.2018
თორღვა პანკელი (387)

ლობჟანიძესთან დაკავშივრებით გეთანხმები, ალხაზაშვილის არ იყოს სამწუხაროდ ვასკასაც აშკარა რეგრესი აქვს.

10:54 | 01.06.2018
გზავნილი (81)

სასტკად გეთანხმები მეგობარო 9 და 10 ნომრებზე, ეს პოზიცია ხომ გუნდის "საჭეა" რომელიც ერთი თავაწეული და მეორე თავდაწეული მართავს რაგბის გუნდს როგორც ორგანიზმს.

ვასკა მგონი თავდაღმართში წავიდა, პასები დაგვიანებული, უაზრო დაქნევები და ადვილად გამოსაცნობი... სასწრაფოდ უნდა დატოვოს ბრივი ტორემ უკსმ მიდის აშკარად.
რსმოდენიმე ხნის უკან თუ არ ვცდები ვიკამათეთ, ჯინჭველაშვილის უალტერნატივოებაზე. გივე აზრზე ხართ რომ ჯინჩველაშვილი თუნდაც აბჟანდაძეს ჯობია რამეში?

17:01 | 01.06.2018
temuchin (431)

არა მეგობარო 10 ნომრის საკითხზე მგონი მე და თქვენ არ გვიკამათია იმიტომ რომ გამოჩენის დღიდან თედოს ფანი ვარ ვასკას რაც შეეხება მისი პოტენციალი არსად წასულა, მეტი თამაში ჭირდება. აი ამიტომ გვინდა სასწრაფოდ ფინანსები დიდ ათში რომ ასეთმა იმედისმომცემმა კადრებმა არ დაგვტოვონ ხელფასის გამო და დარჩნენ აქ რაც ჩემპიონატის შიდა დონესაც გაზრდის და სათამაშო დროზეც არ ექნებათ პრობლემა.

19:03 | 01.06.2018
jora84 (183)

სრული სისულელეა შპს დიდი10 დონის აწევაზე ფიქრი იმ დონემდე რომ გამორჩეული მოთამასეები აქ დარჩნენ.

20:09 | 01.06.2018
temuchin (431)

პირველ რიგში ტაქტიანად ვისაუბროთ ჟორიკ, შესაძლოა არაა სწორი ჩემი აზრი მაგრამ პასუხის ფორმას გააჩნია. მეორეც ვხედავთ რომ დიდი ათის რამდენიმე მოთამაშე არც თუ ურიგოდ გამოიყურება საერთაშორისო ასპარეზზეც. თუ ფინანსები იქნება და ჩვენი კლუბებიც აქვე დატოვებული ნიჭიერი მორაგბეებით სისტემატურად ითამაშებენ ევროთასებზე ის საერთაშორისო გამოცდილებაც დაუგროვდებათ რომელიც საბოლოოდ შიდა ჩემპიონატის დონესაც წამოწევს.

03:06 | 01.06.2018
LApaata (115)

მოგება როგორი ანგარიშითაც არ უნდა იყოს მაინც კაი. უკვე შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ ასეთი შემადგენლობით ვეთამაშოთ ასეთ ძლიერ მეტოქეს და ეს უფრო კარგია. 20 წლამდელები ბდღვნიან და იმედია უფრო მეტი ფუფუნება გვექნება. სულ მალე მათი სახით ნაკრებს უფრო ღრმა და კარგი შევსება ექნება. ახლა ოკეანეთია მთავარი და იქ ძლიერად უნდა წარმოვჩინდეთ. წარმატებები!

01:40 | 01.06.2018
federer (17) (469)

გამარჯვებულებს არ ასამართლებენო და ამ მომენტში მივესალმები მეც ამ დევიზს.
გასაგებია იყო შეცდომები და ხშირ მომენტებში უყურადღებო და გაუაზრებელი თამაში, მაგრამ ამ შემადგენლობისგან მე პირადად მეტს არ ველოდი და საერთო ჯამში ცუდად არ გვითამაშია და ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ.
და კიდევ ერთ 6-0 რომ ვიგებდით დავდეთ ლელო, რომელიც მსაჯმა ვერ დაინახა და აშკარა ლეო გაგვიუქმეს, რომ ყოფილიყო ვიდეორეფერი 13-0 დავწინაურდებოდით და დიდი ალბათობით კონტრშეტევიდან იმ ლელოსაც არ გავუშვებდით და მერე რა თამაში წავიდოდა კაცმა არ იცის, გაცილებით ადვილია თამაში როდესაც წნეხი მოხსნილი გაქვს

01:01 | 01.06.2018
giogobi (68)

გილოცავთ მოგებას. უცნაური მატჩი კი გამოვიდა, განსაკუთრებით შერკინების მოქმედება იყო საუცნაურო. ნუ შემადგენლობაც უცნაური იყო და თან განოჩნდა პირველი ხაზი რამდენს ნიშნავს შერკინებაში. კიდევ ლობჟანიძე მაოცებს, მესმის რომ ხაზი უნდა დალაგდეს ბურთი რომ რაქიდან გამოიტანო, მაგრამ მაინც მაგრად ანელებდა ბურთს, თან რაც 32 წუთზე გააკეთა, რაქს რომ მოშორდა ბურთის გამოტანის ნაცვლად, ვერაფრით გავიგე. იმ მომენტში ბურთი დავკარგეთ. ალბათ მწვრთნელის დავალება იყო, მაგრამ რატომ ასეთი დავალება?

00:08 | 01.06.2018
NIKA..01 (335)

ვერ ვიტან შერკინებაში რომ ვიხევთ უკან...აი მაგას რომ ვხედავ ეკრანს თვალს ვარიდებ იმდენად ვერ ვიტან

23:32 | 31.05.2018
თორღვა პანკელი (387)

ცოტა არ იყოს და საკმაოდ წაუკატასტროფებდით რიგ ეპიზოდებში ორივე ტაიმში, მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ ძალიან უხერხულ მეტოქესთან ერთად, ასეთი აბდა-უბდა შემადგენლობა არასდროს არ გვყოლია, მაინც ვამართლებ მელიტონას არჩევანს, საჭიროა მეტი ახალბედა პერსპეკტიული და ახალგაზრდა მოთამაშეების გამოცდა და გამოწრთობა ასეთ ჯახებში, 20-წლამდელი ბიჭებიც ბრდღვნიან იქეთ ყველაფერს და ისინიც შეემატებიან 2019-მდე ნაკრებს, ახლა მთავარია ფიჯი, ტონგა, იაპონიაზე ვიფიქროთ რომლებთანაც კარდინალურად განსხვავებული შემდგენლობა გვეყოლება, ეს თუნდაც არც თუ ისე დამაჯერებელი მოგება, კარგი განწყობისთვის ფსიქოლოგიურად არ გვაწყენს მნიშვნელოვანი ტესტების წინ, რაც არ უნდა იყოს ასეთი გუნდი პირველად გვეწვია და ამ სასიამოვნო, კარგ სარაგბო ატმოსფეროში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, ვულოცავ ყველას! დიდი მადლობა ბიჭებო! წარმატებულ ტესტებს გისურვებთ, რაგბი ჩვენი თამაშია!

სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109057
სარეკლამო ადგილი - 30
მეორე Popup
X x X